„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№272
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016411
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №272

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის № 242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის № 242 ბრძანებაში ( ვებპორტალი, 110420018, 20.04.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტის დებულებ ის ( დანართი 2):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტის დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში - სახელმწიფო ხაზინა) სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.“;

გ) მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებთან და ორგანიზაციებთან გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ბ ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა;

გ ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემულ სესხებზე წარმოქმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების დაზუსტების, სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის ან სრულად პატიების, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის“ შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;

ე ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე დასადები ხელშეკრულებისა და დაფარვის გრაფიკის მომზადება და დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;

 ვ ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღები საწარმოებისა და ორგანიზაციების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა;

ზ ) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის თაობაზე „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადება; ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე დასადები ხელშეკრულებისა და დაფარვის გრაფიკის მომზადება და დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;

თ ) აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სახსრების მფლობელების მიხედვით განაწილებისათვის საგადახდო დავალებების რეგისტრაცია;

ი ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის, სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სხვა ორგანიზაციების მიხედვით, მათ მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მობილიზებული თანხების შესახებ ინფორმაციის მომზადება და შესაბამისი ამონაწერებით უზრუნველყოფა;

კ ) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების/სანქციის დაბრუნების ან/და საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით ოპერაციების განხორციელება, აღრიცხვა და ანგარიშგება;

ლ ) ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების სახსრების მფლობელის მიმდინარე შემოსულობების ფარგლებში დაბრუნება, შემოსულობის სხვა სახეში გადატანა ან/და სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადასახადის არასწორი სიმბოლოებით მიმართვისას შეცდომის გასწორება, აღრიცხვა და ანგარიშგება;

მ ) ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნების მიზნით სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება;

ნ ) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების აღრიცხვა, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში შესაბამისი შემოსულობის სახეების მიხედვით მიმართვა, გადამხდელისათვის უკან დაბრუნება და შეცდომით განთავსებული დეპოზიტური თანხის ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანა;

ო ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადახდო დავალებების რეგისტრაცია და გადაგზავნა ელექტრონული სახით ანგარიშსწორების დეპარტამენტში.

მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტებიდან სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ბ ) მოითხოვოს და მიიღოს სამინისტროებიდან, უწყებებიდან, საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) სახელმწიფო შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხების აღებასთან, სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციასა და სავალო პრეტენზიებთან დაკავშირებით მუშაობისთვის საჭირო ინფორმაციები და დოკუმენტები;

გ ) მოითხოვოს სათანადო დოკუმენტების წარმოდგენა და პროცედურების დაცვა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების შესაბამისად;

დ ) მოითხოვოს საანგარიშსწორებო პროცედურების სრული დაცვა, ხოლო აღნიშნული პროცედურების დაუცველობის შემთხვევაში შეაჩეროს ოპერაციები და აცნობოს სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელობას.“;

დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამეტის შემადგენლობაშია ორი სამმართველო:

ა) სახელმწიფო სესხების სამმართველო;

ბ) სადეპოზიტო ოპერაციების სამმართველო.

2. სახელმწიფო სესხების სამმართველო:

ა) ახორციელებს სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება ს ;

ბ) მონაწილეობს სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებთან და ორგანიზაციებთან გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში;

გ) ახორციელებს სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვ ას ;

დ) მონაწილეობს სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში;                       

ე) ამზადებს შესაბამის მასალებსა და ინფორმაციას სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემულ სესხებზე წარმოქმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების დაზუსტების, სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის ან სრულად პატიების, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის“;

ვ) ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე დასადები ხელშეკრულებისა და დაფარვის გრაფიკის მომზადება ს და დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგ ს ;

ზ) მონაწილეობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღები საწარმოებისა და ორგანიზაციების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში;

თ) ამზადებს შესაბამის მასალებსა და ინფორმაციას ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის თაობაზე „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის; ახორციელებს ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე დასადები ხელშეკრულებისა და დაფარვის გრაფიკის მომზადება ს და დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგ ს ;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამის რეაგირებას.

3. სადეპოზიტო ოპერაციების სამმართველო:

ა) ახორციელებს აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სახსრების მფლობელების მიხედვით განაწილებისათვის საგადახდო დავალებების რეგისტრაციას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადის/სანქციის დაბრუნებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

 გ) ახდენს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების აღრიცხვას;

დ) ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში შესაბამისი შემოსულობის სახეების მიხედვით მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს შეცდომით განთავსებული დეპოზიტური თანხის ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანას;

ვ) ახორციელებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით ოპერაციებს, მის აღრიცხვას და ანგარიშგებას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადის არასწორი სიმბოლოებით მიმართვისას შეცდომის გასწორებას;

 თ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საგადახდო დავალებების რეგისტრაციას და გადაგზავნას ელექტრონული სახით ანგარიშსწორების დეპარტამენტში;

 ი) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის, სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სხვა ორგანიზაციების მიხედვით, მათ მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მობილიზებული თანხების აღრიცხვას და შესაბამისი ამონაწერებით უზრუნველყოფას;

 კ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს იურიდიული პირების მიერ ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნების მიზნით სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციებს;

 ლ ) ახორციელებს ფიზიკური პირების მიერ ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების დაბრუნებას სახსრების მფლობელის მიმდინარე შემოსავლების ფარგლებში;

მ ) ახდენს ფიზიკური პირების მიერ ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების შემოსულობის სხვა სახეში გადატანას;

ნ ) ახორციელებს ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე სხვა შემოსულობების არასწორი სიმბოლოებით მიმართვისას შეცდომის გასწორებას, აგრეთვე სხვა ოპრაციებს;

ო ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ფიზიკური პირების მიერ ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნების მიზნით სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციებს;

პ ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამის რეაგირებას.“.

2. შიდა ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების დეპარტამენტის დებულება ( დანართი 3) ამოღებულ იქნეს.

3. ანგარიშსწორების დეპარტამენტის დებულებ ის ( დანართი 4):

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“-„ი6“ ქვეპუნქტები:

,,ი1 ) ფულადი სახსრების მართვა საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით;

2 ) სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზების მომზადება;

3 ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე ფულადი სახსრების გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენა და შესრულება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

4 ) ფულადი სახსრების გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმების საფუძველზე ხარჯების გასაწევად საჭირო ფულადი სახსრების ზღვრული მოცულობის განსაზღვრა;

5 ) ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების ორგანიზება;

6 ) კომერციულ ბანკებში სახელმწიფო ხაზინის ანგარიშების მართვის და ოპერირების კონტროლი.“;

ბ) მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტიდან ყოველი თვის ბოლოს გამოითხოვოს წლიური ბიუჯეტის კანონის დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების შესახებ;

ბ) გამოითხოვოს სახელმწიფო ხაზინის შესაბამისი დეპარტამენტებიდან ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შესრულების შესახებ;

გ) გამოითხოვოს სახელმწიფო ხაზინის შესაბამისი დეპარტამენტებიდან ხაზინის ანგარიშებზე რიცხული ფულადი სახსრების ნაშთებზე და კვარტალური განწერით დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ ოპერატიულ მაჩვენებლებზე ინფორმაცია.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 25 ივლისიდან.

დ. გვინდაძე