„სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 16.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №140/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.016406
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,187 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1) რამდენად ნათლად არის ჩამოყალიბებული პროექტის მიზანი
2) რამდენად ეფექტია ნია პროექტის მიზნის მიღწევის მექანიზმები
3) რამდენად რეალისტურია პროექტში დასახული მიზნის მიღწევა ხელმძღვანელთა კვალიფიკაციის , პრობლემის სირთულის გათვალისწინებით
4) რამდენად გააღრმავებს პროექტის განხორციელება მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევებისადმი ინტერესს
5) რამდენად სრულყოფილია პროექტის მენეჯმენტი ;
6) რამდენად მდგრადი იქნება პროექტის მოსალოდ ნ ელი შედეგები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დებულების დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:18.0pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:18.0pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:18.0pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:18.0pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} span.MsoFootnoteReference {font-family-f:'Times New Roman','serif'; vertical-align:super;} span.MsoCommentReference {font-family-f:'Times New Roman','serif';} span.MsoPageNumber {font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family-f:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} a:link, span.MsoHyperlink {font-family-f:'Times New Roman','serif'; color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} strong {font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:18.0pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:18.0pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif'; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:18.0pt; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:18.0pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} span.FooterChar { font-family-f:'Times New Roman','serif';} span.BalloonTextChar { font-family-f:'Tahoma','sans-serif';} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} span.HeaderChar { font-family-f:'Times New Roman','serif';} span.CommentTextChar { font-family-f:'Times New Roman','serif';} span.CommentSubjectChar { font-family-f:'Times New Roman','serif'; font-weight:bold;} span.FootnoteTextChar { font-family-f:'Times New Roman','serif';} span.BodyTextChar { font-family-f:AcadNusx;} span.BodyText3Char { font-family-f:'Times New Roman','serif';} span.textpcms { font-family-f:'Times New Roman','serif';} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.1pt 48.2pt 56.7pt 48.2pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება № 1 40/ნ 2012 წლის 16 ივლისი ქ. თბილისი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” დებულების დამტკიცების შესახებ „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების პირველი მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დამტკიცდეს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დებულება, ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხ . დეკანოიძე დანართი სახელმწიფო სამეცნიერო  სა გრანტო კონკურსის – „ კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე დებულება აწესრიგებს მეცნიერთა და სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ერთობლივი სამეცნიერო კვლევების  განსახორციელებლად გრანტის გაცემის, კონკურსის გამართვისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესს. 2. სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ (შემდგომში – კონკურსი) მიზანია მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება , განათლების ა და კვლევების დაახლოება ; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით ; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა ; პედაგოგთა მოტივაცი ის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად ;  მეცნიერთა, მათ შორის , ახალგაზრდა მეცნიერთა , ინტერესი ს გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის ;  სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას; დაეხმარება  მოსწავლეს გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გა ზრდის  მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი. 3. კონკურსის ამოცანაა საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიერ ღია და გამჭვირვალე კონკურენტულ გარემოში შეირჩეს და დაფინანსდეს ისეთი პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს მეცნიერის ხელმძღვანელობით სკოლის მოსწავლეთა მიერ კვლევის განხორციელებას.     