„ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება (1)
- ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ 25.11.2011
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №8-31
2012 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ზ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ.თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. შეტანილ იქნ ე ს ცვლილება ქ.თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49 (სსმ, ვებგვერდი, 111128021, 02/12/2011) გადაწყვეტილებაში და„ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49 გადაწყვეტილების მე-5 თავის მე-14 მუხლის ტექსტურ ნაწილში, სოციალური დაცვის პროგრამების (0110) , საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მეტროთი და საბაგიროთი უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურების პროგრამა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ð „სა ქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მეტროთი და საბაგიროთი უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურების პროგრამა
მიზანი:
ð მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური აქტივობის ამაღლება.
განსახორციელებელი ღონისძიებები :
ð რეგულირებადი ეკონომიკური სფეროებისა და ტარიფების განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ კატეგორიათა (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი თ (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი თ და საბაგიროთი)უფასო ან შეღავათიანი ტარიფით მომსახურების ანაზღაურება;
ð „სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში” რეგისტრირებულ ი 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების 50%-იანი ფასდაკლებით მგზავრობის ფასის ანაზღაურება M2 კატეგორიის იმ ავტობუსით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, ხოლო ნებართვების მფლობელთა მიერ ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას განსაზღვრული 0,65 ლარის მგზავრობის ფასის შემთხვევაში შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე 0,33 ლარის ანაზღაურება.
მოსალოდნელი შედეგი :
ð მოქალაქეთა კეთილდღეობის ამაღლება.
შეფასების კრიტერიუმები :
- მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი თ (მეტრო) , M3 კატეგორიის ავტობუს ებ ი თ და საბაგიროთი უფასოდ ან შეღავათიანი ტარიფი თ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა;
- M 2 კატეგორიის ავტობუსით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, შეღავათიანი ტარიფით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა;“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ . სამადაშვილი