საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1439
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016187
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/07/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,430 სიტყვა · ~22 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (4)

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.a, li.a, div.a { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.abzacixmlChar { } span.CommentTextChar { } span.PlainTextChar { } span.BalloonTextChar { } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.a0, li.a0, div.a0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.Tavi, li.Tavi, div.Tavi { margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;} p.muxli, li.muxli, div.muxli { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:12.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.a1, li.a1, div.a1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:45.35pt .75in .75in 45.35pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/1439 2012 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8​2 მუხლის პირველი პუნქტის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 2​1 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის საზღვაო აკადემიის თანდართული წესდება (შემდგომში – წესდება). 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                ი. მატკავა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდება თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. წესდების რეგულირების სფერო ეს წესდება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტატუსს, ფუნქციებს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევის/დანიშვნის წესსა და უფლება-მოვალეობებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტატუსი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (შემდგომში – აკადემია) არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა წესრიგდება „უმაღლესი განათლების შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.  2. აკადემიის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“. აკადემია უფლებამოსილია გამოიყენოს შემოკლებული დასახელება „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“. აკადემიის სრული და შემოკლებული სახელწოდება გამოიყენება თანაბარი მნიშვნელობით. 3. აკადემია, სახელმწიფო კონტროლის პირობებში, დამოუკიდებლად ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობას. 4. აკადემია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ წესდებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 3🔗. აკადემიის უფლებაუნარიანობა 1. აკადემია ანგარიშვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – საგენტო) წინაშე, „უმაღლესი განათლების შესახებ" და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში და წესით. 2. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მხარედ. 3. აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა, მათ შორის, დამხმარე სამეწარმეო და საგამომცემლო საქმიანობა. 4. აკადემიას აქვს მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. აკადემიას აქვს საკუთარი სიმბოლიკა (გერბი, დროშა, ჰიმნი). 6. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, 6010, ქ. ბათუმი, რუსთაველის გამზირი №53. მუხლი 4🔗. აკადემიის ფუნქციები კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აკადემიის ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უმაღლესი განათლების მქონე კადრების მომზადება საზღვაო ინფრასტრუქტურის მართვისა და ექსპლუატაციისათვის; ბ) სტუდენტის ინტერესების, შესაძლებლობების, საგანმანათლებლო სფეროში აღიარებული სტანდარტების შესატყვისი უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; გ) საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო და საწვრთნელი პროგრამების/კურსების განხორციელება; დ) სტუდენტებისათვის სწავლისა და განვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველი გარემოს შექმნა; ე) როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ სასწავლო, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებთან კავშირების დამყარება; ვ) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. მუხლი 5🔗. სწავლების ენა აკადემიაში სწავლების ენა არის ქართული. სხვა ენაზე სწავლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. თავი II. აკადემიის სტრუქტურა და სუბიექტთა უფლება-მოვალეობები მუხლი 6🔗. აკადემიის სტრუქტურა 1. აკადემიის მმართველი სუბიექტები არიან: აკადემიის რექტორი, სენატი, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. აკადემიის სტრუქტურული ერთეულებია : ა ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები; ბ) დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები; გ ) დამხმარე სტრუქტურული ერთეულები. 3. ძირითადი საგანმანთლებლო ერთეულებია: ა) საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი; ბ) ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი; 4. დამხმარე საგანამანთლებლო ერთეულებია: ა) მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი; ბ) პროფესიული მომზადების ცენტრი; გ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული სწავლების ცენტრი; დ) აკადემიის ბიბლიოთეკა. 5. დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია: ა) რექტორის აპარატი; ბ) სენატის სამდივნო; გ) კანცელარია; დ) იურიდიული დეპარტამენტი; ე) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი; ვ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ზ) მატერიალური რესურსების მართვის სამსახური; თ) სტუდენტთა რეგისტრაციის, შეფასებისა და მონიტორინგის სამსახური; ი) მდგრადი განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახური; კ) სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახური; ლ ) დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური. მუხლი 7🔗. აკადემიის ხელმძღვანელობა 1. აკადემიას ხელმძღვანელობს აკადემიის რექტორი, რომელიც იმავდროულად არის სენატის თავმჯდომარე. 2. აკადემიის რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 3. აკადემიის რექტორი: ა) კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და წარმართავს აკადემიის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს აკადემიას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; გ) აკადემიის სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებას აკადემიის წარმომადგენლობაზე; დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის აკადემიის უფლებამოსილების ფარგლებში; ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ვ) სააგენტოსთან შეთანხმებით ამტკიცებს აკადემიის საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს ; ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორის მოადგილეებს; თ) იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ი) კანონმდებლობით და წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის თანამშრომლებს; კ) აკადემიის სახელით აცხადებს კონკურსებს; ლ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიის სახსრებისა და სააგენტოსთან შეთანხმებით მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ; მ) ამტკიცებს აკადემიის, მისი სტრუქტურული ერთეულების ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებს და ცნობისთვის უგზავნის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;; ნ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური პერსონალისათვის სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების მიცემის შესახებ; ო) ახორციელებს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. აკადემიის რექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. 5. მოადგილეები ზედამხედველობას ახორციელებენ აკადემიაში აკადემიის რექტორის გადაწყვეტილებით მათთვის მიკუთვნებულ სფეროზე. მოადგილეების კომპეტენცია და უფლებამოსილება განისაზღვრება აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6 აკადემიის რექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში რექტორის გადაწყვეტილებით ერთ-ერთი მოადგილე. 7. მოადგილეები ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა აკადემიის რექტორის დავალებით ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს. 8. რექტორის მოადგილეებს არ აქვთ უფლება ხელი მოაწერონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტზე. მუხლი 8🔗. სენატი 1. სენატი არის აკადემიის კოლეგიური წარმომადგენლობითი და მართვის ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის რექტორი, რექტორის მოადგილეები, გარდა პირველი მოადგილისა, აკადემიის ყველა სტრუქტურული ერთეულის და სტუდენტური თვითმმართველობის თითო წარმომადგენელი. 2. სენატი: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) რექტორის პირველი მოადგილის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის ბიუჯეტს; გ) ად გენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს; დ) ადგენს აკადემიური და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს ა და პირობებს ; ე) აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო საქმიანობის შეფასების წესს; ვ) ამტკიცებს აკადემიის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ზ) ძირითადი და/ან დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს; თ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნის ა თვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოები ს წარდგინებით. ი) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს . კ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დებულებას; ლ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის აკადემიის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; მ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში; ნ) ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებებს; ო) ირჩევს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს; პ) ამტიცებს აკადემიის ბიუჯეტის შედგენის წესს ; ჟ) განსაზღვრავს აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს ; რ) განსაზღვრავს ფაკულტეტის დეკანის, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელძღვანელის არჩევის წესსა და საარჩევნო პროცედურას; ს) ანიჭებს აკადემიის საპატიო წოდებებს. ტ) ახორციელებს ამ წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 3. სენატის სხდომის მომზადების, წარმართვისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ მუხლითა და სენატის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს სენატი. 4. სენატის სხდომა მოიწვევა რექტორის ან სენატის წევრების არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით. 5. სენატის სხდომების მომზადებასა და სხვა ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს სენატის სამდივნო, რომლის ფუნქციები განისაზღვრება სენატის რეგლამენტით. 6. სენატის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 7. სენატის სხდომებს თავმჯდომარეობს რექტორი ან მისივე დავალებით სენატის ერთ-ერთი წევრი. რექტორის არყოფნის შემთხვევაში კი სენატის წევრთაგან არჩეული სხდომის თავმჯდომარე. 8. სენატის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სხდომა ზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა. ხმების გაყოფისას გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 9. სენატის სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი სენატის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. მუხლი 9🔗. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. აკადემიის საგანმანათლებლო მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით მოქმედებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც: ა) სისტემატურად აფასებს აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებს; ბ) უზრუნველყოფს აკადემიაში სწავლების ხარისხს სწავლის, სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობით; გ) კოორდინაციას და მუდმივ მონიტორინგს უწევს აკადემიის ავტორიზაციასა და საგანამანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; დ) მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად; ე) განსაზღვრავს ხარისხის კონტროლის კრიტერიუმებსა და მათი გამოყენების მეთოდიკას, რომლითაც ხელმძღვანელობს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური; ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. აკადმიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას ამტკიცებს სენატი. 3. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია სენატის წინაშე. 4. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ირჩევს სენატი მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 5. აკადემიის საგანმანათლებლო მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე აკადემიის სტუდენტები. შეფასების შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. მუხლი 10🔗. აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები 1 . ფაკულტეტები ახორციელებენ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს. 2 . ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, რომელსაც შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სენატი . 3 . ფაკულტეტზე სტუდენტების მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის წესი რეგულირდება ფაკულტეტის დებულებით. მუხლი 11🔗. ფაკულტეტის საბჭო 1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრთან ერთად შედიან სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები. 3. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები აირჩევიან მათი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით. 4. ფაკულტეტის საბჭო იკრიბება აკადემიური პერსონალის არჩევიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 5. ფაკულტეტის საბჭო ცნობს თავის უფლებამოსილებას საბჭოს პირველი შეკრებისთანავე. 6. ფაკულტეტის საბჭო: ა) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს; ბ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიის სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს; დ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ე) ირჩევს ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას; 7. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც. 8. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი. მისი არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სხდომებს დეკანის დავალებით თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 9. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. მუხლი 12🔗. ფაკულტეტის დეკანი ფაკულტეტის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტურად წარმართვას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია სენატისა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე; ი) რექტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს ფაკულტეტის საქმისწარმოების წესს; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 13🔗. ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (მოადგილეები) 1. ფაკულტეტის დეკანს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომლებსაც) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი. შესაბამის კანდიდატურა(ებ)ს რექტორს წარუდგენს დეკანი. 2. დეკანის მოადგილეების რაოდენობა, მათი ფუნქციები და კომპეტენცია განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით. 3. დეკანის მოადგილე ხელმძღვანელობს ფაკულტეტის საქმიანობის გარკვეულ მიმართულებებს, დეკანის დავალებით ასრულებს დეკანის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს დეკანის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 14🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. ფაკულტეტზე საგანმანათლებლო საქმიანობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური: ა) აკადემიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით ადგენს ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროცესის შეფასების გამჭვირვალე კრიტერიუმებს; ბ) ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე ახდენს საგანმანათლებლო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას; გ) საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავებს წინადადებებს საგანმანათლებლო პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით ; დ) უზრუნველყოფს ფაკულტეტის თვითშეფასებას ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისთვის; ე) რეგულარულად წარუდგენს თავისი მუშაობის შედეგებს ფაკულტეტის საბჭოს. მუხლი 15🔗. აკადემიის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები 1. აკადემიის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულებისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა რეგულირდება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სენატი. 2. აკადემიის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულებისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი. თავი III. არჩევნები მუხლი 16🔗. აკადემიის საარჩევნო კომისია 1. აკადემიაში არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება აკადემიის საარჩევნო კომისია (შემდგომში – საარჩევნო კომისია). 2. საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი და შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან. საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ინდი­ ვი­ დუა­ ­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს რექტორი. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ აკადემიის თანამშრომლები და სტუდენტური თვითმმართვე­ლობის წარმომადგენე ლი. 4. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე კომისიის წევრთა შემადგენლობიდან დამსწრე წევრთა ხმათა უმრავ­ლე­სობით, ფარული კენჭისყრით. საარჩევნო კომისიის თავმჯ­დომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 5. საარჩევნო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის წევრი კომისიის პირველივე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის სხდომის ოქმებს, არეგისტრირებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას, არჩევნებში მონაწი­ლეობის მსურველ კანდიდატებს და აძლევს მათ შესაბამის მოწ­მო­ბებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხვა წევრები შეიძლება თავიანთი ფუნქციების შესრულებისათვის აკადემიის ბიუჯე­ტიდან იღებდნენ ანაზღაურებას, რომლის ოდენობასა და ფორმას გან­საზ­ღვრავს რექტორი. მუხლი 17🔗. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. ასარჩევ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი არ შეიძლება იყოს საარჩევნო კომისიის წევრი. 2. ადმინისტრაციული თანამდებობის პირი არ შეიძლება იყოს საარჩევნო კომისიის წევრი. მუხლი 18🔗 . აკადემიის არჩევითი თანამდებობები და საარჩევნო პროცედურა 1. აკადემიაში არჩევით თანამდებობებს განეკუთვნება: ფაკულტეტის დეკანი, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელძღვანელი. 