„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№156
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.030.016058
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №156

2012 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებით (სსმ III, 28.11.2008, №169, მუხ.1737) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   ა) მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,1. სტაჟიორად მიიღება საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე ან საზღვარგარეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.

  2. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს მოქალაქე – საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან საზღვარგარეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.";

    ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 6.

   1. პრაქტიკანტად მიიღება პირი საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე. ხოლო პირი, რომელიც სწავლობს საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრაქტიკანტად მიიღება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის ან საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის საფუძველზე.

    2. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარადგენს შემდეგ საბუთებს:

    ა) მომართვა აკრედიტებული  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან  საზღვარგარეთ უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

    ბ) განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ (დანართი №2);

    გ) ავტობიოგრაფია;

    დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

    ე) ერთი ფოტოსურათი (3X4).

    3. სასწავლო პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 45 დღით.“;

    გ) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,დ) დიპლომის ასლი ან ცნობა საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიგრიგოლ ვაშაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.07.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 10.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №156. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.030.016058.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.07.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №156, 10.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016058 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1695722/