# პაციენტის უფლებების შესახებ

- ტიპი: საქართველოს კანონი
- მიმღები ორგანო: საქართველოს პარლამენტი
- დოკუმენტის ნომერი: №283
- მიღების თარიღი: 05.05.2000
- კონსოლიდირებული რედაქცია: 26.06.2025
- სარეგისტრაციო კოდი: 010.100.000.05.001.000.765
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/16978
- წყარო: https://legali.ge/law/16978/

> ეს არის 26.06.2025 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინებს (თუ არ არის განსაკუთრებული მითითება) აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

ა) გენომი – ქრომოსომების ერთობლიობა, რომელიც შეიცავს მემკვიდრეობით ფაქტორებს (გენებს);

ბ) ინფორმირებული თანხმობა – პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების შემთხვევაში − პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე მას შემდეგ, რაც მას მიეწოდა ინფორმაცია:

ბ.ა) სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ;

ბ.ბ) სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

ბ.გ) სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული, პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკის შესახებ;

ბ.დ) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკის და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;

ბ.ე) სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

ბ.ვ) ამ მუხლის „ბ.ა“–ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული ფინანსური და სოციალური საკითხების შესახებ;

გ) პალიატიური მკურნალობა – სამედიცინო მომსახურება, რომლითაც რადიკალურად არ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა, არ იცვლება არაკეთილსაიმედო პროგნოზი და რომლის მიზანია პაციენტის მდგომარეობის დროებითი შემსუბუქება;

დ) პაციენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით;

ე) პაციენტის ნათესავი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რიგითობის მიხედვით აქვს უპირატესი უფლება მონაწილეობა მიიღოს პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების აღმოჩენასთან ან მის სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;

ვ) პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი – პაციენტის მეურვე ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი;

ზ) სამედიცინო მომსახურების გამწევი – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო მომსახურებას;

თ) სამედიცინო მომსახურება – დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩატარებული ნებისმიერი მანიპულაცია და პროცედურა;

ი) სამედიცინო ჩანაწერები – სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ ქაღალდზე, აგრეთვე ინფორმაციის სხვადასხვა მატარებლებზე, მათ შორის, კომპიუტერში დაფიქსირებული ინფორმაცია პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით;

კ) ტერმინალური მდგომარეობა – უკურნებელი დაავადების სიკვდილისწინა სტადია.

ლ)
პალიატიური მზრუნველობა − მულტიდისციპლინური მიდგომით მომსახურება, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური და ფსიქოსოციალური საჭიროებების ადრეული გამოვლენის, სწორი შეფასებისა და მკურნალობის, ფსიქოსოციალური და სულიერი თანადგომის, ტანჯვის პრევენციისა და შემსუბუქების გზით აუმჯობესებს ქრონიკული დაავადების ან/და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს;

მ) ჰოსპისური მზრუნველობა − პალიატიური მზრუნველობის ნაწილი, განკუთვნილი ინკურაბელური პაციენტებისთვის, რომელთა სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა შეზღუდულია. ჰოსპისურ მზრუნველობას ახორციელებს პალიატიური მზრუნველობის სპეციალიზებული გუნდი. საჭიროებისამებრ, იგი ხორციელდება როგორც ჰოსპისში, ისე ბინაზე, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში ან მულტიპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში. ჰოსპისური მზრუნველობის დროს დაავადების განკურნებაზე ორიენტირებული სამედიცინო ჩარევები აღარ გამოიყენება და ხორციელდება მხოლოდ დაავადების სიმპტომთა მართვისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული სამედიცინო ჩარევები. ბავშვთა მიმართ ჰოსპისური მზრუნველობის დროს შესაძლებელია სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა არ შეიზღუდოს და პარალელურად განხორციელდეს ძირითადი დაავადების მკურნალობაზე ორიენტირებული ჩარევები.

საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4722-სსმI,  №18, 22.05.2007წ., მუხ152

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3379 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

საქართველოს 2019 წლის 19 თებერვლის კანონი №4278 – ვებგვერდი, 25.02.2019წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №860 – ვებგვერდი, 03.07.2025

[https://legali.ge/law/16978/muxli-4/](https://legali.ge/law/16978/muxli-4/)

---

## მუხლი 6. 1. პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშო

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

2. ამა თუ იმ დაავადებასთან დაკავშირებით პაციენტის უფლებების შეზღუდვის პირობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობ

[https://legali.ge/law/16978/muxli-6/](https://legali.ge/law/16978/muxli-6/)

---

## მუხლი 9. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმყოფება სხვა სახელმწიფოში, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში, ჯანმრთელობის დაცვის უფლება გარანტირებული აქვთ

_თავი I — ზოგადი დებულებანი_



[https://legali.ge/law/16978/muxli-9/](https://legali.ge/law/16978/muxli-9/)

---

## მუხლი 10. პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს:

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

ა) კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია:

ა.ა) პაციენტის უფლებების დარღვევით;

ა.ბ) მცდარი სამედიცინო ქმედებით;

ა.გ) სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების სხვა ხარვეზებით;

ა.დ) სახელმწიფოს მიერ არასწორად განხორციელებული ზედამხედველობითა და რეგულირებით;

ბ) სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება;

გ) სახელმწიფო სამედიცინო და სანიტარიული სტანდარტების შეცვლა.

თავი II. მკურნალობისა და მოვლის უფლე

[https://legali.ge/law/16978/muxli-10/](https://legali.ge/law/16978/muxli-10/)

---

## მუხლი 12. 1. სახელმწიფო იცავს პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, შესაძლებლობის შეზღუდვა ან ჯანმრთელობის მდგომარეობი

_თავი II — მკურნალობისა და მოვლის უფლება_

2. თუ პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, შესაძლებლობის შეზღუდვა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო სამედიცინო მომსახურების გამწევს არ შეუძლია განახორციელოს ასეთი სამედიცინო მომსახურება, იგი ვალდებულია პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება პაციენტმა მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №860 – ვებგვერდი, 03.07.2025

[https://legali.ge/law/16978/muxli-12/](https://legali.ge/law/16978/muxli-12/)

---

## მუხლი 13. 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით

_თავი II — მკურნალობისა და მოვლის უფლება_

2. იშვიათი დაავადებების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3066 - ვებგვერდი, 11.07.2018

[https://legali.ge/law/16978/muxli-13/](https://legali.ge/law/16978/muxli-13/)

---

## მუხლი 16. 1. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებს მ

_თავი III — ინფორმაციის მიღების უფლება_

2. სახელმწიფო ვალდებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან ინდივიდუალურად, მოთხოვნისამებრ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდოს მოქალაქეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცი

[https://legali.ge/law/16978/muxli-16/](https://legali.ge/law/16978/muxli-16/)

---

## მუხლი 17. 1. პაციენტს, ხოლო მისი თანხმობის ან მცირეწლოვანების შემთხვევაში − პაციენტის ნათესავს და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ:

_თავი III — ინფორმაციის მიღების უფლება_

ა) გაეცნონ სამედიცინო ჩანაწერებს და მოითხოვონ პაციენტის შესახებ არსებულ ინფორმაციაში შესწორების შეტანა; სამედიცინო ჩანაწერებში ინახება როგორც შესწორებამდე არსებული, ისე პაციენტის, მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ახალი ინფორმაცია;

ბ) მოითხოვონ სამედიცინო ჩანაწერების ნებისმიერი ნაწილის ასლი.

2. სამედიცინო ჩანაწერების გაცნობის, აგრეთვე მათი ასლის მიღების შესახებ მოთხოვნა წერილობით წარედგინება სამედიცინო დაწესებულებას.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3379 - ვებგვერდი, 31.03.2015

[https://legali.ge/law/16978/muxli-17/](https://legali.ge/law/16978/muxli-17/)

---

## მუხლი 18. 1. პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია:

_თავი III — ინფორმაციის მიღების უფლება_

ა) სამედიცინო მომსახურების არსებული რესურსებისა და მათი მიღების სახეების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმების შესახებ;

ბ) საქართველოს კანონმდებლობითა და სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული პაციენტის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;

გ) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;

დ) სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ;

ე) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;

ვ) განზრახულ სამედიცინო მომსახურებაზე განცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

ზ) დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ;

თ) სამედიცინო მომსახურების გამწევის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.

2. პაციენტს შეიძლება არ მიეწოდოს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან ამ ინფორმაციის მოცულობა შეიზღუდოს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სრული ინფორმაციის მიღება პაციენტის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. პაციენტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მაშინ, თუ იგი ამას დაჟინებით მოითხოვს.

3. ინფორმაციის მიუწოდებლობის ან მისი მოცულობის შეზღუდვის გადაწყვეტილებას ადასტურებს სამედიცინო ეთიკის კომისია, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის არარსებობისას – სხვა ექიმი. ინფორმაციის მიუწოდებლობაზე ან მისი მოცულობის შეზღუდვაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება ფიქსირდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში.

4. თუ პაციენტი მცირეწლოვანია ან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სამედიცინო მომსახურების გამწევი პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს აწვდის.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3379 - ვებგვერდი, 31.03.2015

[https://legali.ge/law/16978/muxli-18/](https://legali.ge/law/16978/muxli-18/)

---

## მუხლი 21. ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას მანვე უნდა დაასახელოს ის პირი, რომელსაც ეს ინფო

_თავი III — ინფორმაციის მიღების უფლება_

თავი IV. თანხმო

[https://legali.ge/law/16978/muxli-21/](https://legali.ge/law/16978/muxli-21/)

---

## მუხლი 22. 1. სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავის ან კანონიერ

_თავი IV — თანხმობა_

2. წერილობითი ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია შემდეგი სამედიცინო მომსახურების გაწევისას:

ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა;

ბ) აბორტი;

გ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია;

დ) მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია;

ე) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი;

ვ) ექსტრაკორპორული განაყოფიერება;

[
ვ
1
) ადამიანის ორგანოს გადანერგვა, ადამიანის ქსოვილის ან უჯრედის გამოყენება;
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]

ზ) გენეტიკური ტესტირება;

თ) გენური თერაპია;

ი) სხივური თერაპია;

კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია;

კ1) ადამიანის სისხლის ან მისი კომპონენტის ტრანსფუზია;

ლ) ყველა სხვა შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი საჭიროდ თვლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.

3. წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღება აუცილებელია მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3379 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2390 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3614 – ვებგვერდი, 22.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №144 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №122 - ვებგვერდი, 30.12.2024

[https://legali.ge/law/16978/muxli-22/](https://legali.ge/law/16978/muxli-22/)

---

## მუხლი 23. 1. ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო

_თავი IV — თანხმობა_

2. აკრძალულია ქმედუნარიანი და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიანი პაციენტის ნების წინააღმდეგ სამედიცინო მომსახურების განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების

[https://legali.ge/law/16978/muxli-23/](https://legali.ge/law/16978/muxli-23/)

---

## მუხლი 24. 1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმ

_თავი IV — თანხმობა_

ა) განუკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით;

ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ფორმის შესაძლებლობის შეზღუდვას.

2. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ დაასახელოს პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას მიიღებს გადაწყვეტილებას მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის შესახებ.

საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4722 - სსმI,  №18, 22.05.2007წ., მუხ152

საქართველოს 2019 წლის 19 თებერვლის კანონი №4278 – ვებგვერდი, 25.02.2019წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №860 – ვებგვერდი, 03.07.2025

[https://legali.ge/law/16978/muxli-24/](https://legali.ge/law/16978/muxli-24/)

---

## მუხლი 25. 1. თუ მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, სამედიცინო 

_თავი IV — თანხმობა_

2. თუ მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რის გარეშეც გარდაუვალია მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, მაგრამ პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძებნა ვერ ხერხდება, სამედიცინო მომსახურების გამწევი გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.

3. თუ მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რის გარეშეც გარდაუვალია მისი სიკვდილი, მაგრამ პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების გაწევის წინააღმდეგია, სამედიცინო მომსახურების გამწევი გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3379 - ვებგვერდი, 31.03.2015

[https://legali.ge/law/16978/muxli-25/](https://legali.ge/law/16978/muxli-25/)

---

## მუხლი 26. 1. პაციენტის ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია მისი სწავლების ობიექტად გამოყენებისათვის. ინფორმირებული თანხმობა წინ უძღვის პაციენტის სწავლების ობიექტად გამოყენებას

_თავი IV — თანხმობა_

2. მხარდაჭერის მიმღები და მცირეწლოვანი პაციენტების სწავლების ობიექტად გამოყენების საკითხები რეგულირდება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. პაციენტის თანხმობა არ არის აუცილებელი იმ შემთხვევებში, თუ სასწავლო მიზნით გამოიყენება:

ა) პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია, რომელიც არ იძლევა პაციენტის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას;

ბ) მკურნალობისა და დიაგნოსტიკის პროცესში მიღებული მასალა (შარდი, სისხლი, სხვა ქსოვილები), რომლითაც უზრუნველყოფილია პაციენტის ანონიმურობა.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3379 - ვებგვერდი, 31.03.2015

[https://legali.ge/law/16978/muxli-26/](https://legali.ge/law/16978/muxli-26/)

---

## მუხლი 261. ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტისთვის ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შეთავაზებასთან და მის თანხმობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს

_თავი IV — თანხმობა_

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4634
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.

