საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 24.07.2012
ძალის დაკარგვა 28.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №567
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.12.2014
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {mso-style-link:"No Spacing Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
span.NoSpacingChar {mso-style-name:"No Spacing Char"; mso-style-link:"No Spacing"; font-family:"Times New Roman","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №567
2012 წლის 2
4 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა”, „კ” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 მარტის №407 ბრძანება.
მუხლი 3🔗.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ
. ახალაია
დანართი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში
– მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები
თავისი საქმიანობის პროცესში დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.
თავი II. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებითა და გაღრმავებით;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან ორმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზის მომზადება და სისტემატიზაცია;
გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების, შეჩერების, მათი მოქმედების შეწყვეტის ან მათში ცვლილებების შეტანის მიზნით შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშების მომზადება;
ე) შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციების და ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;
ვ) უწყებათაშორისი საბჭოების მიერ ინიციირებული სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და შესრულების ანგარიშების მომზადება;
ზ) საქართველოს დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სამინისტროს საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია, მათი განხორციელების ხელშეწყობა, აგრეთვე სამინისტროს საჭიროებების განსაზღვრა პროექტებში მათი შემდგომი ასახვის მიზნით;
თ) ევროატლანტიკურ და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნილი საკითხების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;
ი) სუამ-ისა და სხვა საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განხორციელება;
კ) სამართალდამცავ სფეროში არსებული ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია და მათი მოქმედების შეფასება;
ლ) სამართალდამცავ
სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაღრმავება;
მ) მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა.
თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის დირექტორი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ;
გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს დეპარტამენტის დანაყოფებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) მინისტრის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;
ლ) კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენის მიზნით ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) საქართველოს კანონმდებლობისა და მინისტრის (კურატორი მინისტრის მოადგილის) დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პასუხისმგებელია მის საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფების მიერ გაწეულ საქმიანობაზე.
თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები და მათი ამოცანები
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები
დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია:
1. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველო:
ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების განყოფილება;
ბ) რეგიონალური თანამშრომლობის განყოფილება (სუამ-ის სამართალდამცავი ცენტრი);
გ) ორმხრივი თანამშრომლობის განყოფილება.
2. პროექტების მართვის სამმართველო.
3. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველო:
ა) ევროინტეგრაციის განყოფილება;
ბ) ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის განყოფილება.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები
1. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების განყოფილების ამოცანებია:
ა) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან ორმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზის მომზადება და სისტემატიზაცია;
ბ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება და ინიცირება;
გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან მოლაპარაკებების წარმოება;
დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შეჩერების, მათი მოქმედების შეწყვეტის ან მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშების მომზადება;
ვ) სამინისტროში შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებზე დასკვნების მომზადება;
ზ) განყოფილების კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.
2. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს რეგიონალური თანამშრომლობის განყოფილების (სუამ-ის სამართალდამცავი ცენტრი) ამოცანებია:
ა) სუამ-ის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან ინფორმაციის რეგულარული გაცვლისა და სუამ-ის ფარგლებში დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს წარმოდგენა სუამ-ის შეხვედრებზე და სამუშაო ჯგუფებში და სუამ-ის წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება;
გ) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასა (BSEC) და სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის სამართალდამცავ ცენტრთან (SELEC) თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
დ) განყოფილების კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.
3. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს ორმხრივი თანამშრომლობის განყოფილების ამოცანებია:
ა) ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია;
ბ) არსებული ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოქმედების შეფასება;
გ) ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით მიღებულ მოთხოვნებზე რეაგირება;
დ) სამინისტროს ქვედანაყოფებიდან მიღებული მოთხოვნების საზღვარგარეთის ქვეყნის შესაბამის უწყებაში გადაგზავნა;
ე) ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მათი შეხვედრების ორგანიზება და მათ ფარგლებში მიღებული შეხვედრის ოქმების შესრულება;
ვ) სამართალდამცავ სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან ორმხრივი კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაღრმავება.
ზ) განყოფილების კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.
4. პროექტების მართვის სამმართველო:
ა) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, მათთან ოფიციალური მიმოწერის წარმოება;
ბ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კავშირების დამყარება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სტრატეგიული პროექტების განხორციელების კოორდინაცია;
ე) სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია და შეფასება, შემოთავაზებული პროექტების გაანალიზება მათი მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, მათი დაგეგმვა სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე და განხორციელების ხელშეწყობა;
ვ) სამინისტროს საჭიროებების განსაზღვრა პროექტებში მათი შემდგომი ასახვის მიზნით;
ზ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.
5. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს ევროინტეგრაციის განყოფილების ამოცანებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროსტრუქტურებთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) ევროსტრუქტურებში ინტეგრირების მიზნით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მათი შესრულების ორგანიზება;
გ) ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნილი საკითხების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;
დ) ევროსტრუქტურების მიერ სამინისტროსთან ერთობლივად დაგეგმილი საქმიანობებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა.
6. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის განყოფილების ამოცანებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ინტეგრაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მათი შესრულების ორგანიზება;
გ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციების განხორციელება;
დ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნილი საკითხების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;
ე) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ სამინისტროსთან ერთობლივად დაგეგმილი საქმიანობებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა.
თავი V
. დებულებაში ცვლილებების შეტანა
მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.