საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.08.2012
ძალის დაკარგვა 18.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №310
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016432
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,705 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.2012 მიღება
18.06.2016 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } h2 { margin-right:0in; margin-left:22.5pt; font-size:10.5pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.abzacixmlChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } span.Heading2Char { font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.PlainTextChar { } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:9.0pt; font-size:11.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.CharChar3 {} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in .25in .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №310 2012 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და 6​1 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 . დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები“. მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. გვინდაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვაზე გადაწვეტილების მიღების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო) განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესსა და პირობებს, აგრეთვე აღნიშნული ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობას, დამატებითი ვადის დადგენისა და აუქციონის შედეგების გაუქმების წესსა და პირობებს.  2. ეს წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებიც განკარგავენ მათთვის სარგებლობაში გადაცემულ ან/და მათ ბალანსზე რიცხულ მოძრავ ქონებას. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად. 3. ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:  ა) განსაკარგავად გადაცემული ქონება (შემდგომში – ქონება) – სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და რომელიც მის განკარგვაზე გადაწვეტილების მიღების შემდეგ გადაეცა სააგენტოს შემდგომი განკარგვის მიზნით;  ბ) ქონების განკარგვა – სააგენტოს მიერ ქონების პრივატიზება, განაწილება, განადგურება კანონმდებლობით დადგენილი წესით;  გ) ქონების პრივატიზება – სააგენტოს მიერ ქონების პრივატიზება აუქციონის (ელექტრონული, საჯარო) ფორმით, სავაჭრო ობიექტების (მათ შორის ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით ან მესამე პირის მეშვეობით;  დ) ქონების განაწილება – სააგენტოს მიერ ქონების უსასყიდლოდ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;  ე) ქონების განადგურება – სააგენტოს მიერ ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;  ვ) ქონების შემძენი – ნებისმიერი საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი;  ზ) მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქონების განკარგვას ახორციელებს სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.     მუხლი 2🔗. სააგენტოსათვის ქონების განსაკარგავად გადაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. 2. სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი , ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით, მიმართავს სააგენტოს. ქონების განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.  3. ქონება სააგენტოს გადაეცემა ქონების განკარგვაზე გადაწყვეტილების უფლების მქონე ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.  4. ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო მიმართავს სააგენტოს და წარუდგენს ინფორმაციას ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, აგრეთვე, ქონების ჩამონათვალს და საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახის ინფორმაციას (მატერიალური ან ელექტრონული სახით).  5. ქონების გადაცემის დროს, სააგენტოსა და ქონების გადამცემს შორის დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.     მუხლი 3🔗. ქონების აღრიცხვა და შენახვა 1. ქონების აღრიცხვას და შენახვას, სააგენტოსათვის გადაცემამდე, უზრუნველყოფს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც შესაბამისი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ქონების აღრიცხვა, სააგენტოსათვის გადაცემის შემდეგ, წარმოებს ქონების სახეობისა და რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით. 3. სააგენტო, ქონების მიღების შემდეგ, ახორციელებს მის საწყობში განთავსებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ქონების შესახებ სააგენტო აწარმოებს ელექტრონულ რეესტრს.     მუხლი 4🔗. ქონების შეფასება 1. ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ქონების შეფასებას უზრუნველყოფს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. 2. ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, ქონების შეფასება დამატებით შესაძლებელია განხორციელდეს აგრეთვე სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) ან/და აუდიტური ფირმის (აუდიტორის) მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.  3. სააგენტო უფლებამოსილია ქონების განკარგვისას დაეყრდნოს ქონების გადმოცემამდე ჩატარებულ ექსპერტიზასა და შეფასებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.     მუხლი 5🔗. ქონების განკარგვის ფორმის შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ქონების პრივატიზების (მათ შორის, პრივატიზების ფორმის), განაწილების ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას, ქონების სპეციფიკისა და რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.     მუხლი 6🔗. ქონების განკარგვის ფორმები და წესი 1. ქონების განკარგვის ფორმებია: ა) ქონების პრივატიზება აუქციონის (მათ შორის, ინტერნეტაუქციონის) ფორმით; ბ) ქონების პრივატიზება სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით; გ) ქონების პრივატიზება მესამე პირის მეშვეობით; დ) ქონების განაწილება; ე) ქონების განადგურება. 2. აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, თავდაპირველად ხორციელდება ქონების ინტერნეტაუქციონის ფორმით პრივატიზება. თუ ქონება არ გაიყიდა ინტერნეტაუქციონის ფორმით, დასაშვებია მისი საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზება. 3. გარკვეულ შემთხვევებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შერჩეული განკარგვის ფორმის (საშუალების) კანონმდებლობით გათვალისწინებული განკარგვის სხვა ფორმით (საშუალებით) შეცვლის თაობაზე, რა დროსაც შესაძლებელია შენარჩუნებულ იქნეს ქონების ბოლო საპრივატიზებო ღირებულება. 4. გარკვეულ შემთხვევებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების პრივატიზების ორი ფორმის – ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის ერთდროულად გამოყენების თაობაზე.  5. სააგენტოს მიერ ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.     მუხლი 7🔗. ქონების პრივატიზება ინტერნეტაუქციონის ფორმით 1. ქონების ინტერნეტაუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტო უზრუნველყოფს ინტერნეტაუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს ინტერნეტაუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. 2. საქონლის ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ინტერნეტაუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.  3. სააგენტო განსაზღვრავს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას. 4. ინტერნეტაუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა, სააგენტო აკეთებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ინტერნეტაუქციონის დაწყების და დასრულების დროს (აუქციონის ხანგრძლივობა მისი გამოცხადებიდან დასრულებამდე არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს); ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას), ლოტებად დაყოფის შემთხვევაში – ლოტების მიხედვით; გ) ქონების საწყის საპრივატიზებო ფასს; დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას; ე) ინტერნეტაუქციონის ჩატარების სხვა პირობებს. 5. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა: ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები); ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება; გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადობის მოწმობის ნომრით; დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით , საიდენტიფიკაციო ნომრით. 6. ინტერნეტაუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის, ელექტრონული სახით). 7. ინტერნეტაუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს „ონლაინ“ რეჟიმში. 8. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერაც ინტერნეტაუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. 9. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს გაეგზავნებათ ინფორმაცია ინტერნეტაუქციონის შედეგების შესახებ. 10. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები.  11. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 12. თუ ინტერნეტაუქციონზე პირველად გატანისას ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საპრივატიზებო ფასის არა უმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.  13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით პრივატიზების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.  14. ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი, ხოლო იმავე პირობებით პრივატიზება – როგორც ვადაგაგრძელებული აუქციონი.  15. ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას სააგენტოსა და მყიდველს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. 16. ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, აუქციონში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული პირი უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს, ასევე ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ქონების საპრივატიზებო საფასურს წარადგენს ვებგვერდის www.eauction.ge-ის ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით. 17. ვებგვერდის www.eauction.ge-ის ერთიანი ანგარიშსწორების სისტემიდან თანხის საბოლოო ჩარიცხვა ხორციელდება ქონების პრივატიზების შემთხვევაში – სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.     მუხლი 8🔗. ქონების პრივატიზება საჯარო აუქციონის ფორმით 1. საჯარო აუქციონის ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) შექმნილი სააუქციონო კომისია. კომისია უნდა შედგებოდეს კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის, კონსულტანტის, აუქციონის წამყვანისა და კომისიის სხვა წევრებისგან.  2. ქონების საჯარო აუქციონის წესით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო განსაზღვრავს საჯარო აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად.  3. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში საჯარო აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.  