„გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№168
სარეგისტრაციო კოდი
240120000.35.160.016151
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ს

დადგენილება №168

2012 წლის 13 ივლისი

   ქ . რუსთავი

„გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №32 დადგენილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად , თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

დადგენილების მე -2 მუხლით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესში (გამოქვეყნების წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (ვებგვერდი 06.04.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.160.016136) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:     

1.  პირველ მუხლს დაემატოს მე -6 პუნქტი:  

„6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განსაზღვროს გარე რეკლამის საშუალებების განთავსების ადგილები.“

2. მე -3 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„2.     ინფორმაცია აუქციონის ჩატარების თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ოფიციალურ ვებგვერდზე – rustavi.ge, აგრეთვე შეხედულებისა მებრ სხვა საინფორმაციო საშუალებებში.“. 

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:   

„ვ)     ბეს რაოდენობას, რომელიც არის თითოეულ ლოტზე საწყისი ფასისი 30%-ის ოდენობით, ბიჯის სიდიდეს თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის არანაკლებ 10%-ის ოდენობით და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს 50 ლარის ოდენობით.“.

4.  მე–5 მუხლის მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:  

„7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.“.

5. მე -6 მუხლის მე -9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„9. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.“.

6. მესამე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 

„თავი lll. ოქმის გაფორმების წესი, ნებართვის გამცემი, კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა.“.

7.  მე -7 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„3.     გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა გარე რეკლამის განთავსების საფასურის სრულად გადახდის შემდეგ, დადგენილი სანებართვო მოწმობის ფორმის სახით.“.  

8. მესამე თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

     „მუხლი 71 – ნებართვის გამცემი  

1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას გასცემს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მონაცემების საფუძველზე.“. 

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                     კ . ბარათაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.07.2012.
როდის იქნა მიღებული „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.07.2012. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი რუსთავი. დოკუმენტის ნომერი — №168. სარეგისტრაციო კოდი — 240120000.35.160.016151.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.07.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №168, 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 240120000.35.160.016151 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1699771/