საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №650
2012 წლის 31 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2012 წლის 9 ივლისს ხელმოწერილი,,საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებ ა.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებ ის დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მ . სააკაშვილი