„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს №70/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№149/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016415
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1 49/ნ

2012 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს №70/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს №70/ნ ბრძანებით (სსმ III, 12.08.2010, №98, მუხ.1463) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება და:

ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;

ბ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;

გ) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

დ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

ვ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;

ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება;

თ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროში მოსამსახურეთა რეზერვის ფორმირება და მისი მიზნობრივი გამოყენება;

კ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება;

მ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ნ) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია;

ო) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;

პ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთობის კოორდინაცია;

ჟ) საზოგადოებრივი საბჭოს სხდომების ორგანიზება;

რ) სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შემუშავება;

ს) სამინისტროს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავების კოორდინაცია და სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ტ) სამინისტროს ვებგვერდის განახლება;

უ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ფ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის შესაბამისად;

ქ) სამინისტროს საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფა;

ღ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

ყ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

შ) პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ხელს აწერს ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტებს, მათ შორის, ცნობებს სამინისტროს მოსამსახურეთა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;’’;

გ) მე-4 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV

ადმინისტრაციაში შემავალი სტრუქტურული ერთეულები, მათი ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

    მუხლი 10

ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საორგანიზაციო სამმართველო;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

გ) საქმისწარმოების სამმართველო;

დ) რეგიონული კოორდინაციის სამმართველო;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.

    მუხლი 11

საორგანიზაციო სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები:

ა) სამინისტროში გამართული სათათბირო სხდომის ოქმის წარმოება;

ბ) სამინისტროში გამართული სათათბირო სხდომების ოქმების, დავალებების შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურების გაწევა;

დ) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია;

ე) სამინისტროს საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფა;

ვ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 12

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და შრომისუუნარობის ფურცლების აღრიცხვის წარმოება;

ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

გ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაციის მოძიება და გასაცემად მომზადება, ან ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობის შემუშავების კოორდინაცია და სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) სამინისტროს სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

ზ) ადამიანური რესურების სტაბილურობის, მოძრაობის და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შემუშავება, პერიოდული ანალიზი, შეფასება;

თ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;

ი) სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შემუშავება;

კ) სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი; კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;

ლ) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

მ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;

ნ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 13

საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;

ბ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

გ) დოკუმენტაციის აღნუსხვა და რეგისტრაციაში გატარება;

დ) სამინისტროში შემოსული კორესპონდენციების პირველადი დამუშავების, წინასწარი გარჩევის, რეგისტრაციის, ინდექსაციის, ხელმძღვანელობის მიერ განხილვის, შემსრულებლებისათვის შესრულების ვადის განსაზღვრისა და შემსრულებელთათვის გადაცემის უზრუნველყოფა;

ე) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის თანახმად;

ვ) სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული კორესპონდენციების სტატისტიკა, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა;

ზ) საქმისწარმოებისთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;

თ) მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება;

ი) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;

ლ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

მ) საკონტროლო კორესპონდენციების განსაზღვრის უზრუნველყოფა;

ნ)კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 14

რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები:

ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთობის კოორდინაცია;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების სამინისტროში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების დამუშავება;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების კოორდინაცია;

ე) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან ინფორმაციის მიღება/დამუშავება და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა, მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;

ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 15

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები:

ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

გ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

დ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის, სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება;

ე) სამინისტროს ვებგვერდის განახლება;

ვ) საზოგადოებრივი საბჭოს სხდომების ორგანიზება.’’.

  მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ . დეკანოიძე