განჩინება შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსი“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2012 წ ლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმე თ ა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ ირმა კვესალაძის მდივნობით განიხ ი ლა მოვალე შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის ” (ს/ნ 205174782) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მოვალე შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის“ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით 2012 წლის 13 ივნისს ჩატარდა კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით – გაკოტრების ანგარიშის გაცნობა და ანალიზი. კრებაზე წარმოდგენილნი იყვნენ და კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის“ გაკოტრების მმართველი სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო (მისი წარმომადგენელი ვასილ ხაჭაპურიძე), მოვალე შპს „დიჯიტელ ელექრონიქსის“ დირექტორი და კრედიტორი ვაჟა დარჩიაშვილი, მოცემული საგაკოტრებო წარმოების ერთადერთი უზრუნველყოფილი კრედიტორი – სს „საქართველოს ბანკი“ (მისი წარმომადგენელი დავით რამიშვილი), კრედიტორები – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, შპს „მაგთიკომი“, დავით კაკაურიძე, ერიკ გევორქიანი, ივეტა შიხიკიანი, ვანო წიკლაური, გურამ ჯლანტიაშვილი, ირაკლი ჯაფარიძე, დავით პეტროსიანი, რუსლან ფრეიმერი და ეკატერინე სანიკიძე. კრებას ასევე ესწრებოდა სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი ნინო მუმლაძე – ბარავკოვი.
გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ვასილ ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის ” საკუთრებაში არსებული მთლიანი ქონება პირველ ონლაინ აუქციონზე გასხვისდა 2012 წლის 2 მაისს. სამეურვეო ქონება 429 632,16 (ოთხას ოცდაცხრა ათას ექვსას ოცდათორმეტი მთელი, თექვსმეტი მეასედი) ლარად შეიძინა მოცემული საგაკოტრებო წარმოების ერთადერთმა უზრუნველყოფილმა კრედიტორმა – სს „საქართველოს ბანკმა“.
გაკოტრების მმართველის განმარტებით , სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის გამო მოვალეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმოექმნა დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის ვალდებულება და ის 65 537,11 (სამოცდახუთი ათას ხუთას ოცდაჩვიდმეტი მთელი, თერთმეტი მეასედი) ლარით განისაზღვრება. ამ თანხის გადახდის თაობ ა ზე შემოსავლების სამსახურის მოთხოვნას გაკოტრების მმართველი განიხილავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რიგითობით (მე-2 რიგში) დასაკმაყოფილებელ მოთხოვნად.
გაკოტრების მმართველი აღნიშნავს, რომ მოცემული წარმოების ფარგლებში შპს „თექსერვისმა“ (ს/ნ 204564774) გასწია საექსპერტო, აუდიტორული მომსახურება და ამ მომსახურებისათვის გადასახდელი საფასური ხსენებულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად 1500 (ათას ხუთასი) ლარია. ამასთან, გაკოტრების მმართველი განმარტავს, რომ ყოფილი (წინამორბედი) გაკოტრების მმართველის გიორგი ზედელაშვილის მხრიდან გაწეულია ხარჯი 321 (სამას ოცდაერთი) ლარის ოდენობით. ამ თანხიდან 101 (ას ერთი) ლარი გიორგი ზედელაშვილს გადახდილი აქვს განჩინების რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურისათვის, ხოლო 220 (ორას ოცი) ლარი გიორგი ზედელაშვილს გადახდილი აქვს საკანონმდებლო მაცნეში განჩინებათა გამოქვეყნების მიზნით. გაკოტრების მმართველი ამ თ ანხებს (ჯამში 1821 ლარს) მიიჩნევს საპორცესო ხარჯებად და განმარტავს, რომ მათი გადახდა უნდა მოხდეს პირველ რიგში.
გაკოტრების მმართველი სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო მის მიერ გაწეული მომსახურების საფასურად ასახელებს 28 106,78 (ოცდარვა ათას ას ექვსი მთელი, სამოცდათვრამეტი მეასედი) ლარს (კრედიტორისათვის გადასაცემი თანხის 7%). ამ თანხის ანაზღაურება წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით პირველ რიგში უნდა მოხდეს. ამასთან გაკოტრების მმართველი განმარტავს, რომ გასანაწილებელი ტანხიდან მე-3 რიგში უნდა ანაზღაურდეს მეურვე ირაკლი ნინუასთვის განსაზღვრული გასამრჯელო 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება დარჩენილ 331 167,27 (სამას ოცდათერთმეტი ათას ას სამოცდაშვიდი მთელი, ოცდაშვიდი მეასედი) ლარს, ის უნდა გადაეცეს მოცემული საგაკოტრებო წარმოების ერთადერთი მე-4 რიგის მოთხოვნის მქონე კრედიტორს – სს „საქართველოს ბანკს ”.
წარმოდგენილი მოვალის გაკოტრების ანგარიშისადმი კრებაზე დამსწრე არცერთ კრედიტორს შენიშვნა არ გამოუთქვამს, ამ ანგარიშით შემოთავაზებული თანხების განაწილების წესს დაეთანხმა ერთადერთი უზრუნველყოფილი კრედიტორი – სს „საქართველოს ბანკი“, რაც იმას ნიშნავს, რომ სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა უნდა განაწილდეს გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობითა და პროპორციის მიხედვით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თ ანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალზიაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ხსენებული კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესის თანახმად, გაკოტრების მმართველის და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის“ გაკოტრების საქმის წარმოებისა და სამეწარმეო რეესტრიდან მოვალის რეგისტრაციის გაუქმების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 38-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დასრულდეს მოვალე შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის“ (ს/ნ 205174782) გაკოტრების საქმის წარმოება .
2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრს) დაევალოს შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის“ (ს/ნ 205174782) რეგისტრაციის გაუქმება .
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიაში (მის .: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებისათვის განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბ . სისვაძე