2. ფაკულტეტის დეკანის, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელძღვანელის არჩევის წესი და საარჩევნო პროცედურა განისაზღვრება სენატის მიერ განსაზღვრული წესით. თავი IV. აკადემიის პერსონალი მუხლი 19🔗. პერსონალი 1. აკადემიაში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები. 2. აკადემიის პერსონალის კვალიფიკაცია, რომელიც ასწავლის სპეციალურ საზღვაო დისციპლინებს, უნდა აკმაყოფილებდეს „მეზღვაურის განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. მუხლი 20🔗. აკადემიის აკადემიური პერსონალი 1. აკადემიის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან. 2. პროფესორების შემადგენლობას განეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესს. 4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას და საათობრივი დატვირთვის განაწილების წესს განსაზღვრავს და ამტკიცებს აკადემიის სენატი. მუხლი 21🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში. 3. კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს აკადემიის სენატი. მუხლი 22🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს აკადემიის სენატმა. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების უფლება ასევე აქვს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირს, რომლის კომპეტენცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. მუხლი 23🔗. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები 1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 2. აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკადემიის სენატი სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. მუხლი 24🔗. აკადემიური პერსონალის უფლებები 1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მართვაში; ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას აკადემიის წესდების მოთხოვნები; ბ) დაიცვას შინაგანაწესი; გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.  3. აკადემია უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლების თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს. მუხლი 25🔗. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; დ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) კანონმდებლობით განსაზღრული სხვა შემთხვევები. 2. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას გამოსცემს აკადემიის რექტორი. მუხლი 26🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. ადმინისტრაციულ თანამდებობებს განეკუთვნება რექტორი, რექტორის მოადგილე (ები), აკადემიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები. 2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 3. მასწავლებელთა პერსონალს განეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო და პრაქტიკულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. 5. დამხმარე პერსონალს განეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული აკადემიის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა პირები. 6. აკადემია უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მუხლი 27🔗. მასწავლებელთა მოწვევა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული უფლებამოსილია სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის რექტორს წარუდგინოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის კანდიდატურა, რომლის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რექტორი. მუხლი 28🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძველია: ა) პირადი განცხადება; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) აკადემიის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა; ვ) ორზე მეტი დისციპლინური გადაცდომა; ზ) აკადემიის შინაგანაწესით ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით. მუხლი 29🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა აკადემიაში 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა. 2. აკადემიის აკადემიური პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა დამატებით განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს სენატი. 3. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება სენატის გადაწყვეტილებით. თავი V. სტუდენტი მუხლი 30🔗. სტუდენტის უფლებები 1. სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო და კვლევით პროექტებში; გ) ამ წესდებითა და აკადემიის შინაგანაწესითა დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია აკადემიის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და სამეწარმეო საქმიანობის შესახებ; ე) აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და აკადემიის მართვის/წარმომადგენლობით ორგანოებში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესდების შესაბამისად; ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიის წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსება ამ პროგრამაზე; ი) სახელმწიფოსგან, აკადემიისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; კ) აირჩიოს საგანმანათლებლო, სასწავლო და საწვრთნელი პროგრამა; ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო/საწვრთნელი/სასწავლო პროგრამის შემუშავებაში; მ) პერიოდულად მონაწილეობა მიიღოს აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების პროცესში; ნ) იმყოფებოდეს სწავლების ინდივიდუალურ პროგრამაზე; ო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებმა სრულფასოვანი განათლების მისაღებად ისარგებლონ სხვადასხვა სახის შეღავათით; პ) განახორციელოს ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. დოქტორანტი შეიძლება არჩეულ იქნეს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. მართვის ორგანოების არჩევნებში იგი მონაწილეობს როგორც სტუდენტი. 3. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ, რომელიც აკადემიური პერსონალისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება. 4. ადმინისტრაციის მხრიდან დაუშვებელია საკუთარი უფლებამოსილების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ისეთი გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. 5. სტუდენტთა ქცევის, მის მიმართ დისციპლინური წარმოების წესები განსაზღვრულია აკადემიის ეთიკის კოდექსში. 6. სტუდენტი უფლებამოსილია ზემდგომ ორგანოში და შემდგომ სასამართლოში გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. 7. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას, სტუდენტთა მობილობისა და სტატუსის შეწყვეტის დებულების, ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევის და სხვა დებულებების საფუძველზე. მუხლი 31🔗. სტუდენტის ვალდებულებები 1. სტუდენტი ვალდებულია: ა) ისწავლოს აკადემიის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლაც სავალდებულოა; ბ) დაიცვას აკადემიის წესდება, შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; გ) გაუფრთხილდეს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. 