„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №255
2012 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 3 1 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციაზე დანართი №6-ის შევსება ხდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (შემდგომში – „CPV-კოდები“) შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ხელშეკრულების მონაცემების გადმოტვირთვის გზით.“.
2. 3 2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე ინფორმაციის წარსადგენად ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ივსება შემდეგი რეკვიზიტები:
ა) საქონლის/მომსახურების/სამუშაოს დასახელების შესაბამისი სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში განთავსებული შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის CPV-კოდების იერარქიული კატეგორია;
ბ) საქონლის/მომსახურების/სამუშაოს დასახელების შესაბამისი CPV-კოდის კატეგორიის/ ქვეკატეგორიის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია არჩეულ იქნეს უფრო ზედა იერარქიული კატეგორია, რის შესახებაც მიეთითება „შენიშვნის“ ველში;
გ) რაოდენობა (თუ შეუძლებელია საქონლის/მომსახურების/სამუშაოს ფიზიკური ზომის ერთეულის განსაზღვრა, ზომის ერთეულად ეთითება „0“);
დ) ერთეულის ფასი;
ე) თანხა ლარებსა და თეთრებში.
ვ) ჩანაცვლებით შესყიდვის შემთხვევაში მიეთითება „ჩანაცვლება“.“
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 16 ივლისიდან .
დ. გვინდაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.07.2012.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 16.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №255. სარეგისტრაციო კოდი — 200250000.22.033.016398.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.07.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №255, 16.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.016398 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1700257/