საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6605-რს
სარეგისტრაციო კოდი
010190020.04.001.016056
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/07/2012

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანულ ი კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონ შ ი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge ), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17−2 1-ე პუნქტები:

„17.არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი , „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობისათვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის საქართველოს მთელი ტერიტორია) , აგრეთვე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 2 0%-ისათვის; ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის არხის ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლების არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება.

18. მაუწყებლობის ტრანზიტ ზე ავტორიზებულ პირს ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის მე-17 პუნქტში მითითებული მაუწყებლობის ტრანზიტი.

19 . მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის მე-17პუნქტ ით დადგენილი ვალდებულება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან 3 დღის ვადაში. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებით ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისათვის ავტორიზაციის 1 წლის ვადით შეჩერებას.

20. ამ მუხლის მე-19 პუნქტში აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხს განიხილავს და წყვეტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავისი ინიციატივით ან შესაბამისი მაუწყებლის განცხადების საფუძველზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის გამოვლენიდან ან ამ მაუწყებლის შესაბამისი განცხადების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.

21. ამ მუხლის მე-17–მე-20 პუნქტებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები ვრცელდება შესაბამის ზონაში მოქმედ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებზე და მაუწყებლებზე შემდეგ შემთხვევებშიც: არჩევნების მეორე ტურის დანიშვნისას − მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე, ხოლო შუალედური არჩევნების დროს − შესაბამისი ვადით.“.

2. 77-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  პუნქტი:

„51 . საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ამ კანონის 51-ე მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ან გადაწყვეტილების მიუღებლობა შეიძლება გამოცხადებიდან 48 საათში გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს განიხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანიდან 48 საათში გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“.

3. 78-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161   პუნქტი:

„161 . საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ამ კანონის 51-ე მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო საჩივრის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.“.

მუხლი 2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში უზრუნველყოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლების ინფორმირება ამ კანონის საფუძველზე მათ მიმართ წარმოშობილი ვალდებულებების შესახებ, აგრეთვე უზრუნველყოს აღნიშნული პირების ინფორმაციის გამოქვეყნება.

მუხლი 3 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 29 ივნისი.

№6605-რს