„ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/1565
სარეგისტრაციო კოდი
040023000.22.024.016192
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1565

2012 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

„ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ატრაქციონების უსაფრთხოების წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებით (სსმ III, 21.05.2007, №71, მუხ. 773) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რთული საინჟინრო კონსტრუქციის ატრაქციონი – სანახაობრივ-გასართობად განკუთვნილი დროებით ან მუდმივად დამონტაჟებული 0,3 მ/წმ და მეტი სიჩქარის უწყვეტი (როდესაც მოძრავ გონდოლაში ჩასხდომისათვის საჭიროა მგზავრის თანმხვედრი მოძრაობა) ან 1,5 მ/წმ და მეტი სიჩქარის მქონე ელექტრულ-მექანიკური მოწყობილობა ან/და ნაგებობა ადამიანთა გადასაადგილებლად, რომელსაც გააჩნია 7 მ-ზე მეტი სიმაღლის ან 3,5 მ-ზე მეტი სიგრძის ფერმიანი კონსტრუქცია”.

2. წესების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:

„11. კარუსელი – წრეზე მბრუნავი ატრაქციონი, რომელსაც გააჩნია კონსულური ტიპის კონსტრუქციაზე დაკიდული ან მბრუნავ ბაქანზე განთავსებული დასაჯდომები.

12. კრონშტეინი – კონსოლური საყრდენი დეტალი, რომელიც განკუთვნილია ვერტიკალურ სიბრტყეზე მისამაგრებლად”.

3. წესებს დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი X:

„თავი X

არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები:

    მუხლი 44. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

1. წესების მე-6 მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტებში, მე-7 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-8 მუხლის მე-2, მე-4 და მე-15 პუნქტებში, მე-9 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებში, მე-10 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-13 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-16 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტში, მე-3 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში, მე-4 და მე-13 პუნქტებში, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 30-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტებში, 32-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

2. წესების მე-6 მუხლის მე-2, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტებში, მე-7 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებში, მე-8 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-10 პუქტის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებში, მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტებში, მე-9 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-12 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-20 მუხლის პირველ პუნქტში, 25-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-3 პუნქტის „ა”, „ბ”, „გ”, „დ” და „ე“ ქვეპუნქტებში, მე-4 პუნქტში, მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში და მე-6 პუნქტში, 26-ე მუხლის პირველ, მე-5, მე-8, მე-9, მე-11, მე-12 და მე-14 პუნქტებში, 27-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, 29-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებში, 30-ე მუხლის მე-7 პუნქტში, 31-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, 32-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-10 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

    მუხლი 45. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა

1. წესების მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებში და 26-ე მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

2. წესების მე-6 მუხლის პირველ, მე-4 და მე-10 პუნქტებში, 26-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში, 27-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, 32-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

    მუხლი 46. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

წესების 44-ე და 45-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.07.2012.
როდის იქნა მიღებული „ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/1565. სარეგისტრაციო კოდი — 040023000.22.024.016192.
რამდენი მუხლისგან შედგება „ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.07.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1-1/1565, 25.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 040023000.22.024.016192 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1709378/