„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№369
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.05.001.000.779
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 23, 23/06/2000

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 I. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება,“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვების „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება,“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 156 მუხლი:

     „მუხლი 156

1. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ნორმატიული აქტია საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება შეიძლება გამოიცეს საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესაბამისად და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“.

4. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება.“.

5. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის მიერ ბრძანების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულებით.“.

6. 44-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 13 ივნისი.

№369-IIს