„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.153.016117
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება№33

2012 წლის 1 7 ივლისი

ქ. მცხეთა

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიც ი პალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებით (სსმ 010260020.35.153.016031 21/01/2011) დამტკიცებულ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში, კერძოდ,

1. დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები – მუნიციპალური სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

 ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

 გ) ეკონომიკის, სატატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;

დ)არქიტექტურულ – სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური;

ე) შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების სამსახური;

ვ) კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახური;

ზ) სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

თ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

კ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსხური;

ლ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;

მ) ტურიზმის სამსახური.“.

2. დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„1. ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საქმისწარმოებისა და საინფორმაციო განყოფილება;

ბ) იურიდიული განყოფილება;

2. მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ბიუჯეტის დაგეგვმის განყოფილება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება.

3. მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა. კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა. ტურიზმსა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური განვითარების პროგრამების, პროექტების, საკურორტო სფეროში მუნიციპალური პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შესახებ წინადადებების შემუშავება.

 სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება;

ბ) ქონების აღრიცხვის, მართვის და სტატისტიკის განყოფილება;

გ) ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება;

დ) ტურიზმის განყოფილება.

4. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებია: მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ზედამხედველობა.

5. მუნიციპალიტეტის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

6. მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

7. მუნიციპალიტეტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

8. მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.

9. მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

10. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელებისა და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების განხორციელებისა და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა.

11. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.

12. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ერთიანი სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის განხორციელება, აღნიშნული შესყიდვების განხორციელების ორგანიზება და მასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.

13. ტურიზმის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: უზრუნველყოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის პოლიტიკის გატარება, ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის განვითარება და მასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  ა. კალანდაძე