„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/307 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/122
2012 წლის3 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/307 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/307 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან 3 წევრი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 – არ არის მოსამართლე. სადისციპლინო კოლეგიაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 მოსამართლე წევრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში – საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი. სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 2 წლით.“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
1. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიურად. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კოლეგიის არანაკლებ 3 წევრი.
2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – კონფიდენციალური. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებული არიან დაიცვან ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი თ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.“.
მუხლი 2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2012 წლის 4 ივლისიდან.
საქართველოს იუსტიციის ვ. ცერცვაძე
უმაღლესი საბჭოს მდივანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/307 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/307 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.07.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/307 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/307 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №1/122.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/307 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/307 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/307 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1/122, 03.07.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1708162/