„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№248
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016921
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

  საქართველოს მთავრობის

დადგენილება №24 8

2012 წლის 10 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართვე­ ლოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ ლოს მთავ­ რობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებ აში (სსმ , 2004 წ., მუხ ლი 462) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.კ“ – „ჰ.პ“ ქვეპუნქტები:

„ჰ.კ) კომპეტენციის ფარგლებში, სტრატეგიულ პარტნიორებთან მნიშვნე­ლოვანი სავაჭრო შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და მო­ლა­პარა­კე­ბებში მონაწილეობა;

ჰ.ლ) ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრო­ბის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების წარმართვა და სამ­თავრობო უწყება­თა შორის კოორდინაცია ;

ჰ.მ) კომპეტენციის ფარგლებში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზა­ციაში გა­ფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების იმპლემენ­ტა­ციის მო­ნიტორინგი;

ჰ.ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავი­სუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცესის კოორ­დინაცია;

ჰ.ო) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება ევრო­კავ­შირ­თან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში, ასოცირების ხელშეკრუ­ლე­ბის ფარგ­ლებში;

ჰ.პ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება სექტო­რუ­ლი რე­ფორ­მების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში .“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჰყავს პირველი მოად­გილე და რვა მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზი­დენტ­თან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინის­ტრი.“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„პ) საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახური;

ჟ) სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსა­ხუ­­რი .“.

4. 43‑ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44-ე და 45-ე მუხ­ლე­ბი:

     „მუხლი 44. საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახური

საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის ძირითადი ფუნ­ქ­ციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სტრატეგიულ პარტნიორებთან მნიშვ­ნე­ლო­ვანი სავაჭრო შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და მო­ლა­პა­რაკე­ბებში მონაწილეობა;

ბ) ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებათა წარმართვა და კოორდინაცია სამთავრობო უწყებათა შორის. აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშ­ნულ პროცესში შესაბამისი ნორ­მატიული აქტების პროექტების შემუშა­ვება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზა­ციაში გა­ფორ­მებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების იმპლე­მენტაციის მონიტორინგი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება საერთა­შორისო ორ­­განიზაციებთან, მათ შორის, უცხო ქვეყნების დონორ ორგანიზაცი­ებსა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმარ­თვისა და მო­ლაპარაკების წარმოების პროცესში;

ე) ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგ­ლებ­ში არსებულ ღონისძიებათა კოორდინაცია და კომპაქტის იმპლემენტაციის მო­ნი­ტორინგი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება საგარეო ეკო­ნო­მი­კურ ურთიერთობებში და საინფორმაციო-ანალიტიკური ინფორმა­ციის მომ­ზა­­დება საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკით­ხე­ბის შესახებ;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავი­სუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცესის კოორ­დინა­ცია.

    მუხლი 45. სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინა­ციის სამსახური

სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახუ­რის ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგ­ლებ­ში, მონაწილეობის მიღება სექტო­რული რე­ფორ­მებისა და შესაბამისი ნორ­მატიული აქტების პროექტების შემუ­შავებაში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება ევროკავ­შირ­თან მო­­­ლაპარაკებების წარმოების პროცესში, ასოცირების ხელშეკრუ­ლე­ბის ფარგ­ლებ­ში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სხდო­მასა და შესაბამის დარგობრივ კომისიებზე განსახილველი საკითხების ანა­ლი­ზი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, იმ საჯარო სამართლის იურიდი­ულ პი­რებ­თან ურთიერთობის წარმართვა, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში არიან და­მოუკიდებელნი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავი­სუ­ფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკების პროცესში მონაწი­ლე­ობის მიღება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი უწყებების მიერ მომზადე­ბუ­ლი სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა და ანალიზი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი კომისიების (მათ შორის, სამ­მხ­რივი სოციალური პარტნიორობის კომისია) მუშაობაში მონაწილეობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო რეიტინგებში საქართვე­ლოს პოზიციების ანალიზი და სათანადო რეფორმების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ეკონომიკური დაიჯესტისა და პრესრელიზების მომზადება და გავრცელება;

კ) მონაწილეობის მიღება ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციე­ლების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შემუშავებული შესაბამისი ნორმატიული აქტე­ბის პროექტების განხილვა და არსებული კანონმდებლობის ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირების ზემოქმედების შეფასების მიზნით სამართლებრივი აქტების ანალიზთან დაკავშირებულ პროცესში მო­ნა­­წი­ლეობის მიღება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს2012 წლის 11 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი                       ი. მერაბიშვილი