“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993, მუხ.187) 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს:
ა) ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს;
ბ) წელთა ნამსახურობის დანამატს;
გ) რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია;
დ) დანამატს დასვენების, უქმე დღეებში, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.".
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 28 ივნისი
№413-IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.06.2000.
- როდის იქნა მიღებული “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.06.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №413. სარეგისტრაციო კოდი — 140.030.000.05.001.000.790.
- სად არის “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №413, 28.06.2000, სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.05.001.000.790 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17110/