„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 26.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1570
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016197
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.07.2012 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.06.2010
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი საქართველოს კანონი „სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი"
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:45.0pt 45.35pt 45.0pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/15
70
2012 წლის 2
6 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად
, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულება”.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 ივნისის №1-1/1091 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ”.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის საფუძველზე, სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, სხვა სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.
3. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
4. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და ბლანკი, ანგარიშები ხაზინაში და ბანკში.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: 0141, საქართველო, თბილისი, ჩარგალის ქ. №67.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები
სააგენტოს მიზნებს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს წარმოადგენს:
ა) სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა და ამ სფეროში საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) მეტროლოგიის სისტემების ჩამოყალიბება, მათი ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სფეროების სრულყოფისათვის ნორმატიული ბაზის შემუშავება;
დ) გაზომვის ერთეულის აღწარმოება ეტალონების საშუალებით და ერთეულების გადაცემა სანიმუშო გამზომ საშუალებებზე გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;
ე) სამეცნიერო-მეთოდური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა გაზომვათა ერთიანობის სისტემის განვითარებისათვის;
ვ) დროისა და სიხშირის სამუშაოთა ორგანიზება და წარმართვა;
ზ) გაზომვის ერთეულის ეტალონების, ნივთიერებათა და მასალათა სტანდარტული ნიმუშებისა და სტანდარტული საცნობარო მონაცემების შექმნის საქმიანობის ორგანიზება და წარმართვა;
თ) არსებული სახელმწიფო ეროვნული ეტალონების, უმაღლესი სიზუსტის დანადგარების, გაზომვის სანიმუშო საშუალებების შენახვა, მათი ექსპლუატაციის საქმიანობის ორგანიზება და წარმართვა;
ი) ეტალონური ბაზის შექმნისა და განვითარების, სანიმუშო გაზომვის საშუალებების (მათ შორის, იმპორტული) დამოწმების, დაკალიბრების, გამოცდისა და ტიპის დამტკიცების სამუშაოთა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის აღიარების და პირველადი დამოწმების აღიარების სამუშაოების განხორციელება;
ლ) სახელმწიფო ეროვნული ეტალონებისა და გაზომვის სანიმუშო საშუალებების შექმნის მიზნით საკვლევი და სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების შესრულება და მეტროლოგიური უზრუნველყოფის ერთიანი ნორმატიულ-ტექნიკური და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება;
მ) მეტროლოგიის სფეროში წარმოქმნილი დავების შემთხვევაში საექსპერტო სამუშაოთა შესრულება;
ნ) სტანდარტების რეესტრის სამუშაოების ორგანიზება, წარმართვა და სტანდარტების ნუსხის (რეესტრის) საჯაროობის უზრუნველყოფა;
ო) სტანდარტებისა და გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრის წარმოება, განახლება და საჯაროობის უზრუნველყოფა;
პ) მეტროლოგიის სფეროში სტანდარტების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, საქართველოში რეგისტრირებული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების, სემინარების ორგანიზება და მათში მონაწილეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ინტერესების წარმოდგენა და დაცვა სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ორგანიზაციებში;
ს) დადგენილი წესით სტანდარტების მიღება/რეგისტრაცია და მეტროლოგიის სფეროში ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება ან/და დამტკიცება;
ტ) დადგენილი წესით, მეტროლოგიური საშუალებების, ნაკეთობების, მასალების და ნივთიერებების, ლაბორატორიული კვლევების და კომპლექსური გამოცდების ჩატარება;
უ) ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, საქმიანობის დაგეგმვა მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სფეროში, კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების გაფორმება სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ცალკეულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მეტროლოგიური მომსახურების და გაზომვის საშუალებების შეკეთების სამუშაოების შესასრულებლად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ფ) ხელშეკრულების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სტანდარტიზაციის და მეტროლოგიური უზრუნველყოფის სფეროში სპეციალისტთა პროფესიული მომზადების სამუშაოების ჩატარება;
ქ) ხელშეკრულების საფუძველზე
, კომპეტენციის ფარგლებში, სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროში მომსახურების გაწევა დაინტერესებული პირებისათვის;
ღ) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალისტების მოწვევა;
ყ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს მომსახურებისათვის საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავება და სააგენტოს შემოსავლების განაწილება;
შ) მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის „ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ” შეთანხმების მოთხოვნათა გათვალისწინებით სამუშაოების ორგანიზება და წარმართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ჩ) ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების და მათი შესაბამისი ჰარმონიზებული სტანდარტების ნუსხის გამოქვეყნება და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა;
ც) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებების განხორციელება და დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.
მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვა და სტრუქტურა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2 გენერალური დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სააგენტოს საკუთრებასა და/ან მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.
3. გენერალური დირექტორი:
ა) ახორციელებს სააგენტოს მართვას და წარმოადგენს მის ინტერესებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებს;
გ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ
-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
ვ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ზ) თავისი არყოფნის შემთხვევაში, განკარგულების საფუძველზე
, ნიშნავს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ პირს.
4. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მეტროლოგიის ინსტიტუტი;
ბ) სტანდარტების დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) ლაბორატორიული მომსახურების ცენტრი.
5. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, გარდა მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.
6. მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, სააგენტოს გენერალური დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 4🔗. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს სააგენტოსგან კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს გენერალური დირექტორის არამართლზომიერი სამართლებრივი აქტი.
3. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს სააგენტოს მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) სესხის აღება;
ბ) თავდებობა;
გ) სააგენტოს საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
დ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განხორციელება ასევე საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობას.
5. სააგენტოს მიერ უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსება
1. სააგენტოს ქონება შედგება სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გადაცემული ქონებისგან და სააგენტოს სახსრებით შეძენილი ქონებისგან. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოსთვის გადაცემული ქონება, სხვა ქონებასთან ერთად
, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად
, დადგენილი წესის თანახმად.
2. სააგენტო მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროა:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) სტანდარტების რეგისტრაციიდან და სააგენტოში რეგისტრირებული სტანდარტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები;
გ) მეტროლოგიური საქმიანობიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. სააგენტოს მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. ყოველწლიურად, ასევე მოთხოვნისთანავე, სააგენტო სამინისტროს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.
3. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის სათანადო ხარჯებს ანაზღაურებს სააგენტო.
მუხლი 7🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.