„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №566
2012 წლის 12 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებ ით(სსმ III, 2004 წ., №152 , მუხ.1389 ) დამტკიცებულ დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:
„ღ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი;
ყ) საგანგებო დავალებათა დეპარტამენტი.“;
ბ) 21-ე პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროს ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტ რ ოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, გამოძიების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებთან საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში თანამშრომლობა; ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა და სამინისტროს თანამშრომელთა უფლებების დაცვა; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შ ესვლისა და გასვლის ორგანიზება;“;
ბ.ბ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:
„ღ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ამოცანაა სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
ყ) საგანგებო დავ ა ლებათა დეპარტამენტის ამოცანაა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციის შედ ე გად დაზიანებული ან უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; საგანგებო სი ტ უაციებზე რეაგირების ძალების მხარდაჭერა და მათი ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებაში პრაქტიკული დახმარების გაწევა; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და მასობრივი არეულობებისაგან დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების დაცვა; სამინისტროს დანაყოფებისათვის სათანადო დახმარების გაწევა და დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.07.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №566. სარეგისტრაციო კოდი — 140010000.08.002.016550.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.07.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №566, 12.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 140010000.08.002.016550 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1698611/