საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№373
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.000.781
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 23, 23/06/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 162-ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

ა) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ბრალდებულის საზღვარგარეთ დაპატიმრების შემთხვევაში, თუ მისი გამოძიების ადგილზე ჩამოყვანისას გასულია დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადა, იგი შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით.“;

ბ) მე-4–8 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-5–9 ნაწილებად;

გ) მე-9 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მისი სამართალში მიცემიდან“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 13 ივნისი.

№373–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.06.2000.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ თაობაზე“?
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ თაობაზე“ მიღებულია 13.06.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №373. სარეგისტრაციო კოდი — 090.000.000.05.001.000.781.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ თაობაზე“, №373, 13.06.2000, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.000.781 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17062/