განჩინება შპს „ევრობილდინგი“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8337-2010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

  საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

2011 წლი ს 2 დეკემბერი            

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

     სხდომის მდივანი ნათია გველესიანი

მოვალე – შპს „ევრობილდინგი“

გაკოტრების მმართველი – ვლადიმერ სალაძე

კრედიტორთა კრებაზე განიხლია შპს „ევრობილდინგის ” გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი

                                            გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინებით , შპს „ევრობილდინგის ” განცხადება გაკოტრების სქმის წარმოების გახსნის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში. კრედიტორთა კრებაზე დამტკიცდა მოხოვნათა რეესტრი და გაკოტრების მმართველად დაინიშნა ვლადიმერ სალაძე.

2011 წლი ს 2 ნოემბერს შპს „ევრობილდინგის ” გაკოტრების მმართველმა ვლადიმერ სალაძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კრედიტორთა კრების მო წ ვევის შესახებ იმაზე მითითებით, რომ სამეურვეო ქონების რეალ ი ზიაციის მიზნით ორჯერ გამოცხადებულ იქნა აუქციონი, მაგრამ მონაწილეობა აუქციონში არავის მიუღია. გაკოტრების მმართველი ითხოვს მოწვეულ იქნ ე ს კრედიტორთა კრება სამეურვეო ქონების განაწილების საკითხის გადაწყვეტის და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების მიზნით.

2011 წლის 2 დეკემბერს კრედიტორთა კრებაზე, შპს „ევრობილდინგის ” გაკოტრების მმართველმა ვლადიმერ სალაძემ წარმოადგინა მოვალის გაკოტრების ანგარიში, რომლის მიხედვით მოვალის ქონება შეფასებულ იქნა სულ 18 525 ლ ა რად, 2011 წლის 22 აგვისტოს და 2011 წლის 21 სექტემბერს დანიშნულ იქნა აუქციონები სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით, მაგრამ აუქციონზე მონაწილეობა არავის მიუღია. 2011 წლის 17 ოქტომბრის წერილის თანახმად კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა თანხმობა ნატურით მიეღო მოვალის ქონება.

გაკოტრების მმართველი ითხოვს დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად.

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მეურვის ანგარიშს და კრედიტორთა განმარტებებს, მიაჩნია, რომ შპს „ევრობილდინგის ” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს შემდეგ გარემოება თ ა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინებით , შპს „ევრობილდინგის ” განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში და კრედიტორთა კრების 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა ვლადიმერ სალაძე.

სსიპ –  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 15 დეკემბრის №18349/10/1 და 2011 წლის 16 მაისის №006982-2011/10/1 დასკვნების მიხედვით შპს „ევრობილდინგის ” უძრავ-მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 18 525 ლარს.

დადგენილია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37 -ე-38-ე მუხლების შესაბამისად, 2011 წლის 22 აგვისტოს და 21 სექტემბერს დანიშნული იყო აუქციონები სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით, მაგრამ აუქციონზე მონაწილეობა არავის მიუღია.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნა თ ა შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თანხმობა განაცხადა სამეურვეო ქონების ნატურით მიღებაზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით პირველი აუქციონი ტარდება გაკოტრების მმართველის არჩევიდან (დანიშვნიდან) 30-ე დღეს, მთლიანად სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით. სამეურვეო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება ამ ქონების საბაზრო ღირებულებით ექს პ ერტიზის დასკვნის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით , თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, უზრუნველყოფილ და ახალ კრედიტორთა შეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილება მათთვის უზრუნველყოფილი საგნების საკუთრებაში გადაცემით, ხოლო 121 პუნქტის შესაბამისად , თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილი არიან ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში ან გაკოტრების მმართველს განუსაზღვრონ ქონების გაყიდვის წესი. კრედიტორებს შორის ქონების ნატურით განაწილება ხდება მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, იმ რიგითობით, როგორც განაწილდებოდა ამ ქონების გაყიდვით მიღებული თანხა. საპროცესო ხარჯების გადახდა ეკისრებათ ქონების ნატურით მიმღებ კრედიტორებს.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ როგორც პირველ აუქციონზე, ისე მეორე აუქციონზე ვერ მოხდა სამეურვეო ქონების რეალიზაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თანხმობა განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სამეურვეო ქონების ნატურით მიღებაზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციი ს შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომ ე ლსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , შპს „ევრობილდიგნის ” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს და უნდა გაუქმდეს საზოგადოების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38 -ე-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284 -ე-285-ე მუხლებით

            დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ევრობილდინგის ” სამეურვეო ქონება ნატურით გადაეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს .

2. დასრულდეს შპს „ევრობილდინგის ” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება და გაუქმდეს საზოგადოების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმე თ ა კოელგიაში შპს „ევრობილდინგის ” გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ, ან იმ პირების მიერ, რომელთაც უშუალოდ ეხება თ ეს განჩინება, განჩინების ასლის გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

    მოსამართლე       ლ . ქოჩიაშვილი