თავი V. პირადი ცხოვრების კონფიდენციალობა და ხელშეუხებლო

[https://legali.ge/law/16978/muxli-261/](https://legali.ge/law/16978/muxli-261/)

---

## მუხლი 28. 1. სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია, თუ:

_თავი V — პირადი ცხოვრების კონფიდენციალობა და ხელშეუხებლობა_

ა) მიღებულია პაციენტის თანხმობა;

ბ) ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა საფრთხეს უქმნის მესამე პირის (რომლის ვინაობაც ცნობილია) სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

გ) სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით პაციენტის შესახებ ინფორმაციის გამოყენებისას მონაცემები ისეა წარმოდგენილი, რომ შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია;

გ
1) ინფორმაცია ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. ეს ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად;

დ) ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

2. სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ სამედიცინო მომსახურებაში მონაწილე სხვა პირებისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაზე პაციენტის თანხმობა ნაგულისხმევად შეიძლება ჩაითვალოს.

საქართველოს 2014
წლის
17
ოქტომბრის კანონი №2691 - ვებგვერდი, 31.10
.2014
წ.

საქართველოს 2017 წლის
4 მაისის

კანონი
№775
- ვებგვერდი, 25.05.2017

[https://legali.ge/law/16978/muxli-28/](https://legali.ge/law/16978/muxli-28/)

---

## მუხლი 29. პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში სამედიცინო მომსახურების გამწევის ჩარევა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

_თავი V — პირადი ცხოვრების კონფიდენციალობა და ხელშეუხებლობა_

ა) ჩარევა აუცილებელია პაციენტის დაავადების დიაგნოსტიკის, მისი მკურნალობისა და მოვლისათვის. ამ შემთხვევებში პაციენტის თანხმობა აუცილებელი პირობაა;

ბ) საფრთხე ექმნება პაციენტის ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს;

გ) პაციენტის ან/და მისი ოჯახის წევრის მიმართ ხორციელდება ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება, თუკი ჩარევა აუცილებელია პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

საქართველოს 2014
წლის
17
ოქტომბრის კანონი №2691 - ვებგვერდი, 31.10
.2014
წ.

საქართველოს 2017 წლის
4 მაისის

კანონი
№775
- ვებგვერდი, 25.05.2017

[https://legali.ge/law/16978/muxli-29/](https://legali.ge/law/16978/muxli-29/)

---

## მუხლი 34. აკრძალულია სქესის შერჩევის მიზნით ხელოვნური ჩასახვის მეთოდების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აუცილებელია სქესთან შეჭიდული მემკვიდრეობითი დაავადების თავიდან აცილება

_თავი VI — უფლებები გენეტიკური კონსულტაციისა და გენური თერაპიის სფეროში_

თავი VII. ორსულისა და მეძუძური დედის უფლებები

მ
უხლი 35

ორსულს და მეძუძურ დედას უფლება აქვთ სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღონ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია ორსულობის, მშობიარობის ან ლოგინობის პერიოდში დაგეგმილი ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში ნაყოფზე ან ახალშობილზე შესაძლო პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედების შესახე

[https://legali.ge/law/16978/muxli-34/](https://legali.ge/law/16978/muxli-34/)

---

## მუხლი 36. 1. მშობიარეს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის და ნაყოფისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა

_თავი VII — ორსულისა და მეძუძური დედის უფლებები_

2. მშობიარეს არა აქვს უფლება უარი თქვას ისეთ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი ნაყოფის დაბადებას და რომელიც მშობიარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მინიმალური რისკის მატარებელი

[https://legali.ge/law/16978/muxli-36/](https://legali.ge/law/16978/muxli-36/)

---

## მუხლი 40. 1. მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მკურნალი ექიმისაგან მიიღონ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, ამ კანონის მე

_თავი VIII — არასრულწლოვანის უფლებები_

2. მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ მიეწოდება, თუ ინფორმაციის მიწოდების წინააღმდეგია:

ა) არასრულწლოვანი პაციენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუნარიანად ითვლება;

ბ) 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტი, რომელიც სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას და რომელმაც ექიმს მიმართა სქესობრივად გადამდები დაავადების ან ნარკომანიის მკურნალობის, კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაციის მიღების ან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზნით;

გ) 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტი, რომელიც, სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით, სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას და რომელმაც ექიმს მიმართა აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკისას დადებითი შედეგი გამოვლინდა. ამ შემთხვევაში 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს პაციენტის ინფორმირებული თანხმობა ამ ინფორმაციის მიწოდებაზე ან/და პაციენტი უარს აცხადებს შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაზე და პაციენტი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქმედუნარიანად არ ითვლება.

3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმირების წესს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

საქართველოს 2015 წლის 28
მაისის

კანონი
№3609
- ვებგვერდი,
04.06.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3066 - ვებგვერდი, 11.07.2018

[https://legali.ge/law/16978/muxli-40/](https://legali.ge/law/16978/muxli-40/)

---

## მუხლი 41. 1. 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს, რომელიც, სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით, სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლება აქვს, ინფორმირებული თანხმობა განაცხა

_თავი VIII — არასრულწლოვანის უფლებები_

2. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს სამედიცინო მომსახურება გაეწევა მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამასთანავე, სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და გონებრივი განვითარების გათვალისწინებით.

3. 16 წელზე მეტი ასაკის არასრულწლოვან პაციენტს, რომელიც, სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით, სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლება აქვს, ინფორმირებული თანხმობა ან უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე. პაციენტის ამ გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს.

საქართველოს 2015 წლის 28
მაისის

კანონი
№3609
- ვებგვერდი,
04.06.2015

[https://legali.ge/law/16978/muxli-41/](https://legali.ge/law/16978/muxli-41/)

---

## მუხლი 42. 1. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის გამოყენება სწავლების ობიექტად დასაშვებია მხოლოდ მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით. გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პაც

_თავი VIII — არასრულწლოვანის უფლებები_

2. 16 წელზე მეტი ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის გამოყენება სწავლების ობიექტად დასაშვებია მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობით. პაციენტის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელ

[https://legali.ge/law/16978/muxli-42/](https://legali.ge/law/16978/muxli-42/)

---

## მუხლი 43. არასრულწლოვან პაციენტს აქვს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. მიწოდებული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკსა და გონებრივი განვითარების დონეს

_თავი VIII — არასრულწლოვანის უფლებები_

თავი IX. სამხედრო მოსამსახურის, წვევამდელისა და სამხედრო სამსახურში კონტრაქტით დაქირავებულის უფლებე

[https://legali.ge/law/16978/muxli-43/](https://legali.ge/law/16978/muxli-43/)

---

## მუხლი 44. სამხედრო მოსამსახურეს, წვევამდელსა და სამხედრო სამსახურში კონტრაქტით დაქირავებულს ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრისათვის აქვთ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის მოთხოვნისა და ჩატარების უფლება

_თავი IX — სამხედრო მოსამსახურის, წვევამდელისა და სამხედრო სამსახურში კონტრაქტით დაქირავებულის უფლებები_

თავი X. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის უფლებები

საქართველოს  2010 წლის 9 მარტის კანონი №2703-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.45

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3551 - ვებგვერდი, 18.05.2015

[https://legali.ge/law/16978/muxli-44/](https://legali.ge/law/16978/muxli-44/)

---

## მუხლი 45. 1. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის უზრუნველყოფილია სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით

_თავი X — პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის უფლებები_

2. პირს უფლება აქვს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევის, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურების გაწევა.

საქართველოს  2010 წლის 9 მარტის კანონი №2703-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.45

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3551 - ვებგვერდი, 18.05.2015

[https://legali.ge/law/16978/muxli-45/](https://legali.ge/law/16978/muxli-45/)

---

## მუხლი 47. პენიტენციური დაწესებულების დირექტორს შეუძლია ამ დაწესებულებაში მოთავსებულ პირს შეუზღუდოს სამედიცინო მომსახურების გამწევის არჩევის უფლება. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში

_თავი X — პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის უფლებები_

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2703-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.45

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3551 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

საქართველოს 2017 წლის
1

ივნისის

კანონი №956
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.

თავი XI. დასკვნითი დებულე

[https://legali.ge/law/16978/muxli-47/](https://legali.ge/law/16978/muxli-47/)
