სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ და სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის რეკომენდაცია 2012 წლის 17 აგვისტოს რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებ ის მოწვევის შესახებ
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე,2012 წლის 17 აგვისტოს 12. 00 საათზე მოწვეულია სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას I შეს. №33ა (საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისი).
საერთო კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:
1. აქციონერთა განცხადებების განხილვა.
2. აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
3. სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ მიმართ აქციონერების სასარჩელო მოთხოვნების შესახებ.
4.სამეთვალყურეო საბჭოს არ ჩევა
საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 5 (ხუთი) აგვისტო. სააღრიცხვო დღის მდგომარეობით, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რეესტრის მწარმოებელთან სააქციო საზოგადოება „კავკასრეესტრთან“ კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში (0162, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 2 220718; 2 251876).
აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2012 წლის 17 აგვისტოს 11 00 საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და, წარმომადგენლობის შემთხვევაში, მინდობილობა.
აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში – ქ. თბილისი, კოსტავას I შეს.,№33ა, ტელ.: 2 931909 .
სს საგზაო კომპანია „თბილისის”
დირექტორი გ. სურამელაშვილი
სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის
რეკომენდაცია 2012 წლის 17 აგვისტოს რიგგარეშე საერთო კრების დღის
წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით
1. საზოგადოების აქციონერებმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა შესაბამისად , შემოიტანეს განცხადება და მოითხოვეს რიგგარეშე კრების მოწვევა და მათი საკითის განხილვა აღნიშნულ კრებაზე, კერძოდ , აქციონერთა ინტერესის არსებითი შელახვის შესახებ.
2. 2012 წლის 27 მარტის აქციონერთა რიგგარეშე კრების გადაწყვეტილების შესაბამისად , მიზანშეწონილია აქციონერთა საერთო კრებამ განიხილოს საკითხი აღნიშნულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
3. ვინაიდან სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ მიმართ რამდენიმე აქციონერს შეტანილი აქვს სასამართლოში სარჩელები, კერძოდ , სასარჩელო მოთხოვნები ეხება აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებებს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მათი მოთხოვნები სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ მიმართ განიხილოს აქციონერთა საერთო კრებამ.
4. 2011 წლის 25 ივლისს სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა საერთო კრებამ აირჩია სამეთვალყურეო საბჭო 1 წლის ვადით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში შევიდეს სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნების საკითხი.
სამეთვალყურეო საბჭო
------------------ ჯ. წერეთელი
დირექტორი
----------------- გ. სურამელაშვილი