4. სააგენტო განსაზღვრავს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას.  5. სააგენტო, საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, განსაზღვრავს ინფორმაციის გამოქვეყნების ვადებს, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებამდე 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას; ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს; გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას; დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას; ვ) ბიჯის სიდიდეს; ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონს; თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სააგენტო ჩათვლის მიზანშეწონილად. 6. სააგენტო უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას აუქციონის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე. 7. სააგენტო უფლებამოსილია გადაავადოს საჯარო აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 8. თუ საჯარო აუქციონის ჩატარების ვადა ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, მაშინ საჯარო აუქციონი ჩატარდება მომდევნო სამუშაო დღეს, იმავე დროს. 9. თუ სააგენტომ გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება. 10. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“. 11. თუ საჯარო აუქციონზე პირველად გატანისას ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საპრივატიზებო ფასის არა უმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე. 12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით , უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით პრივატიზების თაობაზე. 13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით პრივატიზება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი, ხოლო იმავე პირობებით პრივატიზება – როგორც ვადაგაგრძელებული აუქციონი.     მუხლი 9🔗. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. 2. საჯარო აუქციონი ტარდება დადგენილ დღესა და საათს, საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და სააგენტოს მიერ დადგენილ საათამდე.  3. საჯარო აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, საჯარო აუქციონის დაწყებამდე, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სააგენტოსთან შეთანხმებით, წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ქონებას. 4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის კონსულტანტს წარუდგენს: ა) ლოტის ნომერს; ბ) ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს (მათ შორის, ელექტრონული სახით); გ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს – ფიზიკური პირის შემთხვევაში; დ ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან – იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში; ე ) სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან სხვა ფიზიკური პირის სახელით; ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებით ინფორმაციას. 5 . სააუქციონო კომისიის კონსულტანტი საჯარო აუქციონში მონაწილეობის იმ მსურველებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აღრიცხავს და გადასცემს მონაწილის საიდენტიფიკაციო ბარათს, რომლის საფუძველზეც ისინი უფლებამოსილი არიან გამოცხადდნენ აუქციონის დარბაზში და მიიღონ სპეციალური ნომრიანი დაფა. 6. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ქონების შემძენად; გ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტები.  7 . პირი, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა საჯარო აუქციონის რამდენიმე ლოტის ვაჭრობაში, ბეს ან უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას იხდის/წარმოადგენს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე. 8 . სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის წარდგენა სრულდება აუქციონის დაწყებისთანავე.     მუხლი 10🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი 1. საჯარო აუქციონის წამყვანმა უნდა უზრუნველყოს ამ წესის შესაბამისად ვაჭრობის დადგენილი წესების დაცვა. 2. სააგენტო უზრუნველყოფს ქონების წინასაპრივატიზებო დათვალიერებას, საჯარო აუქციონის ჩასატარებლად აუქციონის დარბაზის მომზადებას და, საჭიროების შემთხვევაში, იწვევს სათანადო სპეციალისტს. 3. საჯარო აუქციონის თითოეული მონაწილე, აუქციონის დაწყებამდე შედის აუქციონის დარბაზში და იღებს სპეციალურ ნომრიან დაფას, რომელიც საჯარო აუქციონის დამთავრებისას უკან უნდა დაბრუნდეს. 4. საჯარო აუქციონის წამყვანი აცხადებს გასაყიდად წარდგენილი ლოტის რიგით ნომერს, მასში შემავალი ქონების ძირითად ნიშან-თვისებებს, ლოტის საწყის საპრივატიზებო ფასს და ფასის მატების ბიჯს. 5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება პრივატიზების საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, საჯარო აუქციონის წამყვანი მონაწილეებს აჩვენებს გასაყიდად გამოცხადებულ ქონებას, ან წარუდგენს დამსწრეებს ქონების ამსახველ ვიდეო- ან ფოტომასალას. 6. საჯარო აუქციონის მონაწილე, რომელსაც სურს შეიძინოს ვაჭრობისათვის წარდგენილი ლოტი, ზევით სწევს ნომრიან დაფას, ასახელებს ფასს საწყისი საპრივატიზებო ფასის მიხედვით, ხოლო ფასის შემდეგი შემოთავაზება მოხდება ბიჯის გათვალისწინებით. თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდა მომდევნო გაზრდილი ფასი, საჯარო აუქციონის წამყვანი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა. ვაჭრობა გრძელდება მანამ, ვიდრე რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. 7. ვაჭრობის დროს საჯარო აუქციონის მონაწილეებს უფლება აქვთ გაზარდონ ბიჯი აღნიშნულ ქონებაზე მოთხოვნის შესაბამისად. 