„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №269
2012 წლის 18 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2004წლის10სექტემბრის№77დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე -20მუხლის მე -4პუნქტის შესაბამისად , „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2004წლის10სექტემბრის№77დადგენილებაში (სსმ, 2004წ. , მუხ.849 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების :
1 . მე -2მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ქვეპუნქტი :
„წ ) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა.“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი :
„წ) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.“.
3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:
„წ) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო ( შემ დ გომში – მოკვლევის ბიურო):
წ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევა და შესაბამისი დას კ ვნ(ებ)ის მომზადება; სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების თავიდან აცილების (პრევენციის) მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და შესაბამისი ავიასაწარმოებისათვის; მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეთა 24‑საათიანი მზადყოფნის და შემთხვევის/ინციდენტის ადგილზე დაუყოვნებლივ მივლინების უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების,ასევე საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე სხვა სახელმწიფოში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და სისტემატიზაცია; უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის შესახებ მოკვლევაში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე სახელმწიფოების ინფორმირება და მათი წარმომადგენლების მოკვლევაში მონაწილეობის უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ისათვის ინფორმაციის მიწოდება; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობა; შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
წ.ბ) საზღვაო ინციდენტისა და შემთხვევის მოკვლევისას მისი თანამდევი გარემოებების ყოველმხრივი შესწავლა, გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების დადგენა, მასში მონაწილე პირთა ქმედებების შეფასება, პრევენციული ღონისძიებების შემუშავება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ევროკავშირის შესაბამისი რეზოლუციებისა და დირექტივების შესაბამისად;მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეთა 24‑საათიანი მზადყოფნის და საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივლინების უზრუნველყოფა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყოველწლიური ანგარიშგების წარმოება, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან,სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობა, სხვა სახელმწიფოთა საზღვაო დაწესებულებებთან შეთანხმებების დადებაში მონაწილეობის მიღება;შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ -მინისტრი ი . მერაბიშვილი