„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№173
სარეგისტრაციო კოდი
480610000.22.030.016059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №173

2012 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/10/2011წ.) დამტკიცებულ ი წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,11. ადგილსამყოფელი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია.“.            

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე