„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №287
2012 წლის 25 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 624) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-4 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს მთავრობის წევრების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების – სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა მიერ საკუთარი უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად განხორციელებისა და დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებისათვის გამოიყენოს მათი წახალისების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, პრემირება. აღნიშნულის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება.“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 24 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ი .მერაბიშვილი