8. ქონება ითვლება გაყიდულად იმ მონაწილეზე, ვის მიერაც იქნება შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასი. 9. სააუქციონო ვაჭრობის შესახებ სააუქციონო კომისიის მდივანი ადგენს ოქმს, რომელშიც ასახული უნდა იყოს საჯარო აუქციონის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მას ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საჯარო აუქციონის წამყვანი, კომისიის მდივანი და საჯარო აუქციონში გამარჯვებული. ოქმის ასლი გადაეცემა საჯარო აუქციონში გამარჯვებულს. 10. საჯარო აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება, თუ: ა) საჯარო აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ; ბ) საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არც ერთი მსურველი; გ) სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველები ესწრებოდნენ საჯარო აუქციონს, მაგრამ არც ერთმა არ მიიღო მონაწილეობა ვაჭრობაში. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დგება არშემდგარი აუქციონის ოქმი, ხოლო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველებს და მონაწილეებს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდებათ. 12. თუ არ მოხდება ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.     მუხლი 11🔗. გარიგებათა გაფორმება და ანგარიშსწორება 1. საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში სააგენტოსა და საჯარო აუქციონში გამარჯვებულს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება. 2. სააგენტოსა და საჯარო აუქციონში გამარჯვებულს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება, გასაყიდი ქონების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ითვალისწინებდეს მხარეთა ურთიერთვალდებულებებს გაყიდული ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ, რაც ასახული უნდა იყოს საჯარო აუქციონის პირობებში. 3. საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც შეადგენს საჯარო აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. 4. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს ინტერნეტაუქციონის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა. 5. საჯარო აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 6 . თუ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულიად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნული ქონების შეძენაზე და გადახდილი ბე უკან არ უბრუნდება, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში . 7 . საჯარო აუქციონში დამარცხებულს უფლება აქვს საჯარო აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ მოითხოვოს ბეს დაბრუნება, რომელიც უნდა დაბრუნდეს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღისა, ხოლო ინტერნეტაუქციონში დამარცხებულს ბე უბრუნდება ავტომატურად, აუქციონის შედეგების დადგომისთანავე. 8. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული იღებს გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება შესაბამისი დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. სააგენტო ასევე უფლებამოსილია, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.  9. აუქციონში გამარჯვებული, საპრივატიზებო ქონების ღირებულების გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, იხდის პირგასამტეხლოს – ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესაბამისი ლოტის სრული/დარჩენილი საპრივატიზებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.     მუხლი 12🔗. აუქციონის მეშვეობით შეძენილი ქონების მიღების ვადა 1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია თანხის გადახდიდან არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან (თუ ინტერნეტაუქციონის შემთხვევაში არ სარგებლობს ,,ქონების ადგილზე მიტანის“ სერვისით).  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს გაფრთხილებას (მატერიალური ან ელექტრონული სახით), რომელშიც მიეთითება ქონების გატანის დამატებითი ვადა, არა უგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა და პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით.  3. პირგასამტეხლო განისაზღვრება ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის შესაბამისი ლოტის სრული/დარჩენილი საპრივატიზებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.  4. თუ მყიდველი დამატებითი ვადის განმავლობაშიც არ უზრუნველყოფს ქონების გატანას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე; ასეთ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში დადგენილი ნორმებით. ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, ხელშეკრულება ცალმხრივად მოიშლება ავტომატურად, დამატებითი შეტყობინების გარეშე.  5. აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს ქონების მიღებამდე მოითხოვოს მისი შემოწმება, რისთვისაც ის თავისი ხარჯით მოიწვევს უფლებამოსილ ექსპერტს. თუ მყიდველი არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, ითვლება, რომ ქონება უნაკლოა და შეესაბამება გამოცხდებულ პარამეტრებს, რაოდენობასa და ხარისხს.     მუხლი 13🔗. აუქციონის შედეგების გაუქმების წესი 1. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ: ა) აუქციონში გამარჯვებულმა სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური; ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი ბეს/ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.     მუხლი 14🔗. ქონების პრივატიზება სავაჭრო ობიექტების საშუალებით 1. სავაჭრო ობიექტების საშუალებით ქონების პრივატიზებისას , საქონელი განთავსდება სააგენტოს სავაჭრო ობიექტებში. 2. სავაჭრო ობიექტების საშუალებით ქონების პრივატიზება წარმოებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. თუ სავაჭრო ობიექტებში ქონების შეტანის დღიდან 30 დღის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების პრივატიზება , სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საპრივატიზებო ფასის არა უმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით პრივატიზების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 15🔗. ქონების პრივატიზება ინტერნეტმაღაზიის საშუალებით 1. ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით პრივატიზების თაობაზე სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 დღისა, სააგენტო აკეთებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:  ა) საპრივატიზებო ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას);  ბ) ქონების საპრივატიზებო ღირებულებას ; გ) ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის პირობებს. 2. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შესაძენად სავალდებულოა: ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები); ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტმაღაზიით ვაჭრობის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება; გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადობის მოწმობის ნომრით;  დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით. 3. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას. 4. თუ ინტერნეტმაღაზიაში ქონების განთავსების დღიდან ერთი თვის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საპრივატიზებო ფასის არა უმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე. 5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება , სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით პრივატიზების თაობაზე.     მუხლი 16🔗. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ერთდროულად პრივატიზება 1. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ერთდროულად პრივატიზება ხორციელდება ამ წესის მე-7 და მე-15 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ერთდროულად პრივატიზების დროს სააგენტოს გენერალური დირექტორი ადგენს ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების განსხვავებულ საპრივატიზებო ღირებულებას და ვადას, თუ რა დრომდეა შესაძლებელი მისი აღნიშნული ფორმით შეძენა. 3. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ერთდროულად პრივატიზებისას , თუ ინტერნეტაუქციონზე ვაჭრობის ფასი აღემატება ინტერნეტმაღაზიის ფასს, ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების პრივატიზების საშუალება ავტომატურად იზღუდება. 4. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ერთდროულად პრივატიზებისას , ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების პრივატიზების შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონზე ვაჭრობის ფასი არ აღემატება ინტერნეტმაღაზიის ფასს, აუქციონი წყდება. 5. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ერთდროულად პრვატიზებისას , ვაჭრობის პროცესის მიმდინარეობა ჩანს შესაბამის ვებგვერდზე.     მუხლი 17🔗. ქონების პრივატიზება მესამე პირის მეშვეობით 1. ქონების პრივატიზება შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა (მესამე პირმა/პირებმა), რომელთანაც სააგენტო დადებს შესაბამის ხელშეკრულებას. 2. მესამე პირსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულება იდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რომლითაც დეტალურად უნდა დადგინდეს მომსახურების პირობები. 3. მესამე პირის მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ დადგენილი ქონების საპრივატიზებო ღირებულების 5%-ს. 4. სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ქონება მესამე პირს გადაეცეს პრივატიზებამდე . ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია მოითხოვოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენა ქონების ღირებულების სრული ოდენობით.     მუხლი 18🔗. ქონების განადგურება 1. ქონების განადგურების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან სხვა საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) სათანადო შეფასების/დასკვნის საფუძველზე. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებელი პირი. 3. ქონების განადგურების ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლის ტერიტორიაზეც ხდება ქონების განადგურება. 4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები.     მუხლი 19🔗. ქონების განაწილება 1. ქონების განაწილება ძირითადად ხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუამდგომლობების, ასევე სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დასაბუთებული შუამდგომლობების საფუძველზე. სახეობის გათვალისწინებით, ქონება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნე ს სოციალური მიზნებისათვის. 2. ქონების განაწილება ხორციელდება უსასყიდლოდ გადაცემის გზით. 3. ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას სააგენტო უფლებამოსილია დაეყრდნოს ამ ქონებასთან დაკავშირებულ, უკვე არსებულ ორგანოს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზასა და შეფასებას. 4. ქონების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია ითვალისწინებდეს გარკვეულ ვალდებულებებს ქონების მიმღების მხრიდან.     მუხლი 20🔗. ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ქონების განკარგვასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან განხორციელებული ქმედება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.