საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების,ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 10.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №155
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016056
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.07.2012 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (11)
| საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ ვაშაძე | საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
| მომსახურების სახე | მომსახურების ვადა |
| ერთიდან ათ გვერდამდე მოცულობის მქონე დოკუმენტის თარგმნა და ოფიციალური დამოწმება | 7 სამუშაო დღე |
| 11-დან 50 გვერდამდე მოცულობის მქონე დოკუმენტის თარგმნა და ოფიციალური დამოწმება | 30 სამუშაო დღე |
| 50 გვერდზე მეტი მოცულობის მქონე დოკუმენტის თარგმნა და ოფიციალური დამოწმება | განისაზღვრება ხელშეკრულებით |
| ერთიდან ოც გვერდამდე მოცულობის მქონე დოკუმენტების თარგმანის რედაქტირება და ოფიციალური დამოწმება | 3 სამუშაო დღე |
| 21-დან 50 გვერდამდე მოცულობის მქონე დოკუმენტების თარგმანის რედაქტირება და ოფიციალური დამოწმება | 5 სამუშაო დღე |
| 50 გვერდზე მეტი მოცულობის მქონე დოკუმენტის თარგმანის რედაქტირება და ოფიციალური დამოწმება | განისაზღვრება ხელშეკრულებით |
| ერთიდან ათ გვერდამდე მოცულობის მქონე დოკუმენტის უცხოენოვანი/ქართულენოვანი ტექსტის რედაქტირება | 7 სამუშაო დღე |
| 11-დან 50 გვერდამდე მოცულობის მქონე დოკუმენტის უცხოენოვანი/ქართულენოვანი ტექსტის რედაქტირება | 30 სამუშაო დღე |
| 50 გვერდზე მეტი მოცულობის მქონე დოკუმენტის უცხოენოვანი/ქართულენოვანი ტექსტის რედაქტირება | განისაზღვრება ხელშეკრულებით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების,ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№155
2012 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეები, ვადები, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობები და გადახდის წესი“.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ ვაშაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეები, ვადები, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობა და გადახდის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეები, ვადები, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობა და გადახდის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ გაწეული მომსახურების სახეებს, ვადებს, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობასა და გადახდის პირობებს.
მუხლი 2🔗.
ბიუროს მიერ მომსახურების განხორციელება და მისთვის დადგენილი საფასური
1.
სახელმწიფო ორგანოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათთან გათანაბრებული დაწესებულებების დაკვეთის საფუძველზე ბიურო ახორციელებს შემდეგ მომსახურებას:
ა)
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების/დოკუმენტების პროექტების (შემდგომში – დოკუმენტი) თარგმნას და ოფიციალურ დამოწმებას;
ბ)
დოკუმენტის თარგმანის რედაქტირებას და ოფიციალურ დამოწმებას;
გ)
დოკუმენტის უცხოენოვანი/ქართულენოვანი ტექსტის რედაქტირებას;
დ)
თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფას (სინქრონული თარგმანი და სხვა სახის მომსახურება);
ე)
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირებას და კორექტირებული თარგმანის დამოწმებას „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2.
ამ ბრძანების დანართით განისაზღვრება:
ა)
ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, ესპანურ, იტალიურ ენებზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების ვადები და საფასურის ოდენობა;
ბ)
ყველა უცხო ენაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობა.
3.
იმ უცხო ენებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობიდან გამომდინარე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური და ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით, ერთი გვერდისათვის ამ ბრძანების დანართით შესაბამისი მომსახურებისავის განსაზღვრული ოდენობიდან 50 ლარამდე ოდენობის ფარგლებში.
4.
ბიუროს მიერ ოფიციალურად დამოწმებული დოკუმენტი დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ფორმით.
მუხლი 3🔗.
საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
1.
მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება.
2.
ბიურო უსასყიდლოდ უწევს მომსახურებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 4🔗.
დოკუმენტის მოცულობის განსაზღვრის წესი
1.
გვერდების რაოდენობა იანგარიშება ნათარგმნი დოკუმენტის თითოეული გვერდის მიხედვით, არასრული გვერდი ჩაითვლება ერთ გვერდად.
2.
ერთი გვერდის მოცულობად ჩაითვლება 2000 საბეჭდი სიმბოლო (მათ შორის, სასვენი ნიშნებისა და ინტერვალების ჩათვლით).
მუხლი 5🔗.
საფასურის გადახდის წესი და პირობები
1.
მომსახურების საფასურის გადახდის პირობები განისაზღვრება დამკვეთსა და ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულებით.
2.
მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს ამ წესით დადგენილი მომსახურების ვადისა და შესაბამისი საფასურის ოდენობის გათვალისწინებით.
3.
ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასური გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში – ლარში.
მუხლი 6🔗.
გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1.
თუ საფასური გადახდილია წინასწარ, დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთს შორის.
2.
გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:
ა)
ბიურო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე;
ბ)
დამკვეთი მომსახურების დაწყებამდე წერილობით განაცხადებს უარს მომსახურებაზე;
გ)
ბიურომ მომსახურება არ განახორციელა დადგენილ ვადაში.
3.
გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.
ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
დანართი
მომსახურების სახე
მომსახურების ვადა
საფასურის ოდენობა ერთი გვერდისათვის
ერთიდან ათ გვერდამდე მოცულობის მქონე დოკუმენტის თარგმნა და ოფიციალური დამოწმება
7 სამუშაო დღე
20 ლარი
11-დან 50 გვერდამდე მოცულობის მქონე დოკუმენტის თარგმნა და ოფიციალური დამოწმება
30 სამუშაო დღე
18 ლარი
50 გვერდზე მეტი მოცულობის მქონე დოკუმენტის თარგმნა და ოფიციალური დამოწმება
განისაზღვრება ხელშეკრულებით
18 ლარი
ერთიდან ოც გვერდამდე მოცულობის მქონე დოკუმენტების თარგმანის რედაქტირება და ოფიციალური დამოწმება
3 სამუშაო დღე
5 ლარი
21-დან 50 გვერდამდე მოცულობის მქონე დოკუმენტების თარგმანის რედაქტირება და ოფიციალური დამოწმება
5 სამუშაო დღე
5 ლარი
50 გვერდზე მეტი მოცულობის მქონე დოკუმენტის თარგმანის რედაქტირება და ოფიციალური დამოწმება
განისაზღვრება ხელშეკრულებით
5 ლარი
ერთიდან ათ გვერდამდე მოცულობის მქონე დოკუმენტის უცხოენოვანი/ქართულენოვანი ტექსტის რედაქტირება
7 სამუშაო დღე
5 ლარი
11-დან 50 გვერდამდე მოცულობის მქონე დოკუმენტის უცხოენოვანი/ქართულენოვანი ტექსტის რედაქტირება
30 სამუშაო დღე
5 ლარი
50 გვერდზე მეტი მოცულობის მქონე დოკუმენტის უცხოენოვანი/ქართულენოვანი ტექსტის რედაქტირება
განისაზღვრება ხელშეკრულებით
5 ლარი
სინქრონული თარგმანი
1 საათი – 250 ლარი
თარჯიმნის მომსახურება, გარდა სინქრონული თარგმანისა
1 საათი – 100 ლარი