📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 24.07.2012
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,296 სიტყვა · ~11 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.BodyText2Char { } p.31, li.31, div.31 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 35.35pt 56.75pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №23 2012 წლის 24 ივლისი ქ. ბათუმი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიი ს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ტესტირების ,  სერტ იფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხ­ლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­ სი­ ლე­ ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის კანონის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად: 1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტესტირების , სერტ იფიკაციის ცენტრი . 2.  დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების , სერტ ი­ფი­კაციის ცენტრი ს თანდართული დებულება. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 16 (თექვსმეტი) საშტატო ერთეულით. 4 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების , სერტ იფიკაციის ცენტრი ს სახელმწიფო კონტროლი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართ­ვე­ლოს კანონისა და თანდართული დებუ­ლე­ბის შესაბამისად განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. 5 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტესტირების , სერტ იფიკაციის ცენტრი , მისი დებულებით ცენტრის უფლება­მო­სი­ლე­ბას მიკუთვნებულ საკითხებში, წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიი ს უფლებამონაცვლეს. 6.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიი ს შექმნისა და დებულების დამტ­კი­ცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის №50 დადგენილება (გაზეთი ,,აჭარა”, 13.06.2006 წ ., №105 (22.610), გვ.11); ბ) ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიი ს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №52 დად­გე­ნილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №165, 17.12.2010, მუხ. 2355). 7 . დადგენილება ამოქმედდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შესა­ბა­მი­სი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედებისთანავე. მთავრობის თავმჯდომარე                               ლ. ვარშალომიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების , სერტ იფიკაციის ცენტრის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.  საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  ტესტირების , სერტ იფიკაციის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იური­ დიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში. 2.  ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანო­ ნის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 3.  კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ცენტრი ანგარიშ­ ვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­ რობის (შემდგომში – მთავრობა), სამინისტროსა და სსიპ – ,, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის" წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. 4.  ცენტრი, კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკის­­ რებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთა­ რი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირ­ თან ურთიერთობაში. 5.  ცენტრს აქვს დამოუკიდებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ან­ გარიშები, ბლანკი, ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, საკუთარი სახელ­ წო­ დების აღნიშვნითა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6.  ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბ­ ლიკა, ბათუმი, დასახლება ქვედა სამება.     მუხლი 2🔗. ცენტრის ამოცანები და ფუნქციები ცენტრის საქმიანობის სფეროში შედის: ა) მის მიერ საანალიზოდ აღებული ან ლაბორატორიაში უფლებამოსილი პირისაგან საანალიზოდ მიღებული ნიმუშების (მათ შორის, სასურსათო და არასასურსათო პრო­ დუქ­ ტების) ორგანოლეპტიკური; ქიმიური; ფიზიკური; ტოქსიკოლოგიური; ბაქტე­ რიო­ ლო­ გიური; ვირუსოლოგიური; სეროლოგიური; პარაზიტოლოგიური; პათანატომიური; ვეტსა­ ნიტარიული ექსპერტიზის; რადიომეტრიული; რადიოაქტიური და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიული ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად. ბ)  სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტების (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, მიკრობიოლოგიური (ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური) და პარაზიტოლოგიური კვლევები; გ)  ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოო- ანთროპონოზური) დაავადებების, ინფექციის წყაროს გამომწვევი მიზეზების კვლევა. დაავადების გამოვ­ ლე­ ნისას დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში სერო­ მო­ ნი­ ტორინგის სამუშაოებისათვის სინჯების (პათოლოგიური მასალის) აღება და ცენტრში მიტანა, ინფექციის წყაროს, ზონის დასადგენად (დასაზუსტებლად) ადგილზე სპეცია­ ლის­ ტების მივლინება; დ)  პათოლოგიური მასალის, ცხოველთა საკვებისა და ნედლეულის ქიმიური, მიკ­ რო­ ბიოლოგიური და რადიოლოგიური გამოკვლევები; ე) ცხოველების გადამდები სნეულებების აღმძვრელების, მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების გამოკვლევა; ვ)  ნიადაგის ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა და აგროქიმიკატების, შხამ­ ქი­ მიკატების შემცველი ელემენტების გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენ­ ტაციის შესაბამისად; ზ) სასერტ იფიკაციო მომსახურება, კერძოდ, პროდუქციის სერტ იფიცირება და მასთან დაკავშირებული საქმიანობა, სერტ იფიკაციისათვის განსაზღვრული პროდუქციის ნომენკლატურის , გამოცდების სახეობისა და განსასაზღვრი მახასიათებლების მიხედვით ნორმატიულ -ტექნიკური ნორმატიული დოკუმენტაციის საფუძველზე; თ)  კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების გან­ ხორ­ ციელება.     