„სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№127
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.027.016339
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №127

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 „სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 21/03/2012, 010240030.22.027.016255) დამტკიცებულ „მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (სამოქალაქო აქტის ჩანაწერის და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის) შენახვისა და აღრიცხვის წესებში (დანართი №15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ბრძანებით გათვალისწინებული, ყველა სახეობის სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა (გარდა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა) წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ბლანკს, რომელიც ინახება გარეშე ხელყოფისა და ხანძრისაგან დაცვის სპეციალური სასიგნალო და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილ სათავსში. ბლანკების დაცულ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგ – სააგენტო) ტერიტორიული სამსახურის (შემდეგ – ტერიტორიული სამსახური) უფროსი, რომელსაც ერიცხება ეს ბლანკები.“.

2. მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახურიდან მიღებული ბლანკების მთელი მარაგი, ზედდებულში აღნიშნული ნომრების და რაოდენობის მითითებით, მიღების დღესვე აღირიცხება ამ დანართით გათვალისწინებულ მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (სამოქალაქო აქტის ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების) მოძრაობისა და ხარჯვის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №17). იმავე ჟურნალში აღირიცხება მიღებული ბლანკების განაწილება შესაბამის თანამდებობის პირებზე, ამ უკანასკნელთა გვარების, მათზე გაცემული ბლანკების ნომრების და რაოდენობის მითითებით.

4. შეფუთული და დალუქული ბლანკების შეკვრა იხსნება კომისიური წესით და გახსნის წინ მოწმდება გულდასმით. ლუქის მთლიანობის დარღვევის ან ხელყოფის სხვა ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შედგენილი სათანადო ოქმი უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ, რომელიც შეკვრის თანხლებით შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახურს.

5. კომისიური წესით გახსნის შემდეგ ყურადღებით მოწმდება შეკვრაში მოთავსებული ბლანკების რაოდენობა, ნომრების თანმიმდევრობა და შესაბამისობა ზედდებულში მითითებულ ნომრებთან და რაოდენობასთან. თუ შეკვრაში მოთავსებული ბლანკების ნომრების თანმიმდევრობა დარღვეულია, გამოტოვებულია ან განმეორებულია ერთი ან მეტი ნომერი, რაც შესაბამისად ბლანკის (ბლანკების) ნაკლებობაში ან მეტობაში იქნება გამოხატული, შედგენილი უნდა იქნეს სათანადო ოქმი უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ. ანალოგიური ოქმი ფორმდება იმ შემთხვევაში, თუ შეკვრაში აღმოჩნდა ერთი ან მეტი წუნდებული, უხარისხოდ დამზადებული ბლანკი. ორივე შემთხვევაში ოქმი, ბლანკების დამამზადებელი ორგანიზაციის ინფორმირებისა და შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, ეცნობება სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახურს. ოქმს თან უნდა ერთოდეს გახსნილი ბლანკების მთლიანი შეკვრა.“.

3. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ბეჭდვის (შევსების) პროცესში ბლანკის ტექნიკურად დაზიანების შემთხვევაში დგება სათანადო ოქმი. დაზიანებული ბლანკის ნომერი მიეთითება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №16) იმ ადგილას, სადაც ამ ნომრის მქონე ბლანკის შესახებ ჩანაწერი უნდა ყოფილიყო შეტანილი, ხოლო შენიშვნების გრაფაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ბლანკის დაზიანების შესახებ. დაზიანებული ბლანკი ნადგურდება დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ოქმი ინახება სააგენტოს საქმისწარმოების სამსახურში.“.

4. მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ტერიტორიული სამსახურის უფროსი ვალდებულია შეჯამებული და დაბალანსებული ანგარიში შესაბამისი კომპიუტერული ინფორმაციის თანხლებით ყოველი თვის ბოლოს წარადგინოს სააგენტოში.

13. სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური ვალდებულია სისტემატურად აკონტროლოს ბლანკების ხარჯვის კანონიერება და მდგომარეობა, განსაზღვროს დინამიკა და სათანადო ანალიზის საფუძველზე უზრუნველყოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის მოსახსენებელი ინფორმაციისა და წინადადებების მომზადება.

14. სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ტირაჟირებას და შესაბამისი სამსახურების მომარაგებას ყველა სახეობის ბლანკით და საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფს სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახური.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი