საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საჭიროებების შეფასების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.07.2012
ძალაში შესვლა 24.07.2012
ძალის დაკარგვა 08.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №280
სარეგისტრაციო კოდი 280090050.10.003.016953
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საჭიროებების შეფასების პროგრამის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page WordSection1 {size:595.45pt 841.7pt; margin:21.3pt 45.45pt 28.4pt 40.0pt;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №280
2012 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა
საჭიროებების შეფასების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საჭიროებების შეფასების თანდართული პროგრამა.
მუხლი 2🔗. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების უზრუნველსაყოფად:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
კონტროლს დაქვემდებარებულ
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში –
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო) მიაწოდოს მის ხელთ არსებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა –
დევნილთა ოჯახების
სია.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთობლივი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტით
უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა
საჭიროებების შეფასების კითხვარისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცება;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა
საჭიროებების შეფასების პროგრამის განხორციელებისათვის სათანადო თანხების მოძიება განახორციელოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
ა)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა
საჭიროებების შეფასების პროგრამისათვის აუცილებელი ასიგნების გათვალისწინების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, განახორციელოს სათანადო ცვლილებები და, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, გაზარდოს „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვისა და
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა
საჭიროებების შეფასების პროგრამისათვის“ (პროგრამული კოდი – 35 02 06) გათვალისწინებული ასიგნება;
ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების შედეგად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დამატებითი ფინანსური რესურსების საჭიროების შემთხვევაში, ამავე სამინისტროს წინადადების საფუძველზე,
უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა:
1.
უზრუნველყონ საქართველოს სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა და სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა.
2. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
მუხლი 4🔗. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 24 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ი
. მერაბიშვილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა
საჭიროებების შეფასების პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანა
1.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა
საჭიროებების შეფასების
პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა)
საჭიროებების შეფასება
.
2. პროგრამის ამოცანაა დევნილთა
საჭიროებების აღრიცხვა.
მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები
1. პროგრამის მოსარგებლეები არიან დევნილები,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ბაზის შესაბამისად.
2. პროგრამის მოსარგებლეები არ არიან:
ა) ის პირები, რომლებიც არ იმყოფებიან ოჯახში 12 თვის და მეტი პერიოდის განმავლობაში;
ბ) სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც განთავსებულები არიან ყაზარმებში;
გ) საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, თავშესაფრებში/პანსიონატებში, სააღმზრდელო და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფი (მცხოვრები) პირები.
მუხლი 3🔗. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები
1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა
საჭიროებების შეფასების კითხვარის ფორმის
დაბეჭდვას
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ;
ბ)
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირების მიერ დაბეჭდილი კითხვარების შევსებას დევნილთა ოჯახებში ადგილზე ვიზიტების მეშვეობით;
გ) შევსებულ კითხვარებში არსებული ინფორმაციის გადატანას ელექტრონულ ფორმატში სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
დ) დევნილთა
საჭიროებებზე შესაბამისი ბაზის შექმნას და მასში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობას დაინტერესებული სამინისტროებისათვის/უწყებებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) დევნილთა
საჭიროებების შეფასების მიზნით ტექნიკური, ადმინისტრაციული და ფინანსური ხასიათის ღონისძიებების გატარებას (მათ შორის, პროგრამის ფარგლებში
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის მიზნით).
2. დევნილთა
საჭიროებების აღრიცხვა წარმოებს ნებაყოფლობით, მოქალაქეთა უშუალო ნების გამოვლენის საფუძველზე, მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელების მექანიზმები და განხორციელების ვადა
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. პროგრამა ხორციელდება 2012 წლის 24 ოქტომბრამდე.
3. პროგრამა ხორციელდება ეტაპობრივად, შესაბამის ქალაქებსა ან/და ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც უფლებამოსილია ამ პროგრამის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით
შეიმუშაოს და გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
მუხლი 6🔗. ბიუჯეტი
პროგრამის დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვისა და
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა
საჭიროებების შეფასების პროგრამისათვის“ (პროგრამული კოდი – 35 02 06) გამოყოფილი ასიგნება.