განჩინება შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2012 წლ ის 1 9 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „საშენი მასალები სა და ნაკეთობანის ” (ს/ნ 209456792) კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2012 წლის 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განცხადებით შპს „საშენი მასალები სა და ნაკეთობანის ” გაკოტრების მმართველმა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და ითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: 1. მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელება ან შეწყვეტა; 2. მოვალ ი ს მიმართ სსიპ – შემ ოს ავლების სამსახურის მოთხოვნის აღიარება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლების თანახმად, გაკოტრების მმართველის მიერ დასახელებულ საკი თ ხთა გადაწყვეტა ხდება კრედიტორთა კრებაზე. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმ ის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეულ იქნ ე ს შპს „საშენი მასალები სა და ნაკეთობანის ” (ს/ნ 209456792) კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელება ან შეწყვეტა; ბ) სსიპ – შემოსავლების სამსახურის მოხოვნის შემოწმება.
2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2012 წლის პირველი აგვისტო , 10 (ათი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრი №6, სასამართლო სხდომის დარბაზი №23.
3. შპს „საშენი მასალები სა და ნაკეთობანის ” გაკოტრების მმართველს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს კრედიტორებისათვის და მოვალისათვის კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინებათა დაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ” ვებგვერდზე გამოქვეყნება. ხსენებულ ვებგვერდზე განჩინება უნდა გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2012 წლის 25 ივლისისა. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც.
4. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გაცნობიდან ან გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბ . სისვაძე