მუხლი 3🔗. ცენტრის უფლება-მოვალეობები 1. ცენტრი უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს ვეტერინარული, ნიადაგის, მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების, სურსათის/ცხოველთა საკვების ექსპერტიზის კონტროლქვემ­ დებარე პროდუქტებისა და ნედლეულის ლაბორატორიული კვლევების კრიტერიუმების შემუშავებასა და განხორციელებაში; ბ)  მისცეს მითითებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკვლევი მასალის აღებისა და ცენტრში გადაგზავნის წესის თაობაზე; გ) გასცეს ლაბორატორიული კვლევის შედეგები; დ) აკრედიტაციის შესაბამისად ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე გასცეს პროდუქციის ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტ იფიკატი); სერტ იფიკაციის ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში განმცხადებლისაგან მოითხოვოს აუცილებელი მასალები და მონაცემები; სხვა ორგანიზაციებიდან სასერტ იფიკაციო სამუ­ შაოებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს კომპეტენტური სპეციალისტები, ექს­ პერ­ ტები; ე ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს ხელშეკრულებები საქართველოსა და სხვა ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ვ) წარმათოს საკადრო საკითხები, უზრუნველყოს ცენტრის თანამშრომელთა კონკურსი და ატესტაცია; ზ )  კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან; თ )  განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და დროუ­ ლად მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები; ი )  გამართოს თათბირები, სემინარები და კონფერენციები თავის კომპეტენციას მი­ კუთვ­ ნებულ საკითხებზე; კ ) გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში; ლ )  განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმ­ დებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. ცენტრის მოვალეობებია: ა)  შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები და განახორციელოს მინი­ ჭებული უფლებამოსილებანი; ბ)  უზრუნველ ყოს ლაბორატორიული კვლევების ობიექტურობა, სიზუსტე და გამჭ­ვ ირ­ ვალობა;  გ) დაიცვას ლაბორატორიული კვლევების ჩატარების დადგენილი ვადები; დ)  ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე, დამკვეთის მოთხოვნის შესა­ ბა­ მისად გასცეს პროდუქციის ხარისხის შესაბამისობის დოკუმენტი, სერტ იფიკატი;  ე)  უზრუნველყოს სერტ იფიკაციის პროცესის ობიექტურობა, სიზუსტე და მიუკერ­ ძოებლობა; ვ)  დაიცვას სერტ იფიკაციის სამუშაოების შესრულების დადგენილი წესები და ვადები; ზ) უზრუნველყოს სტრუქტურული ერთეულების გამიჯვნა აკრედიტაციის ტექ­ნი­კური რეგლამენტის საკ.1.2:2006 და საკ.1.3:2006 ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად; თ )  ითანამშრომლოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგა­ ნოებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ი )  მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ ორგანოებსა და მასობრივი ინფორ­ მაციის საშუალებებს კანონმდებლობის დადგენილი წესით; კ )  მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია (ანგარიშები) სამინისტროსა და მთავრობას თავისი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 4🔗. ცენტრის ხელმძღვანელობა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც აჭარის ავტონო­მიუ­რი რეს­პუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდ­გინებით თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 2. ცენტრის უფროსი: ა)  წარმოადგენს ცენტრს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთი­ ე­ რთო­ ბაში; ბ)  წარმართავს ცენტრის საქმიანობას; გ) წყვეტს ცენტრის ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამო­სი­ლე­ბით გათვა­ლისწინებულ საკითხებს, მათ შორის: მარკეტინგის; კადრების კვალიფიკაციის ამაღლების; მატერიალურ -ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების; აკრედიტაციის; კლიენტთა მომსა­ხურების და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს; დ)  თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუ­ ალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ე)  დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­ სუფ­ ლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს; ვ) თვალყურს ადევნებს ცენტ რის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ცენტრის თანამშრომელთა გა­დაწყვე­ტილებებსა და საქმიანობაზე; ზ) შეაქვს წინადადება სამინისტროში ცენტრის წლიური ბიუჯეტის, შემო­სავლისა და გასავლის საკითხებზე, პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. 3. ცენტრის უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძ­ლებ­ლო­ბისას, მისი არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთ­ხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ წინასწარ განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.     მუხლი 5🔗. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1.  ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო. 2.  სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ცენტრის მიერ განხორციელებული საქ­ მია­ ნობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკო­ ნომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 3.  მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის უფროსის არა­ მართლ­ ზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს ცენტრის უფროსს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია. 4. ცენტრის უფროსი ვალდებულია სამინისტროს და მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის, ფინანსური სახსრების თაობაზე.     მუხლი 6🔗. ცენტრის სტრუქტურა 1. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია: ა)  ადმინისტრაციულ-ეკონომიკური განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცენტრის საქმიანობისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ცენტრში შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია და მათი შესრულების კონტროლი, ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება. ცენტრის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება და საფინანსო უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა. ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეუ­ ლობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება; ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში პოლიტიკის წარმართვა; ცენტრის აკრედიტაციასა და სერტ იფიკაციასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება; ბ)  ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორია, რომლის ძირითადი ფუნქციაა: საანალიზო მასალის მიღება, შიდა რეგისტრაცია და შესაბამისი კვლევების ჩატარება. ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების გაცემა, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად საანალიზო მასალის აღება და ცენტრში მიტანა; ცენტრში შემოსული ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტების, სასმელი წყლის, ჩამდინარე წყლის, აუზებისა და წყალსატევების ორგანოლეპტიკური, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. სადეზინფექციო საშუალებების, ნიადაგისა და შხამქიმიკატების ქიმიური გამოკვლევა. ტესტირების (საგამოცდო) ლაბო­რატორიას გააჩნია თავისი ფუნქციური ბეჭედი, რომელიც გამოიყენება საგამოცდო ოქმის ხელწერით დამოწმებისას ; გ)  ვეტერინარული და ფიტოსანიტარული დიაგნოსტიკის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა საანალიზო მასალის მიღება, შიდა რეგისტრაცია, ცხოველებისა და ადამიანებისათვის საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური, ვეტერინარულ-სანიტარიული და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში მონა­ წილეობა. პათანატომიური კვლევების ჩატარება, ცხოველთა პათოლოგიური მასალისა და ნედლეულის ვირუსოლოგიური და სეროლოგიური გამოკვლევები. მცენარეთა საკარან­ ტინო და მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა; დ)  სასერტ იფიკაციო ორგანო, რომლის ძირითადი ფუნქციაა ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე, არსებულ ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესა­ ბამისად, გას ცეს პროდუქციის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტი­ ფიკატი); უზრუნველყოს სერტიფიკაციის პროცესის დამოუკიდებლობა პროდუქციისა და მომსახურების შესაბამისობის შეფასების დაინტერესებული განმცხადებლისაგან (მწარ­ მოებ­ ლისაგან), მომხმარებლისა და სხვა მხარეებისაგან; განსაზღვროს შესაბამისი ნორ­ მატიული დოკუმენტაცია, პროცედურები, ატესტირებული მეთოდიკები, ასევე მოთ­ ხოვნები, რომლებიც ეხება ნიმუშის აღებას, შეფასებას, გამოცდას და კონტროლს ( რომლის საფუძველზეც ხორციელდება სერტიფიცირების სქემების შერჩევა) ; აწარმოოს სერტი­ ფიცირებული პროდუქციის რეესტრი; სისტემატურად განახორციელოს საქმიანობის შიდა შემოწმება და ანალიზი; განიხილოს სერტიფიკაციის შესახებ აპელაციები ; სერტ ი­ ფი­ ცირების საკითხებში გ აუწიოს კონსულტაციები განმ ცხადებლ ებ სა და სხვა დაინ­ტე­რესებულ მხარეებს. სასერტიფიკაციო ორგანოს გააჩნია თავისი ფუნქციური ბეჭედი, რო­მელიც გამოიყენება პროდუქციის შესაბამისობის დოკუმენტის (სერტიფიკატი) ხელწერით დამოწმებისას.      2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად წარმართავენ სტრუქ­ტურული ერთეულების საქმიანობას, პასუხისმგებელნი არიან მათზე დაკის­რე­ბული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.     მუხლი 7🔗. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემ­ დეგი ქმე­ დებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება;  გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;  ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ)  სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილ­ დება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ცენტრის მიერ სესხის აღებისა და თავდებობის განხორციელებაზე აუცილებელია აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 8🔗. ცენტრის ქონება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებ­ ლად ცენტრს აქვს საჭირო    განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარ­ გებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლი­ კისაგან. 2. ცენტრის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ცენტრის ფუნქციონირების განმავლობაში მისივე ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება, ასეთ ქონებაზე ცენტრს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბ­ ლიკას საკუთრების უფლება. 3. ცენტრის ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტო­ ნომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. 4. ცენტრის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართ­ ველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბა­ მისად.     მუხლი 9🔗. ცენტრის ფინანსები 1. ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი ; გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავა ლი ; დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ; ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი . 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის ხარჯების ანაზღაურებას, თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და ცენტრის დებულებით გათ­ვა­ლისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახს­რებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.    მუხლი 10🔗. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება    1. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის , საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარ­მოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუ­ კიდებელი აუდიტორი.     მუხლი 11🔗. ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა  ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დად­ გე­ ნილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 12🔗. ცენტრის ლიკვიდაცია ცენტრის ლიკვიდაცია ხორციელდება: ა) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში; ბ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო; გ) მთავრობის მიერ ცენტრის არსებობის მიზანშეუწონლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.