„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8-32
სარეგისტრაციო კოდი
200130000.36.101.016119
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №8-32

2012 წლის 27 ივლისი

 ქ. თბილისი

„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

 1. „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში (სსმ 10.02.2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) გადაწყვეტილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს:

ა) რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. ამასთან:

ა.ა)ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას მიწისქვეშა ელექტრო-ტრანსპორტისთვის და ავტობუსებისთვის (M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2013 წლის 1 იანვრამდე;

ა.ბ) საქმიანობისთვის სპორტის დარგში გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს 2013 წლის 1 იანვრამდე.

ბ) არარეზიდენტი საწარმოსთვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.

გ) სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისთვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტს;

დ) ფიზიკური პირისთვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის), იახტების (კატარღების) თვითმფრინავების, შვეულმფრენების; არარეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს:

დ.ა) 100000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს;

დ.ბ) 100000 (ასი ათასი) ლარი და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ს;“;

ბ) გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 და 63 მუხლები:

„62. ქონების გადასახადისგან თავისუფლდება თბილისის ტერიტორიაზე მდებარე:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);

ბ) საცხოვრებელ სახლებზე (გარდა მრავალბინიანი სახლებისა) მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სრული ფართობი;

გ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სრული ფართობი (გარდა იმ ავტოფარეხებისა, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისთვის).“.

 „63. გადაწყვეტილების მე-2 მუხლის „დ)“ პუნქტის და 62 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე  ზ. სამადაშვილი