„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის N38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №154 |
|
2012 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებით (სსმ III, 08.02.2006 წ., №17, მუხ. 197) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) დასავლეთ ევროპის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა.ა) დასავლეთ ევროპის ქვეყნების შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი; ა.ბ) ამ მუხლის „ა.ა“ ქვექვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება; ა.გ) წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად; ა.დ) საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა და კონტაქტების დამყარება; ა.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება; ბ) აღმოსავლეთ ევროპის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ბ.ა) აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის მოძიება და ანალიზი; ბ.ბ) ამ მუხლის „ბ.ა“ ქვექვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება; ბ.გ) წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად; ბ.დ) საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების შესახებ სრული ინფორმაციის მოძიება და მუდმივი ხასიათის კონტაქტების დამყარება; ბ.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება; გ) მეზობელი ქვეყნებისა და სუამის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: გ.ა) მეზობელი ქვეყნების შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი; გ.ბ) მეზობელი ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება; გ.გ) მეზობელი ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა და კონტაქტების დამყარება; გ.დ) საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში სუამის როლის შემდგომი განმტკიცების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; გ.ე) სუამის საწესდებო და სხვა ორგანოების სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების კოორდინაცია; გ.ვ) სუამის ორგანოების წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა; გ.ზ) სუამის ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობის ხელშეწყობა და სუამის ფარგლებში ხელმოსაწერი შეთანხმებების, კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავება, მათ შესახებ რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; გ.თ) სუამის ორგანოებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების ხელშეწყობა; გ.ი) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც სუამის ფარგლებში საქართველოს ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება; გ.კ) სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა სუამის ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე; გ.ლ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად; გ.მ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება; დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: დ.ა) საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე ინფორმაციის ანალიზი; დ.ბ) საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის (შემდგომში – კომისია) სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადება, გადაწყვეტილებათა მისაღებად წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება; დ.გ) მხარეთა კომისიების შეხვედრებისათვის ქართული მხარის პოზიციის შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ფორმატით; დ.დ) კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით მხარეთა კომისიების ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრებსა და სამუშაო გასვლებში მონაწილეობა; დ.ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში ადგილებზე ჩასატარებელ აზომვებში მონაწილეობა და დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ამ ფაქტთან დაკავშირებით, რეკომენდაციების მომზადება და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობა; დ.ვ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მონიტორინგში მონაწილეობა; დ.ზ) საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის, საქართველო-რუსეთის და საქართველო – თურქეთის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და რედემარკაციის თაობაზე ინფორმაციის მომზადება, ანალიზი, წინადადებების და რეკომენდაციის მომზადება და ცალკეულ სამუშაოებში მონაწილეობა.“. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|