⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.06.2020)
გაუქმებულია:

თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.08.2012
ძალის დაკარგვა 03.06.2020
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.154.016104
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 541 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.2012 მიღება
03.06.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი წიკლაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2012 წლის 2 აგვისტო დ. თიანეთი  თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმა (დანართის №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმირების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის №65 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი წიკლაური დანართი 1 თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის  არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური                                                                                          მ ი თ ი თ ე ბ ა   №  ----               თიანეთი                                                                                                         შედგენის თარიღი ---------------- დამრღვევის ვინაობა და მისამართი    ____________________________________________________                                                                                    (მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი, მონაცემები)  სამშენებლო საქმიანობის ობიექტი  ______________________________________________________                                                                                            (მისამართი, საკადასტრო კოდი)         დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები: __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________________ აღნიშნული გათვალისწინებულია "პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"-ს----------მუხლის -------------------------------------------------------------------------------------------------------------------  დარღვევის გამოსწორების ვადა ___ დღე. მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ: ___________________________________________ შედგენის თარიღი _________________________________________________________________________ მითითება ჩაბარდა და გაეცნო ___________________________________________________________                                                                                                  (განთავსების ადგილი) თიანეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური  სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების  გაცემით („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).  მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კეძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად შესრულდა. („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (25-ე მუხლის მე-7 პუნქტი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25-ე მუხლის მე-9 პუნქტი). დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში თიანეთის მულიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  იღებს ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს - ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ. (25-ე მუხლის მე-10 პუნქტი). „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის  მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ - საქართველ;ოს კანონით) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  უფლებამოსილია მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება (დადგენილება) მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25-ე მუხლის მე-14 პუნქტი).   თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის  მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება: სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (25-ე მუხლის მე-15 პუნქტი). თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ბრძანების გაცნობა (პირადი ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე (25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).