„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №15 დადგებილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.105.016086
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2012 წლის 10 ივლისი

ზუგდიდი  

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს მე -20 მუხლის შესაბამისად:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №15 დადგენილების(სსმ 14.07.2010 წ .) დანართი №1 -ში შევიდეს ცვლილება და დამატება , კერძოდ:

1. დანართი №1 -ის მე -4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. აპარატის განყოფილებები

  აპარატის განყოფილებებია:

ა) იურიდიულ საკითხთა განყოფილება;

ბ) საფინანსო საკითხთა განყოფილება;

გ) მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება;

დ)სოციალურ საკითხთა განყოფილება;

ე)საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობების განყოფილება;

ვ) საქმისწარმოების განყოფილება.“.

2. დანართი №1 -ის მე -8 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 8. საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო  სექტორთა ურთიერთობის განყოფილება

საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთა ურთიერთობის განყოფილება:

 ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნ დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;

 ბ) ორგანიზაციას უწევს სხოდმებზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას;

გ) ორგანიზებას უწევს თანანმდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღებას;

 დ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

  ე) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას გამგეობასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

  ვ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის , საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

 ზ) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;

  თ) უზრუნველყოფს ჟურნალისტების დასწრებას საკრებულოს ორგანოების სხდომებზე, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას, საზოგადოებასთან ქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

ი) ორგანიზებას უწევს პრესკონფერენციებ ი ს, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას;

კ)ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .

3. დანართი N1 -ის მე -8 მუხლს დაემატოს ,,82“ მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,82 მუხლი. სოციალურ საკითხთა განყოფილება

სოციალურ საკითხთა განყოფილება:

   ა) რეაგირებას ახდენს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით შემოსულ კორესპონდენციაზე;

  ბ) უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღებას ტერიტორიული ერთეულის შესაბამისი სამსახურებისაგან სოციალურ საკითხებზე;                 

  გ) უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას;

  დ)            ახორციელებს სოციალურად დაუცველი კონტინგენტის ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირებას;

  ე) უზრუნველყოფს ინფორ მ აციის მოძიებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ სოციალურ პროგრამებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

  ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .”.

  2. დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება .

   3.  დადგენილება ძლაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე                                 ლ. კონჯარია