„საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№299
სარეგისტრაციო კოდი
140.070.000.05.001.000.772
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 01/06/2000

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, ხოლო „ე“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „დ“ ქვეპუნქტად.

2. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სპეციალური დანიშნულების სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები“.

3. ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – სასჯელთა აღსრულების დაწესებულებებში;“.

5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. სპეციალური დანიშნულების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მოვალეობანი

სპეციალური დანიშნულების სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებს ევალებათ:

ა) ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთაში მონაწილეობა;

ბ) კონფლიქტური სიტუაციების ლოკალიზაციაში მონაწილეობა;

გ) საომარი მოქმედების რაიონებში მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფებისა და სხვა შეიარაღებული ძალების ლიკვიდაციაში მონაწილეობა;

დ) გაქცეულ მსჯავრდებულთა და განსასჯელთა ძებნაში მონაწილეობა.“.

6. მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და სამხედრო მომარაგების საწყობებისა და ბაზების, სასიცოცხლო კომუნიკაციებისა და სპეციალური ტვირთების დაცვა, ობიექტების შიდა და სასაშვო რეჟიმების განხორციელება;“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 16 მაისი.

№299–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.05.2000.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.05.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №299. სარეგისტრაციო კოდი — 140.070.000.05.001.000.772.
სად არის „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.05.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №299, 16.05.2000, სარეგისტრაციო კოდი 140.070.000.05.001.000.772 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17014/