- გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ (შპს"კოლხი")
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
2012 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
განმცხადებელი _ შპს „კოლხი”
დირექტორი _ ირაკლი ბოცვაძე
მოთხოვნა _ გადახდიისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 4 ივლისს განცხადებით მიმართა შპს „კოლხის” დირექტორმა ირაკლი ბოცვაძემ და მოითხოვა საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
2012 წლის 9 ივლისის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა და განმცხადებელს განესაზღვრა ვადა მის შესავსებად.
2012 წლის 12 ივლისს სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „კოლხის” დირექტორმა , წარმოადგინა თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო გაეცნო განცხადებას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,კოლხის” განცხადება გადახდისუუნარობის საქმის გახსნის შესახებ მიღებული იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
2. მეურვედ დაინიშოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს შპს ,,კოლხს” ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს ,,კოლხის” მიმართ იძულებითი აღსრულება.
5. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია: შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან; დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის გახსნის შესახებ.
6. განემარტოს შპს ,,კოლხს” , რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ გ ანცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა ი წვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები.
8 . კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 24 აგვისტოს 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6, დარბაზი №24).
9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” , სასამართლოს დაფაზე და ვებ. გვერდზე.
10. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ე . ტუკვაძე