„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №558
2012 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის №80 ბრძანებაში (სსმ, №9, 23/01/2009წ. , სარეგისტრაციო კოდი : 010.320.010.22.034.012.684) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1, №5 და №8 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 18 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბ. ახალაია
დანართი №1
სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა, სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზ ე ბისა და კონტროლის სამმართველო, ინსპექციის სამმართველო, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო, სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო და მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
|
თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| სასაზღვრო პოლიციის დირექტორი | 2710 |
| სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე – სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი | 2705 |
| სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოაგილე – სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი | 2705 |
| სამმართველოს უფროსი | 2115 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი | 1645 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი | 1290 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე, ქვეგანყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანაშემწე) | 1205 |
| უფროსი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი (სასაზღვრო პოლიციის უფროსის რეფერენტი), მთავარი სპეციალისტი | 1020 |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | 945 |
| უმცროსი ინსპექტორი, სპეციალისტი | 820 |
დანართი №5
სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 2560 |
| სამმართველოს უფროსი | 2235 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი | 1645 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი | 1235 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 1130 |
| განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 1080 |
| უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 1010 |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | 945 |
დანართი №8
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი (სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველო (გარდა საკომანდო განყოფილებისა და საქმისწარმოების ჯგუფისა), საზღვაო მოღვაწეობის სუბიექტებთან თანამშრომლობის სამმართველო (გარდა საქმისწარმოების ჯგუფისა), სტრატეგიული დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო და სტრატეგიული დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოში შემავალი სწავლებების დაგეგმვისა და უზრუნველყოფის განყოფილების აბორდაჟის ინსტრუქტორთა ჯგუფი
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 2545 |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 2070 |
| სამმართველოს უფროსი | 1575 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი, ხომალდის მეთაური | 1250 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, ხომალდის მეთაურის თანაშემწე, კატარღის მეთაური | 1220 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე, ქვეგანყოფილების უფროსი, კატარღის მეთაურის თანაშემწე, სადგურის უფროსი | 910 |
| სადგურის უფროსის მოადგილე, უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 855 |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი, მცირე კატარღის მეთაური | 820 |
| სპეციალისტი | 780 |