„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.143.016108
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27
2012 წლის 30 ივლისი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 16/01/2012, 280120000.35.143.016082) დამტკიცებული წესის 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 22. სოციალური დახმარების ფინანსური უზრუნველყოფა

 წინამდებარე წესითა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მთლიანი მოცულობა 350 000 ლარით განისაზღვრება.“

2. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როსტომ გრიგალაშვილი