საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტებზე სასამართლოს მიერ ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 31.07.2012
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №163
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2012 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტებზე სასამართლოს მიერ ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:Geo_Times;}
@font-face {font-family:"Geo Akad Nebraska";}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";}
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:18.0pt; font-family:"Geo Akad Nebraska","sans-serif"; text-transform:uppercase;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.75in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-27.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:45.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-45.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.25in 28.35pt .25in 62.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №163
2012 წლის
31 ივლისი
ქ. ქუთაისი
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტებზე სასამართლოს მიერ ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-4 თავის 54-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო
ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს სასამართლოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტებზე სასამართლოს მიერ ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით საჯარო აუქციონის ჩატარების წესი, დანართის შესაბამისად.
/დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის/
მუხლი 2🔗.
ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია განხორციელდეს საჯარო აუქციონის ფორმით.
მუხლი 3🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი
დანართი
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აუქციონის ჩატარების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთის რეალიზაციის პირობებს და რეალიზაციის განხორციელების მიზნით აუქციონის ჩატარების წესს.
2. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო - ქალაქ ქუთაისის მერია, აუქციონის ჩატარების გზით.
3. ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აუქციონის ჩატარების მიზანია, შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა, სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევებისათვის დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვა, ამავე კანონით სამშენებლო დარღვევისათვის საჯარიმო თანხისა და დარიცხული საურავის უზრუნველყოფა.
4. აუქციონის ფორმით სარეალიზაციო ქონების (ყადაღადადებული მიწის ნაკვეთი) მიმღები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
5. აუქციონი დამრღვევის მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება სასამართლოს მიერ კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების შემდგომ, ყველა იმ პროცედურის დაცვით, რომელსაც განსაზღვრავს კანონი და აღნიშნული წესი.
6. აუქციონი ტარდება თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საამისოდ შექმნილი კომისიის მიერ.
მუხლი 2🔗. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ჩატარების/გამოცხადების ორგანიზებას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ბრძანებით შექმნილი სააუქციონო კომისია.
2. სასამართლოს მიერ ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის განმახორციელებელი ორგანო, ყადაღადადებული მიწის რეალიზაციის მიზნით აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, განსაზღვრავს აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს, რისთვისაც 30 დღით ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ავრცელებს განცხადებას.
3. სასამართლოს მიერ ყადაღადადებულ მიწის ნაკვეთზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა/ ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას;
ბ/ სარეალიზაციო ქონების დასახელებას და სრულ აღწერილობას;
გ/ აუქციონის ჩატარების დროს და ადგილს;
დ/ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის რეკვიზიტებს (სახელი, გვარი, დასახელება, მისამართი);
ე/ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის /„ბე“-ს თანხის ოდენობას და მოქმედების ვადას;
ვ/ მიწის ნაკვეთის საწყის ფასს;
ზ/ ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც მიწის ნაკვეთის რეალიზაციის განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. სარეალიზაციოდ განკუთვნილი მიწის ნაკვეთის ფასი განისაზღვრება ყადაღის დადების აქტში მითითებული ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასის ოდენობით;
5. მესამე პირები, რომელთაც აქვთ უფლებები სარეალიზაციო მიწის ნაკვეთებზე, ვალდებული არიან ამ უფლებათა დამადასტურებელი საბუთები წარადგინონ ქალაქ ქუთაისის მერიაში აუქციონის დაწყებამდე.
6. მყიდველ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს მიიღოს სარეალიზაციო ქონების შესახებ გამყიდველის ხელთარსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
მუხლი 3🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ მიწის ნაკვეთს და მის მახასიათებლებს.
2. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ განცხადება არ მიიღება.
3. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან არანაკლებ მე-10 კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და რეალიზატორის მიერ დადგენილ საათამდე.
4. აუქციონში მონაწილეობის მსურველი რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელშიც მითითებულია სახელი, გვარი, მისამართი იმ მიწის ნაკვეთის დასახელება და საწყისი ფასი, რომლის შეძენაც სურს;
ბ) „ბე“-ს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და „ბე“-ს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ/ პირადობის მოწმობის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში), იურიდიული პირის შემთხვევაში, განაცხადის შეტანის მომენტისათვის ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სარეგისტრაციო ჟურნალში, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტს და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს „ბე“-ს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე თუ: დარღვეულია ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
7. მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება:
ა) ყადაღის დადებასა და მის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ) სამშენებლო სამართალდარღვევის ჯარიმის თანხა.
8. მიწის ნაკვეთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი პირველ რიგში ანაზღაურებს გაწეულ ხარჯებს და თანხის შემდეგ დარჩენილი სახსრები უბრუნდება დამრღვევს.
9. ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია შეწყდება თუ სამართალდამრღვევი აუქციონის ჩატარებამდე უზრუნველყოფს სამშენებლო სამართალდამრღვევის ჯარიმის თანხის, ყადაღის დადებისა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას.
მუხლი 4🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. სარეალიზაციო მიწის ნაკვეთზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონიონატორი აცხადებს მიწის ნაკვეთის დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს. ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს რეალიზატორი.
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, სარეალიზაციოდ განკუთვნილი მიწის ნაკვეთი ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს მყიდველი და ქალაქ ქუთაისის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, როგორც გამყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
8. აუქციონის ორგანიზების მუდმივმომქმედი სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი „ბე“-ს ოდენობა, ხოლო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი „ბე“ სრულად ირიცხება თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტში, მოხსენებით ბარათს ხელს აწერს აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
9. რეალიზატორისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.
10. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადაიხადოს სრეალიზაციო მიწის ნაკვეთის საფასური, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტრურებელი დოკუმენტი მყიდველმა უნდა წარმოადგინოს გადახდიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.
11. საკუთრების უფლება რეალიზატორის მიერ, მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, საფასურის სრულად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან.
მუხლი 5🔗. გარიგების ბათილად ცნობა და დავების გადაწყვეტის წესი
აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.