საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.07.2012
ძალის დაკარგვა 11.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №556
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.016111
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/07/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,171 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.07.2012 მიღება
11.02.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 49.5pt 45.0pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №556 2012 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა”, „კ” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბ . ახალაია დანართი №1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის სტატუსი და ანგარიშვალდებულება 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები დეპარტამენტი თავისი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და კომპეტენცია     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები 1. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავებაში და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ბ) პოლიტიკისა და სამინისტროს განვითარების ალტერნატიული პროგრამების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის განსახილველად წარდგენა; გ) სამინისტროს განვითარებისა და მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შემუშავების უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს სისტემის NATO-სთან თავსებადობის მიღწევისათვის ზოგადი პრინციპებისა და მეთოდების შემუშავება; ე) სამინისტროს განვითარების გეგმების ანალიზი; ვ) საქართველოს სტრატეგიული და უსაფრთხოების გარემოს შეფასება, საფრთხეთა შეფასების დოკუმენტის პერიოდულ განახლებაში მონაწილეობა; ზ) სამინისტროს სისტემის შესაძლებლობების შეფასება; თ) მონაწილეობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს დანაყოფების მონაწილეობას ეროვნული დონის უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში; ი) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის დანერგვის კოორდინაცია. 2. დეპარტამენტი ახორციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია 1. დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სისტემის განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; ბ) სამინისტროს რეფორმირების პროცესის ანალიზი; გ) სამინისტროს ბიუჯეტთან დაკავშირებული ინფორმაციის თავმოყრა ანალიტიკური და სტატისტიკური თვალსაზრისით; დ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიზი და შესაბამისი ამოცანების განსაზღვრა. 2. დეპარტამენტი ახორციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა კომპეტენციის შესრულებას. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის დირექტორი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ; გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება; დ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს ან/და დასანიშნად წარუდგენს მინისტრს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს; ე) ამტკიცებს დეპარტამენტის სამუშაო გეგმებს; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის წინაშე აყენებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინული პასუხისმგებლობის საკითხებს; ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს დეპარტამენტის დანაყოფებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; კ) მინისტრის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან; ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება; მ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს დეპარტამეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ) საქართველოს კანონმდებლობისა და მინისტრის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.  2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურა     მუხლი 7🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია: 1. პოლიტიკის სამმართველო: ა) სტრატეგიების განყოფილება; ბ) კონცეფციებისა და განვითარების განყოფილება. 2. დაგეგმვის სამმართველო: ა) პროგრამირების განყოფილება; ბ) დაგეგმვის განყოფილება.     მუხლი 8🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენცია 1. პოლიტიკის სამმართველოს სტრატეგიების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) უსაფრთხოების გარემოსა და სტრატეგიული ვითარების ანალიზი და წინადადებების შემუშავება უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებისათვის;  ბ) სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავება და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება; გ) სხვა ქვეყნების სტრატეგიული დოკუმენტებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების ანალიზი, პოლიტიკის დაგეგმვისა შესაბამის სფეროში ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია. 2. პოლიტიკის სამმართველოს კონცეფციებისა და განვითარების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) NATO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტრატეგიული დოკუმენტებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების ანალიზი; ბ) სამინისტროს პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კონცეფტუალური განვითარების მიმართულებების შესაბამის ქვედანაყოფებთან კოორდინაციით ფორმირება; დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. 3. დაგეგმვის სამმართველოს პროგრამირების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) სამინისტროს ქვედანაყოფების განვითარების მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი, საშუალოვადიანი, მოკლევადიანი რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ბ) სამინისტროს დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა, პროცესის კოორდინაცია და წარმართვა; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების განვითარების პროგრამების განხორციელების მონიტორინგი, პერიოდული შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება პროცესის შემდგომი სრულყოფისთვის; დ) ფინანსური რესურსების ხარჯვის პერიოდული ანალიზი თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას რეკომენდაციების გაწევა . 4. დაგეგმვის სამმართველოს დაგეგმვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) სტრატეგიული დაგეგმვის განხორციელება და დაგეგმვის პროცესის მართვა; ბ) დაგეგმვის პროცესის და პროცედურების ანალიზი და სათანადო წინადადებების მომზადება; გ) წარმართოს და კოორდინირება გაუწიოს საქართველოს მონაწილეობას NATO-ს თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში; დ) სამინისტროს ქვედანაყოფების საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში მონაწილეობის კოორდინირება; ე) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესში სამინისტროს განვითარების, ერთიანი ინტეგრირებული პროგრამის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, პერიოდული შეფასება, განხორციელების მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციებისა მომზადება.     მუხლი 9🔗. დეპარტამენტის რეორგანიზაციის, საქმიანობის შეწყვეტის და წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი 1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.