„მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/308 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/125
2012 წლის3 ივლისი
ქ. თბილისი
„მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე -5 მუხლის მე -2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) Curriculum Vitae (CV);“.
2. მე -8 -12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები
1. კანდიდატის შე ფასების კრიტერიუმებია:
ა ) გადაწყვეტილების მიღების უნარი;
ბ ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი ;
გ) მენეჯერული უნარ -ჩვევები;
დ ) მიუკერძოებლობა;
ე ) მორალური ღირებულებები ;
ვ ) პიროვნული თვისებები;
ზ ) პროფესიული გამოცდილება;
თ ) რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში;
ი ) სამოსამართლეო ტემპერამენტი/საკუთარი ემოციების მართვის უნარი ;
კ ) საქმეთა განხილვის სტატისტიკური მაჩვენებლები;
ლ ) სხდომის ეფექტური მართვის უნარ ი.
2. მოსამართლეობის კანდიდატად იუსტიციის მსმენელის შერჩევისას მხედველობაში მიიღება პირველი პუნქტის ”ა -ი” და ”ლ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმები.
3. კონკურსის წესით მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას მხედველობაში მიიღება პირველი პუნქტის ”ა -ზ” და ”ი -ლ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმები.
მუხლი 9. შეფასების კრიტერიუმების განმარტებები
შეფასების კრიტერიუმებში იგულისხმება:
ა) გადაწყვეტილების მიღების უნარი – პირის უნარი, სწრაფად და საფუძვლიანად მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერ სიტუაციაში, შეუსაბამოს კანონი და ფაქტები ერთმანეთს და თავდაჯერებულად გასცეს პასუხი მხარეთა მიერ წამოჭრილ საკითხებს, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს სოციალური, ეკონომიკური და სხვა არაიურიდიული ფაქტორები; პირს უნდა შეეძლოს მძიმე გადაწყვეტილების მიღება;
ბ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი – პირის უნარი, ნათლად და გასაგებად ესაუბროს პროცესის ყველა მონაწილეს, დამაჯერებელი არგუმენტებით დაიცვას და სათანადოდ წარმოაჩინოს საკუთარი თვალსაზრისი, რა დროსაც უნდა გამოიჩინოს კონსტრუქციულობა და თვითკრიტიკულობა, ნათლად და კომპეტენტურად გამოხატოს თავისი აზრი ზეპირად, ასევე სწორად წარმართოს არავერბალური კომუნიკაციის პროცესი;
გ ) მენეჯერული უნარ - ჩვევები – პირის უნარი,მოახდინოს სამუშაო განრიგის ეფექტური დაგეგმვა, სასამართლო პროცესის მონაწილეთა დროული ჩართვა პროცესში,ვადების სათანადოდ დანიშვნა და დაცვა,მათ შორის კრიტიკულ სიტუაციებშიც (ბევრი საქმე,დროის სიმცირე,ოჯახური პრობლემები,საზოგადოებრივი დაძაბულობა და სხვა);დაგროვილი საქმეების საფუძვლიანი დამუშავება და სასამართლო პროცესის სათანადო დროში დასრულება;
დ) მიუკერძოებლობა – პირის უნარი, ობიექტურად განიხილოს, გაა ა ნალიზოს და შეაფასოს მისთვის წარმოდგენილი ყოველი საკითხი , ფაქტი და მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან საქმის მონაწილე მხარეები, მტკიცებულებისა და ფაქტის შეფასებისას იყოს ნეიტრალური და გონებაგახსნილი, პროცესის მონაწილე მხარეებს შეუქმნას ობიექტურობისა და სამართლიანობის შეგრძნება;
ე) მორალური ღირებულებები – საზოგადოებრივი ღირებულებებისადმი, ზნეობრივი და ეთიკური ნორმებისადმი პირის დამოკიდებულება. პირი უნდა განაწყობდეს ადამიანებს მის მიმართ პატივისცემითა და ნდობით;
ვ ) პიროვნული თვისებები –შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, საქმისადმი ერთგულება, მოტივაცია, კეთილსინდისიერება, დროის ეფექტური გამოყენების უნარი;
ზ ) პროფესიული გამოცდილება –კანდიდატს უნდა გააჩნდეს საკმარისად ხანგრძლივი და შესაფერისი პროფესიული გამოცდილება, რათა შეძლოს სამართლებრივი და პროცესუალური პრობლემების გაანალიზება და კანონის სწორი ინტერპრეტაცია. კანდიდატის წარსული საქმიანობის გათვალისწინებისას ყურადღება ექცევა, გამოყენებული იყო თუ არა მის მიმართ წახალისების რომელიმე ფორმა ან დაედო თუ არა მას დისციპლინური სახდელი;
თ) სამოსამართლეო ტემპერამენტი/საკუთარი ემოციების მართვის უნარი – პირი უნდა იყოს ღირსეული, გულისხმიერი და თავშეკავებული. მოსამართლეს უნდა შეეძლოს მშვიდად და ზრდილობიანად გამოიყენოს სამოსამართლეო ძალაუფლება. მას უნდა გააჩნდეს მედიატორის უნარ -ჩვევები;
ი ) საქმეთა განხილვის სტატისტიკური მაჩვენებლები – განხილულ საქმეთა რაოდენობრივი მაჩვენებ ე ლი; მიღებულ გადაწყვეტილებათა სტაბილურობა ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში; დავის მორიგებით გადაწყვეტის მაჩვენებ ე ლი;
კ ) სხდომის ეფექტური მართვის უნარი –პირის უნარი,წარმართოს სასამართლო სხდომა მომზადებულად,კორექტულად და გაწონასწორებულად; მიმართოს პროცესის მონაწილეებს მართებული ტონით;განიხილოს საქმე კონსტრუქციულად და მიზანმიმართულად;კონფლიქტურ სიტუაციებში გაანეიტრალოს დაძაბულობა და სხდომის მიმდინარეობის ას უზრუნველყოს წესრიგი.
