„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№259
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016932
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №25 9

2012 წლის 13 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2004წლის10სექტემბრის№77დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის     მე -20მუხლის მე -4პუნქტის შესაბამისად , „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2004წლის10სექტემბრის№77დადგენილებაში (სსმ, 2004წ. , მუხ.849 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების :

1 . მე-4მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის„ძ“ ქვეპუნქტი :

„ძ ) ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი.“.

2 . მე -6მუხლის :

ა ) „ბ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ ) „მ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს .

3 . მე -8მუხლის31პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„31 . მინისტრს ჰყავს ექვსი მოადგილე , მათ შორის,ერთი პირველი , რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით , თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი . მინისტრის მოადგილეს,მინისტრის წარდგინებით , საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ -მინისტრი .“.

4 . მე -9მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ქვეპუნქტი:

„ძ ) ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი–თავისი კომპეტენციის ფარგლებში:ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;ქვეყნის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის განვითარებასთან   დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით უწყებათაშორისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა სხვა შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად;საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის საინვესტიციო და საექსპორტო კლიმატისა და გარემოს გაუმჯობესებისაკენ მიმართული რეკომენდაციების შემუშავება;საინვესტიციო კვლევების მომზადება;საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობებში მონაწილე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად სასწავლო პროგრამებისა და სემინარების შემუშავება და ორგანიზება;განხორციელებული ინვესტიციებისა და საექსპორტო პროექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისა და პირების საინფორმაციო უზრუნველყოფა;საექსპორტო პროდუქციის ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო მასშტაბით;საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან თანამშრომლობა .“.

5 . მე -11მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

     „მუხლი 11. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები, მინისტრის მოადგილის თანაშემწე

მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებსა და თანაშემწეებს , ასევე მინისტრის მოადგილის თანაშემწეს,მინისტრის მოადგილის წარდგინებით . მრჩევლებისა და თანაშემწეების მოვალეობანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით , რომელსაც ამტკიცებს მინისტრი .“.

მუხლი 2 . დადგენილება , გარდა პირველი მუხლის პირველი–მე -4პუნქტებისა , ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

მუხლი 3 . დადგენილების პირველი მუხლის პირველი–მე -4პუნქტები ამოქმედდეს შესაბამისად„საქართველოს2012წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონსა და„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“საქართველოს კანონში სათანადო ცვლილებების, ასევე„საქართველოს სავაჭრო‑სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დღიდან.

პრემიერ -მინისტრი                           ი . მერაბიშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.07.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №259. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.016932.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.07.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №259, 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016932 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1700385/