„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №238
2012 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ, III ნაწილი, 04.11.2008, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. დავების განხილვის სამსახურის, საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის, სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის, სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები და ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში
1. დავების განხილვის სამსახურის, საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის, სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს, აგრეთვე იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (კონსულტანტი, თანაშემწე და სხვა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დავების განხილვის სამსახურის, საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის, სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის, სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის უფროსის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.
3. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე და ასრულებენ მათ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. დავების განხილვის სამსახურის, საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის, სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის და სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის, სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის უფროსის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის, სტრუქტურული ერთეულის უფროსის და/ან კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის და/ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.
2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:
„პ) საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახური;
ჟ) სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახური.“.
3. დაემატოს შემდეგი შინაარსის XVIII და XIX თავები და 62-ე-65-ე მუხლები:
„თავიXVIII. საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახური
მუხლი 62. საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსთან ერთად ახორციელებენ საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის საჯარო მოსამსახურეები.
მუხლი 63. საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახური
საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, სტრატეგიულ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
ბ) ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმართვა და კოორდინაცია სამთავრობო უწყებათა შორის. აგრეთვე, აღნიშნულ პროცესში შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების იმპლემენტაციის მონიტორინგი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, უცხო ქვეყნების დონორ ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმართვის და მოლაპარაკების წარმოების პროცესში;
ე) ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში არსებული ღონისძიებების კოორდინაცია და კომპაქტის იმპლემენტაციის მონიტორინგი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში და საინფორმაციო-ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცესის კოორდინაცია.
თავი XIX. სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახური
მუხლი 64. სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის უფროსთან ერთად ახორციელებენ სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის საჯარო მოსამსახურეები.
მუხლი 65. სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახური
სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მონაწილეობის მიღება სექტორული რეფორმების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სხდომაზე და შესაბამის დარგობრივ კომისიებზე განსახილველი საკითხების ანალიზი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის წარმართვა, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში არიან დამოუკიდებელნი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებული სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა და ანალიზი;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი კომისიების (მათ შორის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია) მუშაობაში მონაწილეობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების ანალიზი და სათანადო რეფორმების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ეკონომიკური დაიჯესტის და პრეს-რელიზების მომზადება და გავრცელება;
კ) მონაწილეობის მიღება ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შემუშავებული შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და არსებული კანონმდებლობის ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირების ზემოქმედების შეფასების მიზნით სამართლებრივი აქტების ანალიზთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობის მიღება“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 11 ივლისიდან.
მინისტრი დ. გვინდაძე