„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №260
2012 წლის 13 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში (სსმ, 2008 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე -3პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„3.სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება აღმასრულებელი ხელი სუფლების განხორციელება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, რეპატრიანტთა, სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მიგრაციის კონტროლისა და განსახლების სფეროში. სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას.“.
2. მე-2მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ბ) ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, რეპატრიანტთა საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადის რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„დ)დევნილთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა , ასევე დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზება და ხელშეწყობა, სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა;“;
გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ი) დევნილთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა; დევნილთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი პროგრამის შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება;“;
დ) „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ო)დევნილთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, ასევე დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზება და ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
პ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან ერთად ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დასაცავად საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადებაში მონაწილეობა;“.
3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საფინანსო დეპარტამენტი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
დ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტი;
ე) დევნილთა საკითხების დეპარტამენტი;
ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“.
4. მე-7 მუხლში:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) სამინისტროს ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:
ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა;
ბ) სამინისტროს საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია და განვითარება;
გ) არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა;
დ) საერთაშორისო ურთიერთობათა პრინციპებიდან გამომდინარე, სათანადო წინადადებებისა და მექანიზმების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით;
ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ვ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის თაობაზე;
ზ) ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება;
თ) სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება;
ი) სამინისტროში არსებულ ცხელ ხაზზე დევნილებისაგან შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება.“;
დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფია ცხელი ხაზის განყოფილება.“;
ე) მე-6 პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ა) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგანიზება; საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა აღრიცხვა, მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა და სათანადო სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
ბ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებელი პირის საკითხის განხილვა, პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
გ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
დ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმებისა და აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
ე) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ბაზის შექმნა; თავშესაფრის მაძიებლის ანკეტისა და ცნობის ფორმების შემუშავება, ანკეტების წარმოება და თავშესაფრის მაძიებლის ცნობისა და ლტოლვი ლის ან ჰუმანიტარული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების გა ცემის ორგანიზება;
ვ) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციითა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
ზ) თავშესაფრის მაძიებელ პირთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი;
თ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;“;
ვ) მე-8 პუნქტში:
ვ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„დ) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;“;
ვ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ლ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის ორგანიზება და მონაცემთა ბაზის შექმნა; დევნილთა და სხვა პირთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დაცვის მექანიზმების შემუშავება;“;
ვ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:
„პ) სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დევნილთათვის განხორციელებული პროექტების მონიტორინგი.“;
ზ) მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველო;“;
თ) მე-10 პუნქტის „ი“ – „ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ი) მე-11 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს აქვს მრგვალი, 50 მმ დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრში გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს არის წარწერა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი