წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.07.2012
ძალის დაკარგვა 16.05.2018
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.155.016089
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 663 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2012 მიღება
16.05.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
სტაჟირება
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც არ ანაზღაურდება
მუხლი 2
სტაჟიორი
პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
მუხლი 2
კანდიდატი
პირი, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წარადგენს განცხადებას წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ
მუხლი 2
უშუალო ხელმძღვანელი
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაჩიტიძე წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ        წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2012 წლის 31 ივლისი ქ. წალკა  წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 43-ე მუხლების შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი დანართი №1-ისა და შესაბამისი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაჩიტიძე დანართი 1 წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს. 2. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა. მუხლი 2🔗 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:  ა) სტაჟირება – წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც არ ანაზღაურდება;  ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში;  გ) კანდიდატი – პირი, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წარადგენს განცხადებას წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ;  დ) უშუალო ხელმძღვანელი – წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას. თავი II სტაჟიორის სტატუსი მუხლი 3🔗 1. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე; გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს; ე) იცოდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი). მუხლი 4🔗 სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან; დ) ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე); ე) ორი ფოტოსურათი (3X4). 2. განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან. 3. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ ერთეულს. 4. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იგი ასევე განსაზღვრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას. 5. სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 6. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 11 სთ-დან 15 სთ-მდე. მუხლი 5🔗 სტაჟიორს უფლება აქვს: 1. გაეცნოს სტაჟირებისთვის საჭირო დოკუმენტაციას და სხვა მასალებს, ისარგებლოს სათანადო სამეცნიერო და ანალიტიკური ინფორმაციით. 2. დაესწროს საკრებულოს საჯარო სხდომებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში. მუხლი 6🔗  სტაჟიორი ვალდებულია: 1. გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებენ და განსაზღვრავენ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს, დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები. 2. დადგენილ ვადაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ყველა მითითება და მოთხოვნა. 3. გაეცნოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედამხედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის. 4. უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები. თავი III წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ვალდებულება სტაჟიორის მიმართ მუხლი 7🔗 1. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა; ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით; გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. თავი IV სტაჟირების სხვა პირობები მუხლი 8🔗 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში ან სტაჟირების ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების ადგილას გამოუცხადებლობა; ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება; დ) სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება). 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. 3. სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას. თავი V სტაჟირების დასრულება და სერტიფიკატის გაცემა მუხლი 9🔗 1. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. 2. სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად. 3. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.  დანართი 2 წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი სერტიფიკატი ეძლევა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სახელი, გვარი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების წარმატებით დასრულებისათვის        ხელმოწერა                                                                                  თარიღი:__________