მუხლი 10. შეფასებათა სახეები
კანდიდატების შერჩევისას გამოიყენება შემდეგი სახის შეფასებები:
ა) შესამჩნევად აჭარბებს მოთხოვნებს;
ბ) ნაწილობრივ აჭარბებს მოთხოვნებს;
გ) შეესაბამება მოთხოვნებს;
დ) ნაკლებად შეესაბამება მოთხოვნებს;
ე) არ შეესაბამება მოთხოვნებს.
მუხლი 11. მოსამართლეობის კანდიდატად იუსტიციის მსმენლ ის საკითხის განხილვა
1. მოსამართლეობის კანდიდატად იუსტიციის მსმენლის შერჩევისას მხედველობაში მიიღება იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში მისი რიგითი ნომერი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა -ვ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების თაობაზე.
2. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება ეფუძნება თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის, სტაჟირების გავლის, სემინარული მუშაობის ა და დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებ ებ ს, სტაჟირების ხელმძღვანელის ა და სკოლის მასწავლებელთა შეფასებ ებს, იუსტიციის მსმენლის მიერ სტაჟირების გავლისას შედგენილი წერილობითი ანგარიშის ა და შესრულებული ნაშრომის შეფასებ ებს, იუსტიციის მსმენლის დისციპლინას.
3 . მორალური ღირებულებებისა და პიროვნული თვისებების კრიტერიუმ ებ ის მიხედვით უარყოფითი შეფასების შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია სხვა კრიტერიუმების შეუფასებლად მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება.
4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლეობის კანდიდატი მოიწვევა სხდომაზე.
მუხლი 12. კონკურსის წესით მოსამართლეობის კანდიდატის საკითხის განხილვა
1. კონკურსის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატის საკითხს განიხილავს ორ ეტაპად.
2. პირველ ეტაპზე კანდიდატის შერჩევა ხდება შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, ამ კანდიდატის დაუსწრებლად. მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას მხედველობაში მიიღება ამ წესის მე -8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „ე“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმები.
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უფლებამოსილი არიან გაეცნონ კანდიდატის მიერ წარმოდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას და გაითვალისწინონ დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადაწყვეტილების მიღებისას.
4. მეორე ეტაპზე გასვლის უფლება ეძლევა კანდიდატს, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიეცა დადებითი შეფასება. იმ პირს, რომ ე ლიც არ იქნებ ა დაშვებული მეორე ეტაპზე, ეხსნება მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსი.
5. მეორე ეტაპზე გასულ კანდიდატს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწვევს გ ასაუბრებაზე. მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას მხედველობაში მიიღება ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ვ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმები.
6. მორალური ღირებულებებისა და პიროვნული თვისებების კრიტერიუმ ებ ის მიხედვით უარყოფითი შეფასების შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია სხვა კრიტერიუმების შეუფასებლად მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება.“.
3. მე -13 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. მე -14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. კენჭისყრის ა და გადაწყვეტილების მიღებ ის წესი
1. მოსამართლეობის კანდიდატთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით.
2 . მოსამართლეობის ყველა კანდიდატს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმათა უმრავლესობით. იმ კანდიდატების მიმართ, ვინც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ეწყობა კენჭისყრა.“.
5. დანართი 1 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2012 წლის 4 ივლისიდან .
საქართველოს იუსტიციის ვ. ცერცვაძე
უმაღლესი საბჭოს მდივანი