2. აკადემიის სტუდენტის უფლება-მოვალეობების, ცოდნის შეფასების სისტემისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა სხვა საკითხი რეგულირდება ფაკულტეტის დებულებებით და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 32🔗. სტუდენტური თვითმმართველობა 1. აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არჩეულ აკადემიის სტუდენტთა წარმომადგენლობით ორგანოს. 2. აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს ფაკულტეტებიდან არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთიანობას, რომელიც საქმიანობას წარმართავს მის მიერ შემუშავებული დებულებისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება მისი დებულებით. 4. აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა მისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას აკადემიის მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) ხელს უწყობს სტუდენტთა თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას; ე) შეიმუშავებს წინადადებებს ფაკულტეტების ან აკადემიის მართვის სისტემების და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელსაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს და სენატს; ვ) საჭიროებისამებრ უფლებამოსილია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია აკადემიის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და სამეწარმეო საქმიანობის შესახებ; ზ) ნიშნავს წევრებს აკადემიის და ფაკულტეტის თვითმმართველობის საარჩევნო კომისიებში; თ) ნიშნავს აკადემიის მუდმივი და დროებითი კომისიების წევრებს ი) იღებს დაფინანსებას აკადემიის ბიუჯეტიდან სენატის მიერ აკადემიის ბიუჯეტის შედგენის წესის შესაბამისად; კ) კოორდინირებულად მუშაობს აკადემიაში არსებულ სტუდენტურ ორგანიზაციებთან, კლუბებთან, სენატის წევრ სტუდენტებთან; ლ) თანამშრომლობს სენატთან; მ) უფლებამოსილია ადმინისტრაციას წარუდგინოს წინადადებები სტიპენდიის დანიშვნის და შეღავათების გაწევის შესახებ; ნ) განახორციელებს თვითმმართველობის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. აკადემიის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. თავი VI. აკადემიის ქონება, საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა მუხლი 33🔗. აკადემიის ქონება აკადემიის ქონება შედგება სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გადაცემული ქონებისგან და აკადემიის სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც აკადემიის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 34🔗. აკადემიის ბიუჯეტი 1. აკადემიის ბიუჯეტი შედგება შემოსავლებისა და ხარჯებისაგან. 2. აკადემიის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) სწავლის საფასური, მათ შორის სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სამაგისტრო გრანტი. ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; გ) მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის,პროფესიული მომზადების ცენტრისა და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული სწავლების ცენტრის შემოსავლები; დ) გრანტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. აკადემიის ბიუჯეტის განაწილება ხდება სენატის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შედგენის წესის შესაბამისად. მუხლი 35🔗. ბიუჯეტის შემუშავებისა და დამტკიცების წესი 1. აკადემიის ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს აკადემიის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი და რექტორის პირველი მოადგილის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს სენატი. 2. სენატი განიხილავს წარდგენილი ბიუჯეტის პროექტს. და თუ არ ეთანხმება უბრუნებს მას რექტორის პირველ მოადგილეს შენიშვნებით. რექტორის პირველ მოადგილეს შეაქვს შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში და წარუდგენს სენატს ახალი რედაქციით. 4. რექტორის პირველ მოადგილეს უფლება აქვს ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი წინადადებებითა და არგუმენტირებული დასაბუთებებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს სენატს. 5. ბიუჯეტის პროექტი სენატს დასამტკიცებლად წარედგინება დეკემბრის თვეში. 6. რექტორს უფლება აქვს სენატის გადაწყვეტილების გარეშე მოახდინოს აკადემიის ბიუჯეტში ცვლილების შეტანა მხოლოდ მთლიანი საბიუჯეტო თანხის 10 %-ის ფარგლებში. თავი VII. სახელმწიფო კონტროლი მუხლი 36🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. აკადემია ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. აკადემიის სახელმწიფო კონტროლს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ა) პასუხისმგებელია აკადემიის მიერ საზღვაო უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; ბ) უფლებამოსილია განახორციელოს აკადემიის პროგრამული დაფინანსება; გ) მონაწილეობს აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში; 4. სააგენტოს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკადემიას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება, იჯარით გაცემა და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები აკადემიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.  5. აკადემიას უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასხვისოს ან გადასცეს სარგებლობის უფლებით. 6. აკადემიის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 7. სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აკადემიის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 8. აკადემია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სააგენტოს. 9. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიურ ბალანსს ამოწმებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი VIII. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუხლი 37🔗. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. აკადემიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული წესით. 2. აკადემიის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით. თავი IX. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მუხლი 38🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 1. ამ წესდების ცვლილების პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის რექტორი. 2. წესდების ცვლილების პროექტის განხილვაში მონაწილეობს აკადემიის სენატი. 3. წესდებაში ცვლილების ინიი ცირების უფლება აქვს აკადემიის სენატს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რექტორს და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს.