„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №617
2012 წლის 20 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებ აში(სსმ III, 2004 წ., №152 , მუხ.1389 ) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულებით დამტკიცებულ ი დებულებ ის:
ა) მე-17 პუნქტის:
ა.ა)„ლ1“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ1)ოპერატიული მართვის, კოორდინაციისა და ანალიზის დეპარტამენტი;“;
ა.ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) საერთაშორისო ურთიერთობების დ ე პარტამენტი;“;
ა.გ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:
„შ) პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი.“;
ბ) 21-ე პუნქტის:
ბ.ა)„კ1“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ1)ოპერატიული მართვის, კოორდინაციისა და ანალიზის დეპარტამენტის ამოცანებია: სა მ ინისტროს ტერ ი ტორიული ორგანოებისა და სხვა ოპერატიული დანაყოფების კომპეტენციაში შემავალი ამოცანების შესრულების კონტროლი, მ ა თი საქმიანობის კოორდინაცია და ანალიზი; სამინი ს ტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო და სპეციალური ღონისძიებების განხორციელება და კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება;“;
ბ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფას; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზებას მინისტრის მიერ დადგენილი წესით; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას, კიბერდანაშაულის გამოძიებას;“;
ბ.გ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უზრ უ ნველყოფს დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საე რ თაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შ ეთ ა ნხმებების მომზადებას, სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობას საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების, დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან კოორდინაციის, პროექტების მართვის კუთხით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობას;“;
ბ.დ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:
„შ) პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი განსაზღვრავს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მოთხოვნებს სამინისტროს მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. შეიმუშავებს თანმიმდევრულ გეგმებს განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად;ასევე შეიმუშავებს რეფორმების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს; ხელს უწყობს სამინისტროში არსებული სტრატეგიული განვითარების პროგრამების განხორციელებას.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი