2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, საერთო სამაგისტრო გამოცდას, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გრანტის წლიური მოცულობის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№283
სარეგისტრაციო კოდი
190020060.10.003.016956
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №283

2012 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, საერთო სამაგისტრო გამოცდას, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გრანტის წლიური მოცულობის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ

მუხლი 1 . სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების , უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების , პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის , საერთო სამაგისტრო გამოცდას , თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გრანტის წლიური მოცულობის , პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების მიზნით„უმაღლესი განათლების შესახებ“საქართველოს კანონის მე -6მუხლის პირველი პუნქტის„ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტების , 81 -ე მუხლის23პუნქტისა და„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე -5მუხლის„პ“ქვეპუნქტის საფუძველზე :

1 . 2012 -2013სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სრული მოცულობა განისაზღვროს2000000 (ორი მილიონი ) ლარით .

2 . 2012 -2013სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს2000000 (ორი მილიონი) ლარით .

3 . 2012 -2013სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით , მაგრამ არა უმეტეს2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი ) ლარისა .

4 .  ამ მუხლის   მე -2პუნქტით   გათვალისწინებული თანხის 10% (200000 (ორასი ათასი ) ლარი ) განაწილდება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე .

5 . 2012 -2013სასწავლო წლისათვის :

ა ) განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები :

ა .ა ) ინჟინერია;

ა .ბ ) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;

ა .გ ) განათლება;

ა .დ ) ჰუმანიტარული მეცნიერებანი;

ა .ე ) სოციალური მეცნიერებები;

ა .ვ ) აგრარული მეცნიერებანი;

ა .ზ ) ხელოვნება;

ა .თ ) ჯანდაცვა;

ა .ი ) ბიზნესის ადმინისტრირება;

ა .კ ) სამართალი;

ა .ლ ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები;

ბ ) ამ მუხლის მე -2პუნქტით გათვალისწინებული თანხის40% (800000 (რვაასი ათასი)ლარი ) თანაბრად განაწილდეს თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე .

6 . 2012 -2013სასწავლო წლისათვის ამ მუხლის მე -2პუნქტით გათვალისწინებული თანხის50% (1 000 000 (ერთი მილიონი ) ლარი ) განაწილდეს ამ პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში განსაზღვრულ მაგისტრატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე პროცენტული მაჩვენებლების შემდეგნაირი განაწილებით :

ა ) ინჟინერია–16%, მათ შორის, კომპიუტინგი/ინფორმატიკა – 4%;

ბ ) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი –15%, მათ შორის, მათემატიკა – 4%;

გ ) განათლება –6%;

დ ) ჰუმანიტარული მეცნიერებანი –5,5%;

ე ) სოციალური მეცნიერებები, გარდა ეკონომიკისა, –5,5%;

ვ ) აგრარული მეცნიერებანი–2%.

7 . ამ მუხლის მე -5პუნქტის„ბ“ქვეპუნქტითა და მე -6პუნქტით გათვალისწინებული თანხები საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების , პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით განაწილდეს საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულებისა და ამ მუხლის მე -5პუნქტის„ა“ქვეპუნქტით განსაზღვრული თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების , მათ შორის , ამ მუხლის მე -6პუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიებში უმაღლესი ქულების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე .

8 . იმ მაგისტრანტობის კანდიდატებზე , რომელთაც ამ მუხლის მე -4პუნქტით , მე -5პუნქტის„ბ“ქვეპუნქტითა და მე -6პუნქტით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლების ფარგლებში ამავე მუხლის მე -4პუნქტით/მე -7პუნქტით გათვალისწინებული სიის/სიების ბოლოს აქვთ თანაბარი ქულები და ამ მუხლის მე -4პუნქტით , მე -5პუნქტის„ბ“ქვეპუნქტითა და მე -6პუნქტით განსაზღვრული თანხების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განაწილების შემდეგ დარჩენილი ოდენობა ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის , დაფინანსება აღარ განაწილდება.

9 . ამ მუხლის მე -4პუნქტით , მე -5პუნქტის„ბ“ქვეპუნქტითა და მე -6პუნქტით გათვალისწინებული თანხების განაწილების შედეგად და ამავე მუხლის მე -8პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დარჩენილი თანხის საერთო ოდენობა ამ მუხლის მე -6პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობის დაცვით განაწილდება პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების იმ თანაბარქულიან მაგისტრანტობის კანდიდატებზე , რომლებზეც ამ მუხლის მე -8პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაფინანსება არ განაწილდა .

10 . ამ მუხლის მე -9პუნქტით გათვალისწინებული განაწილების დროს დარჩენილი თანხის ის ოდენობა , რომელიც საკმარისი არ არის რომელიმე პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში თანაბარი ქულების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატების დასაფინანსებლად , შეივსება იმ ოდენობამდე , რომელიც საკმარისია მხოლოდ ამ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში თანაბარი ქულების მქონე ყველა მაგისტრანტობის კანდიდატის დასაფინანსებლად .

11 . თანხის ის ოდენობა , რომელიც დარჩა ამ მუხლის მე -9პუნქტით გათვალისწინებული თანაბარი ქულების მქონე ყველა მაგისტრანტობის კანდიდატის დაფინანსების შემდეგ , განაწილდება მაგისტრანტობის კანდიდატებზე პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით , ამავე მუხლის მე -6პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობის დაცვით .

მუხლი 2 . „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის25 ‑ე მუხლის პირველი პუნქტის„ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად,ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის2011წლის8დეკემბრის№469დადგენილება„2012 -2013სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების , უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების , პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის , საერთო სამაგისტრო გამოცდას , თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გრანტის წლიური მოცულობის , პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო   სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ“.

მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ-მინისტრი                               ი. მერაბიშვილი