მუხლი 2🔗. კონკურსის ადმინისტრირება 1. კონკურსს ადმინისტრირებას უწევს ფონდი. 2. ფონდი უზრუნველყოფს: ა)  კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და პროექტების რეგისტრაციის ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, პროექტების რეგისტრაციისათვის ელექტრონული ბაზის   მომზადება ს ა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის  ფორმების  დამტკიცებას; გ) პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების  ადმინისტრირებას; დ)   დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებას; ე) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი შესრულების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად. 3. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით . დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება . 4. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.     მუხლი 3🔗. სუბიექტები 1. კონკურსში პროექტის შემოტანა შეუძლია ლიდერთა ჯგუფს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას-სკოლას/სკოლებს ერთობლივად. 2. პროექტის შემომტანთა შორის საჯარო სკოლასთან ერთად შესაძლებელია იყოს კერძო სკოლაც, რაც შესაძლებლობას აძლევს მას კვლევაში ჩართოს მისი მოსწავლეები. ამასთანავე, პროექტში მონაწილე კერძო სკოლა ვერ იქნება გრანტის მიმღები და ვერ მიიღებს მონაწილეობას როგორც გრანტის თანხების ასევე მის ფარგლებში შეძენილი ქონების განაწილებაში; 3. ლიდერთა ჯგუფი შედგება: მეცნიერ-ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის და, საჭიროების შემთხვევაში, ასისტენტისაგან. 4. გრანტის მიმღები შესაძლებელია იყოს მეცნიერ-ხელმძღვანელი, თანახელმძღვანელი და საჯარო სკოლა/სკოლები ერთობლივად; 5. მეცნიერ - ხელმძღვანელი უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირ ი . 6. თანახელმძღვანელ ი უნდა იყოს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კლასების მოსწავლეებთან მომუშავე მოქმედი მასწავლებელი. 7. პროექტში   შეიძლება მონაწილეობდეს ასისტენტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან პედაგოგიური გამოცდილების მქონე პირი, რომელიც ეხმარება მეცნიერ-ხელმძღვანელს/თანახელმძღვანელს პროექტის განხორციელებაში. 8. მეცნიერ-ხელმძღვანელისა და თანახელმძღვანელის ჩართულობა პროექტში აუცილებელია . ასისტენტის ჩართულობა პროექტში სავალდებულო არაა . 9. მეცნიერ-ხელმძღვანელს და თანახელმძღვანელს კონკურსის ფარგლებში აქვთ მხოლოდ ერთ პროექტში მონაწილეობის უფლება. 10. პროექტის წინამდებარე კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია პროექტის მეცნიერ-ხელმძღვანელი. 11. კვლევის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც საჯარო სკოლის ბაზა (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში), ასევე სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის ბაზა, რაზედაც საჭიროა წინასწარი წერილობითი თანხმობა (თუ იგი არ არის განმცხადებელი) ბაზის მესაკუთრე იურიდიული/ფიზიკური პირის მხრიდან.      მუხლი 4🔗. საკონკურსო პირობები 1. საკონკურსო განაცხადები მიიღება პროექტის სახით . 2. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები უნდა ითვალისწინებდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით კონკრეტული სამეცნიერო საკითხის/პრობლემის კვლევას; კვლევაში ჩართული მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ VIII, IX, X, XI ან/და XII კლასებში. 3. პროექტში დაგეგმილი კვლევის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს . 4. კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ა) მათემატიკა, ინფორმატიკა; ბ) ფიზიკა; გ) ქიმია; დ) სიცოცხლის შემწავლელი მეცნიერებები; ე) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ეკოლოგია. 5. პროექტის განხორციელებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სკოლაში მიმდინარე  სასწავლო პროცესს. 6. პროექტში მიეთითება კვლევაში მონაწილე მოსწავლეთა სავარაუდო კონტინგენტი და რაოდენობა. 7. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს . 8. პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება რჩება პროექტში მონაწილე საჯარო სკოლას , იმ შემთხვევაში თუ პროექტი არ სრულდება საჯარო სკოლის ბაზაზე, პროექტით შეძენილი ქონება გადაეცემა იმ საჯარო  სკოლას, რომლის მოსწავლეებიც იღებდნენ მონაწილეობას პროექტის განხორციელებაში . პროექტში რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობის შემთხვევაში, ქონების განაწილება უნდა განხორციელდეს წინასწარი შეთანხმების გზით.     მუხლი 5🔗. პროექტის ბიუჯეტი 1. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს  როგორც ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, ასევე არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის  შემდეგ მუხლებს: ა) მეცნიერ-ხელმძღვანელისა და თანახელმძღვანელის საგრანტო დაფინანსება – რაც  გულისხმობს  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში , აღნიშნული სუბიექტების საგრანტო დაფინანსებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს , პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 40%-ს. ბ) საქონელი და მომსახურება – „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით გათვალისწინებული ხარჯები. აღნიშნული მუხლი არ უნდა ითვალისწინებდეს   შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების და მივლინების ხარჯებს. გ) არაფინანასური აქტივები – აღნიშნული კატეგორია გულისხმობს, ძირითადი აქტივის შეძენის ხარჯს, რომელთა საექსპლოატაციო ვადა აღემატება ერთ წელს, მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ გამოიყენება მომსახურების პროცესში და ერთეულის ღირებულება შეადგენს 500 ლარს და მეტს და  „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით გათვალისწინებულ არაფინანსური აქტივების კლასიფიკაციის მუხლით განსაზღვრულ ოპერაციების გაწევას. დ ) ზედნადები ხარჯი – პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჯარო სკოლისათვის განკუთვნილი თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს , პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 10 %. პროექტში რამდენიმე საჯარო სკოლის მონაწილეობის შემთხვევაში შესაძლებელია ზედნადები ხარჯის განაწილება წინასწარ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 2. გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, ქირავნობა, იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა გადაერიცხებათ მეცნიერ-ხელმძღვანელს და თანახელმძღვანელს პირად ანგარიშზე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხა საჯარო სკოლას / სკოლებს, წინასწარ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე , გრანტისათვის გახსნილ მიმდინარე/მიზნობრივ ანგარიშზე. 4. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ბაზის გამოყენება უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ.     მუხლი 6🔗. კონკურსის ეტაპები კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების რეგისტრაცია; გ) წინასწარი ტექნიკური ექსპერტიზა – შემოსული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; დ) პროექტების შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ (შეფასების I საფეხური) ; ე) ფონდის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის წინაშე იმ პროექტების მოკლე პრეზენტაციების გამართვა, რომელთაც გადალახეს შეფასების პირველი საფეხური (შეფასების II საფეხური); ვ) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ; ზ) კონკურსში გამარჯვებულებთან (პროექტის მეცნიერ-ხელმძღვანელთან, თანახელმძღვანელთან და საჯარო სკოლასთან/სკოლებთან) ხელშეკრულებების გაფორმება.     მუხლი 7🔗. პროექტების შეფასება 1. საკონკურსოდ წარდგენილ საგრანტო პროექტებს ფონდ­ში უტარდება წინასწარი ტექნიკური  ექსპერტიზა, რომლის დრო­საც მოწმდება საგრანტო პროექტის შესაბამისობა  ფონდის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. 2. კონკურსი ითვალისწინებს შეფასების ორ საფეხურს. 3.  წინასწარი ტექნიკური ექსპერტიზის შემდეგ საგრანტო პრო­ექტები გაივლის შეფასების პირველ საფეხურს. 4.  შეფასების პირველ საფეხურზე საგრანტო პროექტის აქ­ტუალურობასა და სამეცნიერო დონეს, დასახული მიზნების მიღ­წე­ვადობასა და მოსალოდნელი შედეგების ღირე­ბულებას ამ დებულებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ორი დამოუკიდებელი ექსპერტი. თითოეული ექსპერტი საგრანტო პროექტს აფასებს მაქსიმუმ 100 ქულით. საგრანტო პროექტის შეფასება გამოიანგარიშება საშუალო არითმეტიკულის წესით. საგრანტო პროექტი, რომელიც მიიღებს 86 ქულას ან მეტს, გა­დადის შეფასების მეორე საფეხურზე. 5. შეფასების მეორე საფეხურზე გასული კონკურსანტები პროექტების მოკლე პრეზენტაციით წარდგე­ბიან ფონდის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის წინაშე. 6. საკონკურსო კომისია მოისმენს პრეზენტაციებს, იმსჯელებს პროექტების აქტუალურობაზე, კონკურსის მიზნებთან შესაბამისობაზე და კითხვა-პასუხის პროცესში მიღებული დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე გამოავლენს დასაფინანსებელ პროექტებს. 7. ფონდის სამეცნიერო საბჭო ამტკიცებს  გამარჯვებულ საგრანტო პროექტებს.     მუხლი 8🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. დაუშვებელია ექსპერტი, საკონკურსო კომისიის და სამეცნიერო საბჭოს წევრი იყოს  ამავე კ ონკურსის მონაწილე . 2. არ შეიძლება პროექტების დამტკიცების და შეფასების პროცესში მონაწილეობდეს სამეცნიერო საბჭოს ის წევრი ან იყოს ექსპერტი ის პირი ან საკონკურსო კომისიის წევრი: ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია პროექტის მონაწილეებთან ან მონაწილეობდა მათთან  ერთსა და იმავე სამეცნიერო–კვლევით პროექტში ან მუშაობს ერთსა და იმავე  სტრუქტურულ  ერთეულში (ფაკულტეტი, ინსტიტუტი, დეპარტამენტი); ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის  გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში; გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან  ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია; დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილის ნათესავია; პროექტში მონაწილის   წარმომადგენელია; იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; შრომით   ურთიერთობაშია პროექტში მონაწილესთან ; 3.  ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა)  პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ)  მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. სამეცნიერო საბჭოს წევრი და ექსპერტი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს/ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებამდე , ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით .     მუხლი 9🔗. საგრანტო ხელშეკრულება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას გამარჯვებული პროექტის მეცნიერ-ხელმძღვანელთან, თანახელმძღვანელთან და საჯარო სკოლასთან/სკოლებთან.     მუხლი 10🔗. საგრანტო პროექტის შესრულების მონიტორინგი 1. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რაც ითვალისწინებს პროექტის შესრულების ფინანსურ და პროგრამულ კონტროლს. 2. დაფინანსებული პროექტის მეცნიერ-ხელმძღვანელი ვალდებულია ფონდს ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში წარუდგინოს საბოლოო ანგარიში, რომელიც შეიცავს პროექტის შესრულების პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშს და რომლის ფორმებს განსაზღვრავს ფონდი.  3. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბიუჯეტთან. 4. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას. 5. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ  ანგარიშზე დაბრუნებას; გ) გადახარჯვად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის კონკრეტული მუხლ ებ ით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლი თ გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებულ ი რესურს ი ს ; გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს ; 5 . პროექტის შეჩერება ან/და შეწყვ ე ტ ა ხორციელდება  „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისი ს №62/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 6 . საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება გადაეცემა ფონდს საკუთრებაში. 7. საგრანტო პროექტი ჩაითვლება დასრულებულად თუ საგრანტო პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია საბოლოო ანგარიში და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.     მუხლი 11🔗. შეფასების კრიტერიუმები სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „ კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით “ პროექტების შეფასების კრიტერიუმები: კრიტერიუმი სუსტი საშუალო კარგი კომენტარი 1) რამდენად ნათლად არის ჩამოყალიბებული პროექტის მიზანი 0-5 6-8 9-10 2) რამდენად ეფექტია ნია პროექტის მიზნის მიღწევის მექანიზმები 0-7 8-12 13-15 3) რამდენად რეალისტურია პროექტში დასახული მიზნის მიღწევა ხელმძღვანელთა კვალიფიკაციის , პრობლემის სირთულის გათვალისწინებით 0-7 8-12 13-15 4) რამდენად გააღრმავებს პროექტის განხორციელება მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევებისადმი ინტერესს 0-12 13-20 21-25 5) რამდენად სრულყოფილია პროექტის მენეჯმენტი ; 0-7 8-12 13-15 6) რამდენად მდგრადი იქნება პროექტის მოსალოდ ნ ელი შედეგები 1-10 11-16 17-20